ხუან კარლოსი: "უბედნიერესი ვარ"

ხუან კარლოსის დებიუტი, სამეფო კლუბის ძირითად გუნდში, "დეპორტივოსთან" მატჩში შედგა.ფეხბურთელმა "რეალის" ოფიციალურ საიტთან საუბრის დროს დასძინა, რომ ძალიან ბედნიერია "ბერნაბეუზე" ბურთის გაგორებით.


"როდესაც მატეოსი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მოედანზე უნდა გავსულიყავი, არ ვიჯერებდი."

"სახლში ვიყავი, როდესაც ჟოზე მოურინიოს გამოძახება მომივიდა მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშზე.მე ეს ფაქტი უმალ ვუთხარი ჩემს ოჯახის წევრებს.მათ სეზონის დასრულების შემდეგაც ვუამბობ ყველაფერს."

"აღფრთოვანებული ვარ გასახდელებით.იქ ხომ ერთ დროს, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები იმყოფებოდნენ.მადრიდის "რეალი" საუკეთესოა მსოფლიოში.ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, ასეთი მოთამაშეების გვერდით ყოფნა.მინდა აღვნიშნო, რომ მატეოსმა თავისი კარადა დამითმო.ჩვენ შარშან თანაგუნდელები ვიყავით და ახლა კარგი მეგობრები ვართ.მატჩამდე უკანასკნელ ვარჯიშზე, მოურინიოს ველოდებოდი, რათა გამეგო, შემიყვანდა განცხადში, თუ ტრიბუნიდან მომიწევდა მატჩის პერიპეტიებისთვის ცქერა.თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ თუ შანსი მომეცემოდა, მშვიდად ვყოფილიყავი და გამეკეთებინა ის, რაც ვიცოდი."

"განაცხადში შეყვანის შემდეგ, ვფიქრობდი რა მელოდა "ბერნაბეუზე."როდესაც მოედანზე გამოვდიოდი, არვიცოდი საით გამეხედა.ნამდვილად უბედნიერესი წუთები იყო ჩემთვის."

"გახურების დროს, გულშემატკივრების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ.მეორე ნახევარში, მოუმ მკითხა მინდოდა თუ არა თამაში და ვნერვიულობდი თუ არა.მე ვუპასუხე, რომ მშვიდად ვიყავი, მაშინ პორტუგალიელმა გახურებისკენ მომიწოდა და მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა."

"როდესაც დი მარია შევცვალე, პორტუგალიელმა გადამკოცნა და წარმატებები მისურვა.ახლა მახსოვს ის ემოციები, რომელიც სტადიონში შესვლის დროს განვიცადე.არაჩვეულებრივი გრძნობაა."

"ამ მომენტისათვის, ისე მომეთხოვა შრომა და ვარჯიში, როგორც არასდროს.შემადგენლობაში დამარწმუნეს, რომ კარგად შემიძლია თამაში, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმულია.იმედია, მწვრთნელის იმედებს მომავალშიც გავამართლებ."

"მოურინიოს "რეალში" გადმოსვლის შემდეგ, კასტილიის ფეხბურთელებსაც ექცევა ყურადღება.იმედია, მიმდინარე სეზონი გუნდისათვის ტრიუმფალური გამოდგება.ყველას გვინდა წარმატების მიღწევა სამეფო კლუბთან ერთად." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)