ტოპ "D" ევროპაში

"მადრიდის რეალს" მოცემული მომენტისთვის ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული.


"მადრიდის რეალის" მიერ რვა ოფიციალურ შეხვედრაში გაშვებული ორი გოლი ჯერჯერობით ყველაზე კარგი მაჩვენებელია ევროპაში. ამ მაჩვენებლით "მადრიდის რეალი" უსწრებს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს (ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და გერმანია). "მადრიდის რეალის" მიერ გაშვებული ორი გოლი საუკეთესო მაჩვენებელია ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ "მადრიდის რეალის" კარის მიმართულებით ყველაზე ნაკლებჯერ აქვთ მეტოქეებს დარტყმული, ხოლო "ბლანკოსების" ფეხბურთელები მეტოქეთათვის ბურთის ართმევის მხრივ პირველ ადგილზე იმყოფებიან. მაგ: იკერ კასილასი ყოველ თამაშში 1,53 ე.წ. "სეივს" ახორციელებს, მაშინ როცა სერხიო რამოსი ყოველ 7,9 წუთში მეტოქე კლუბის ფეხბურთელებს ართმევს ბურთს.


ტოპ "D" ევროპაში


ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ "მადრიდის რეალი" საშუალოდ 0,25 გოლს უშვებს თამაშში. მეორე ადგილზეა "ჩელსი", რომელსაც 9 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გაშვებული. იგი საშუალოდ თამაშში 0,33 გოლს უშვებს... რაც შეეხება მეტოქთათვის ბურთის ართმევას, სერხიო რამოსს ასეთი 72 შემთხვევა დაუგროვდა , რაც გულისხმობს, რომ იგი საშუალოდ ყოველ 7,90 წუთში ართმევს მეტოქეს ბურთს, მეორე ადგილზე ამ მხრივ, "ატლეტიკის" ფეხბურთელი სან ხოსეა, რომელსაც 70 ართმევა დაუგროვდა.


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 ოქტომბერი 2010
  • 1843
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (357)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)