პირველი 6-1, 2007 წლის შემდეგ

ბოლოს, მოურინიოს დამოძღვრილმა გუნდმა, 2007 წლის სეზონში მოახერხა 6 გოლის გატანა (”დეპორთან” მატჩამდე).


ორი ათას შვიდში, დონ ჟოზე ”არისტოკრატებს” არიგებდა.მაშინ ლონდონელებმა, ოფიციალურ მატჩში ”მექსფილდ თაუნის” დამარცხება შეძლეს, ექვსი გატანილი გოლით.უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩის შემდეგ, მოუს 156 შეხვედრის გამართვა დასჭირდა, რათა მის გუნდს კვლავ დაელშქრა მეტოქის კარი 6-ჯერ.

აქვე გეტყვით, რომ 2007-მდე, ჟოზემ ”პორტუს” სათავეში მოახერხა დიდი ანგარიშით გამარჯვებები.ჯერ იყო ორი ათას ერთ წელს, პორტუგალიელებმა ”სალგეირუშას” წინააღმდეგ მოახერხეს 7 გოლის გატანა, შემდეგ 2002 წელს უეფას თასზე ვარშაველებს ძლიეს 6 გოლით, ხოლო ბოლოს კი 2003-ში, იმავე უეფას თასზე თურქული ”დენიზლისპორის” კარები მოამარაგეს ბურთების ამავე რაოდენობით.

საშინაო რეკორდი
მოურინიო აქამდე 6 გუნდს ედგა სათავეში და უნდა აღინიშნოს, რომ შინაურ კედლებში ასპარეზობის დროს, მის შეგირდებს ბადალი არ ჰყავთ.მოკლედ, ჟოზეს ბიჭებმა (სხვადასხა კლუბების) 157 პაექრობა გამართეს შინ, საიდანაც 127 მოიგეს, 29 ფრედ დაამთავრეს, ხოლო მხოლოდ ერთხელ განიცადეს მარცხი.ბურთების შეფარდება 350-99-ზე.

ალბათ, გაინტერესებთ, თუ ვინ იყო ის ერთი გუნდი, რომელმაც ჟოზეს ფორმირების ”პორტუ” დაამარცხა.ეს მოხდა 2003 წლის 23 თებერვალს, როდესაც ლურჯებმა ”ბეირა მართან” 2-3 წააგეს.აღნიშნული დაპირისპირება ”პორტუმ” 9 კაცით დაასრულა.

პიპიტას გაბრწყინება
სტატიის ბოლოს, თემას გადავუხვევ და გონსალო იგუანზეც საუბრითაც შეგაწყენთ თავს.პიპიტამ ”დეპორის” წინააღმდეგ 2 საგოლე პასი და გოლი მიითვალა.ნიშანდობლივია, რომ ფეხბურთელმა ერთ მატჩში ორჯერ ასისტენტობას, მხოლოდ შარშან გაუგო გემო, როდესაც ”სპორტინგთან” თანგუნდელები, მარსელო და ჰუნტელაარი მოამარაგა საგოლე პასებით.

საინტერესოა, რომ აქამდე ლა კორუნიელთა კარი იგუაინს არასდროს ჰქონია დამწუხრებული.პრიმერაში დარჩა ისეთი ექვსი გუნდი, რომელთანაც გონსალოს უთამაშია და გოლი არ გაუტანია.ესენია: ”ხიმნასტიკი,” ”მურსია,” ”ლევანტე,” ”ხერესი,” ”სელტა” და ”რეალ სოსიედადი.”

ასე, რომ წარმატებები მადრიდს! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)