რეალი და ჩელსი ფრანგი ვუნდერკინდისათვის იბრძვიან

ალბათ ბევრ ჩვენგანს უნახავს 6 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელის ვიდეო YouTube.Com-ზე, თუმცა ცოტამ თუ იცის მის შესახებ რამე. მას მადინ მუჰამედი ჰქვია, იგი უკვე 7 წლის არის და ფრანგული მარსელის აკადემიაში ირიცხება, თუმცა შესაძლოა მის ცხოვრებაში მალე ყველაფერი შეიცვალოს.


უკვე მეორე წელია მადრიდის რეალი და ჩელსი ცდილობენ პატარა ვუნდერკინდი თავიანთ აკადემიაში ჩარიცხონ, თუმცა ამ ყველაფერს ხელს მადინის მშობლები უშლიან, რადგან მათ არ სურთ, ბავშვმა საფრანგეთი დატოვოს და სხვა ქვეყანაში გააგრძელოს ცხოვრება, მათი აზრით ეს ვუნდერკინდის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თავად მადინი მილანის გულშემატკივარია.

მადინის არსენალში უკვე ძალიან ბევრი ფინტია, მას ადრებენ რონალდინიოს და კრიშტიანო რონალდოს, თუმცა საფრანგეთში იმით ამაყობენ, რომ მათ შეიძინეს მეორე ზიდანი, რადგან ახალგაზრდა ისევე ელეგანტურად ექცევა ბურთს, როგორც თავის დროზე ამას ზიზუ აკეთებდა.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com


აქვე შეგიძლიათ იხილოთ მადინ მოჰამედის ვიდეოები.

მადინ მოჰამედი - 7 წლის



მადინ მოჰამედი - 6 წლის

dle 10.1

  • SunSay
  • 7 ოქტომბერი 2010
  • 3507
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)