ხუან კარლოსი: "მაურინიო კარგი მწვრთნელია"

"მადრიდის რეალის" აკადემიის აღსაზრდელმა ხუან კარლოსმა ინტერვიუ მისცა გამომცემლობა AS–ს, სადაც მან ისაუბრა საკუთარ შთაბეჭდილებებზე და იმ სიხარულზე, რომელიც მას პირველ კლუბში დებიუტმა მიანიჭა.



- წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. საიდან ხართ ? რითი არიან თქვენი მშობლები დაკავებულნი?

- ბოადილიდან. მამაჩემი ბანკში მუშაობს პროგრამისტად, დედაჩემი კი კოლეჯში. მე მადრიდში 4 წლის წინ გადმოვედი.

- მაურინიომ თამაშის საშუალება მოგცათ და პრეს–კონფერენციის დროსაც გაქებდათ...

– კარგია, რომ მას მოეწონა ჩემი თამაში. მადლობა იმ შანსისთვის, რომელიც მან მე მომცა. ვიმედოვნებ, რომ ასე მომავალშიც გავაგრძელებ.

- რას იტყვით პორტუგალიელ მწვრთნელზე?

- ის ძალიან კარგი მწვრთნელია, უფრო მეტიც, ის შესანიშნავი ადამიანი. მან იმდენი ენა იცის, პორტუგალიური, ინგლისური, ფრანგული...ამასთანავე მას შესანიშნავი სუნი ასდის (იცინის)....

- ეჩხუბება თუ არა იგი დრო და დრო საკუთარ ფეხბურთელებს?...

- არა. როცა ის ბრაზობს , მაშინ ყველას ეჩხუბება. მაგრამ მე ეს ჯერ არ მინახავს.

- რა გითხრათ მან, სანამ მოედანზე გამოგიშვებდათ?

- მაურინიომ მკითხა მეშინოდან თუ არა და მე ვუთხარი, რომ არა. გამოსვლის წინ მითხრა, რომ მოედანზე საკუთარ თავში დარწმუნებული და ამბიციური გამოვსულიყავი.

- როგორ გაიგეთ, რომ პირველ კლუბში აგიყვანეს?

- შაბათს სახლში ვიყავი და ვსაუზმობდი, როცა "კასტილიას" მწვრთნელმა დამირეკა. მან მითხრა, რომ "ბერნაბეუზე" უნდა მივსულიყავი.

- და როცა "ბერნაბეუზე" მიხედვით, პირდაპირ გასახდელს მიაშურეთ?

- დიახ, მაგრამ როცა მე მივედი ყველა ადგილი და ყველა უჯრა დაკავებული იყო. ცეცხლმაქრობი დავინახე და იქ დავჯექი. სანამ დავჯდებოდი ვიკითხე: "აქ ხომ არავინ ჯდება?"

- ვის აჩუქებთ ამ სადებიუტო მაისურს?

– ბებიაჩემ გერტრუდისს.


წყარო:AS
dle 10.1

  • shvela
  • 5 ოქტომბერი 2010
  • 1398
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)