მილანი პედრო ლეონით სერიოზულად ინტერესდება

მოგეხსენებათ, რეალმა უკვე ორი მატჩი გამართა პედრო ლეონის გარეშე, საუბარი არ არის ძირითად შემადგენლობაზე, ესპანელი ახალგაზრდა ფეხბურთელი განაცხადშიც კი ვერ ხვდება. იყო მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ლეონსა და მოურინიოს შორის სერიოზული დაპირისპირებაა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია დარეგულირდა, თუმცა ნახევარმცველი მაინც ვერ ხვდება განაცხადში. ჟოზეს ხასიათის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება ამიტომ პედროს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ...


ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით იტალიური მილანია დაინტერესებული, ადრიანო გალიანი და კომპანია სერიოზულად ფიქრობენ ლეონის შეძენაზე. La Gazzetta Dello Sport-ის მტკიცებით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ადრიანო კიდევ ერთხელ ჩავა მადრიდში და ხორხე ვალდანოს შეხვდება. საუბარი კი ლეონის ტრანსფერს შეეხება.

დეპორტივოსთან გამართული მატჩის შემდეგ სამეფო კლუბის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა ახალწვეული გუნდში დარჩება და ჟოზე მოურინიოს დაუმტკიცებს თუ რას წარმოადგენს, მაგრამ ამას "როსონერის" ინტერესისთვის ხელი არ შეუშლია.

მილანელთა მთავარი მწვრთნელი, ალეგრი, ლეონის შეძენის წინააღმდეგი არ არის, მისი თქმით ახალგაზრდა ესპანელი გუნდს გამოადგება. ჯერ-ჯერობით ტრანსფერზე საუბარი არ მიდის, მაგრამ თუ მოურინიო-ლეონის ურთიერთობა ზამთრამდე არ დარეგულირდა, სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდების პრეზიდენტები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან და დეტალებს განიხილავენ. dle 10.1

  • Hala
  • 5 ოქტომბერი 2010
  • 1483
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)