ზიდანი: ჟოზე არის ის, ვინც სამეფო კლუბს სჭირდება

სამეფო კლუბის ყოფილმა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა, რომელიც ახლა სწორედ მადრიდის "რეალის" ადმინისტრაციაში მუშაობს, ინტერვიუ მისცა მარკას ჟურნალისტებს, სადაც განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო არის ის ადამიანი, რომელიც სჭირდებათ "მერენგებს."


"მე მჯერა მოურინიოს პროფესიონალიზმის, იგი საკუთარი საქმის ოსტატია. პორტუგალიელი სპეციალისტი უდიდეს ყურადღებას აქცევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რაც წარმატების გარანტია."

"სამეფო კლუბს ესაჭიროებოდა მკაცრი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებთან სერიოზულ სამუშაოებს ჩაატარებდა, ჟოზე სწორედ ასეთია, სიმკაცრეს კი ემატება უდიდესი გამოცდილება."

"ნელ-ნელა მოდის ის დრო, როცა შეგვიძლია მწვრთნელის ნამუშევარს გადავხედოთ. ჩვენ ორი მატჩი ჩავატარეთ ჩემპიონთა ლიგაში და ჯგუფური ეტაპის ლიდერები ვართ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჯერ-ჯერობით 100 %-იანი შედეგი გვაქვს. ასევე კარგად გამოვდივართ ლა ლიგაში, 6-იდან 4 მოვიგეთ ხოლო 2 ფრედ დავასრულეთ, გუნდს წაგება ჯერ არ უგემია, მალე ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერებიც გავხდებით."

"ზაფხულში გუნდში რამდენიმე ახალი მოთამაშე მოვიდა და ისინი ადაპტაციას შესანიშნავად გადიან, ჟოზე მოურინიოს კი არანაირი ადაპტაცია არ სჭირდება, იგი თავის ყაიდაზე გადაიყვანს გუნდს და უდიდეს გამარჯვებებს მოაპოვებინებს."

"ჩემი საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულდა, მაგრამ ამ სფეროდან არ წავსულვარ, ახლა ახალგაზრდებს ვეხმარები, კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ჩემი პირველი პროფესიონალური ნაბიჯები იდგმებოდა, მაშინ უფროს ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის დიდი გამოცდილება იყო. მე ყველა ახალგაზრდას დავეხმარები, რათა გაიზარდოს ძლიერი მომავალი თაობა, ეს ფეხბურთისთვის აუცილებელია." dle 10.1

  • Hala
  • 6 ოქტომბერი 2010
  • 1516
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)