პეპე: "ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია"

პორტუგალიელმა მცველმა, გაზეთ "მარკასთან" ისაუბრა.


"ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უკვე ექვს ქულას მოვითვლით.სასიხარულოა, რომ ჯერ გოლი არ გვიგემია საკუთარ კარში.ასევე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი გამოსვლა პრიმერა დივიზიონში, სადაც გათამაშების ცხრილის ლიდერობისაკენ მივისწრაფვით.ვფიქრობ, "რეალმა" მიმდინარე სეზონი შედეგიანად დაიწყო, რაც მნიშვნელოვანია."

"მომწონს მოურინიოსთან ერთად მუშაობა.ის პატიოსანი და ინტელიგენტი პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის ფეხბურთელების გვერდით არის.ჟოზე პირდაპირია და ამიტომაც არასდროს მალავს საკუთარ აზრს.მას უნდა, რომ მისი შეგირდები თავდაუზოგავად მუშაოდბნენ."

"ჩვენი მიზანია, ყოველთვის უკეთესობისაკენ სწრაფვა.არის შემთხვევები, როდესაც შენს ადგილს მოედანზე სხვა იკავებს და ეს სავსებით ნორმალურია, რამეთუ როდესაც ფორმიდან ხარ ამოვარდნილი, გყავს ისეთი შემცვლელი, რომელიც ღირსეულად იასპარეზებს.ჯანსაღი კონკურენცია დამატებითი სტიმულია ყველსათვის.ამ გერემოებიდან გამომდინარე, თითოეული მოთამაშეს თავს არ ზოგავს ვარჯიშებზე."

"მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცის თავისი როლი მოედანზე.მოურინიოს ფორმაციის გუნდი, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც წარმატებულად გამოდის.რაც შეეხება კარვალიოს, ის კარგად მოერგო შემადგენლობას, იგი ძალიან გახარებულია.ჩემი თანამემამულის მხრებზე, უდიდესი გამოცდილებაა."

"კრისტიანო თავდაუზოგავად შრომობს.ის ყოველთვის ფოკუსირებულია გოლის გატანაზე.მოხარული ვარ, რომ მან და პიპიტამ დაიწყეს გოლების გატანა.იმედია, მათი შედეგიანობა მომავალშიც გაგრძელდება."

"უღრმესი მადლობელი ვარ ქომაგებისა, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხარში მედგნენ.საბედნიეროდ, ტრავმა მოვიშუშე და სრულ მზადყოფნაში ვარ.მე ძალიან მიყვარს მადრიდში თამაში და ვერ ვეგუები მარცხს.ამიტომაცაა, რომ ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერი ბურთისათვის ვიბრძოლო.ვგონებ, გულშემატკივრების მხარდაჭერა ბევრ რამეზე მეტყველებს."

"ჩვენ შეგვწევს ძალა, ნებისმიერი გუნდის დამარცხებისა.ჩვენ ვართ მადრიდის "რეალი" და ამას დავამტკიცებთ.მიხარია, როდესაც გაღიმებული სახით ტოვებს სტადიონს გულშემატკივარი.ყოველთვის სასიამოვნოა მათი გვერდში დგომა." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)