კასილასი: "მოურინიო ფენომენია"

მადრიდის "რეალის" გოლკიპერი, "ფურია როხას" განკარგულებაში იმყოფება.იკერმა ვარჯიშის შემდეგ მოიცალა და ინტერვიუ ჩაწერა "ბლანკოსის" ოფიციალურ საიტთან.


"მოხარული ვარ, რომ კარგად გავართვით თავი ბოლო ტურის მატჩებს."დეპორტივოსთან" დამაჯერებლად დამარცხება, ხარისხიანი ფეხბურთის ხარჯზე მოვახერხეთ.ვფიქრობ, ფანები გახარებულნი არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

"მოურინიოს, "რეალში" მოსვლამდე პირადად არ ვიცნობდი.მასთან 15 წუთი საუბარი საკმარისი იმის გასარკვევად, თუ რა მოსწონს ჟოზეს.ფაქტია, რომ შემადგენლობა კარგად გრძნობს თავს, მოუს მეთვალყურეობის ქვეშ.ჩვენ დღითი დღე მივისწრაფვით უკეთესობისაკენ და იმედია, მალე სასურველ კონდიციებამდეც მივალთ."

"ბევრი ამბობს, რომ სამეფო კლუბი არა ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები.გადახედეთ "მალიორკასთან," "აიაქსთან" და "ოსასუნასთან" შეხვედრებს, სადაც უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა.აი, "დეპორთან" დაპირისპირებაში კი ყველაფერი გამოსწორდა.გალისიელების წინააღმდეგ, 4 საგოლე ეპიზოდიდან, სამს ჩვენ სასარგებლოთ ვამთავრებდით.ვგონებ, ამ მაჩვენებლში, ყველას თანაბირი წვლილი მიგვიღძვის.აქვე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა დაცვაზე.მიმდინარე სეზონში ჩვენი მცველები მოწოდების სიმაღლეზე არიან.მიუხედავად იმისა რომ სამუშაო ძალიან ცოტა მაქვს, საჭიროა კონცენტრაციის გაკეთება ისეთ ასპექტზე, როგორიცაა კარიდან გამოსვლები და ა.შ."

"გასულ შეხვედრებსი, ერთგავარად პასიური ვიყავი მოედანზე, თუმცა "დეპორტისგან" მიღებულმა ერთადერთმა გოლმა ძალიან დამწყვიტა გული.მირჩევნია მშრალად მოვიგოთ 2-0 და 3-0, ვიდრე 6-1."

"ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული ორი გამარჯვება ერთობ მნშვნელოვანია.6 ქულა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, რამეთუ წინ გველის ორი რთული პაექრობა "მილანთან."ალბათ, ამ შეხვედრების შემდეგ განისაზღვება ჩვენი საბოლოო როლი, ჯგუფურ ეტაპზე."

"ესპანეთის ეროვნული გუნდი ბევრ ფეხბურთელს მოისაკლისებს.ცარიელი ადგილები ახალმა ფეხბურთელებმა, ან წარსულში მოასპარეზე მოთამაშეებმა შეავსეს.ჩვენ გავმართავ მატჩებს, ლიტველებისა და შოტლანდიელების წინააღმდეგ.გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს გავზრდით.ვფიქრობ, ადვილი გასეირნება არცერთ მათგანთან არ გველის, რამეთუ დღესდღეობით ნებისმიერი გუნდი ძალიან მოტივირებული გამოდის მოედანზე, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)