ორი არჩევანი მქონდა:"კარიერა დამესრულებინა ან "ბლექბერნში" მეთამაშა"

სალგადომ დაადასტურა,რომ ინგლისში გადასვლა კრისტიანო რონალდომ ურჩია.


მიჩელ სალგადო ითამაშებს პრემიერლიგაში.ესპანელი მცველი თავის ძალებს ინგლისში მოსინჯავს.ჩემპიონატში,რომელიც მას ძალიან იზიდავს.სალგადომ დაადასტურა სიტყვები,რომელსაც ავრცელებდა The Sun-ი.მისი თქმით,მას პრემიერლიგაში გადასვლა კრისტიანო რონალდომ ურჩია.მას სურდა ესპანეთში კარიერის გაგრძელება,მაგრამ ინგლისური კლუბების შემოთავაზებებმა მას აზრი შეაცვლევინა.ის აცხადებს:"კონკურენცია სულში მაქვს გამჯდარი".

კრისტიანო რონალდო,დიდი მრჩეველი

"როცა მე ვუთხარი კრისტიანო რონალდოს,რომ მსურდა "ბლექბერნში" თამაში,მან დამარწმუნა,რომ პრემიერლიგა შესანიშნავი ჩემპიონატი იყო.ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა ვითამაშო აქ ორი წლის განმავლობაში".

"ამბობენ,რომ ინგლისში კლიმატი ცუდია,მაგრამ მან მითრა,რომ ეს არასწორი იყო.პორტუგალიელმა დამარწმუნა,რომ ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრებაც არ გამიჭირდება ნისლიან ალბიონზე"

რჩევები იეროსგან

"მე ასევე გავესაუბრე "რკინის" ფერნანდოს.მან მირჩია,რომ პრემიერლიგაში გადასვლა იდელური არჩევანი იყო.ის ხომ ადრე "ბოლტონის" ფეხბურთელი იყო".

რონალდო,კაკა და ბენზემა

"მე მქონდა მცირე დრო,რათა მათთან ერთად ვყოფილიყავი,მაგრამ ეს იყო არაჩვეულებრივი.ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან".

რატომ ინგლისი?

"მე არ მსურდა ესპანეთში დარჩენა,რადგან ძალიან ბევრი რამ მოვიგე "რეალში".ესპანეთში აღარაფერი დამრჩენოდა და ამიტომ გადავწყვიტე მეთამაშა ინგლისში".

წასვლა თუ თამაშის გაგრძელება?

"არჩევანი ორი მქონდა.პირველი მეთამაშა პრემიერლიგაში "ბლექბერნის" რიგებში,მეორე ფეხბურთი აღარ მეთამაშა.მე ავირჩიე პირველი".

ახალი კლუბი,"ბლექბერნი"

"ვიცი,რომ ბევრი სამუშაო მექნება და მომიწევს კონკურენციის გაწევა,მაგრამ ეს ყველაფერი სისხლში მაქვს გამჯდარი.მართალია,ეს არ არის მადრიდის "რეალი",მაგრამ "ბლექბერნსაც" კარგი ისტორია გააჩნია და ჩემთვის იდეალური კლუბია".


ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 24 აგვისტო 2009
  • 1817
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)