სანჩესი: რონალდო შეტევით სტილს მაშინვე მოერგო

ესპანელმა ექსპერტმა, ხუან სანჩესმა, ჟურნალისტებთან კიდევ ერთი ინტერვიუ ჩაწერა სადაც მადრიდის "რეალსა" და კრიშტიანო რონალდოს კარგ თამაშზე გაამახვილა ყურადღება. სანჩესის თქმით რონალდოს ცუდი თამაშის საიდუმლო სწორედ მოურინიოს ტაქტიკაშია. გუშინ "ბლანკოსმა" შეტევაზე ორიენტირებული ტაქტიკა აირჩია, შედეგიც სახეზეა და კრიშტიანო რონალდოს დუბლიც, პორტუგალიელი ფეხბურთელი გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კრიშტიანომ ზუსტად ისე ითამაშა, როგორც შარშან თამაშობდა და მოედანს უგოლოდ იშვიათად ტოვებდა...


"სამეფო კლუბმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მატჩს პირველი წუთებიდან ეტყობოდა, რომ გახსნილი იქნებოდა, ჟოზე მოურინიომ შეტევითი და გოლებზე ორიენტირებული სქემა აირჩია რამაც დიდი შედეგი გამოიღო, 6-1 გამარჯვება თუნდაც მეტოქე იყოს დეპორტივო ძალიან რთულია, ლაკორუნიელებს მადრიდელებმა ძალიან იოლად მოუგეს. მოურინიო ალბათ მიხვდა, რომ ხანდახან თამაშის გახსნაც ღირს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ალბათ 2 სქემა უნდა ჩამოაყალიბოს, ერთი შეტევითი, ხოლო მეორე მჭიდრო ნახევარდაცვის, რომელსაც აქამდე მიმართავდა."

"ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ძლიერ და მჭიდრო ნახევარდაცვაზე ორიენტირებული გუნდი ფონს ვერ გავა და სწორედ ასე იყო "ბლანკოსიც", რადგან ისინი არ თამაშობდნენ შეტევით ფეხბურთს, გუშინ კი ჩვენ გაცილებით უკეთესი "რეალი" ვიხილეთ, საშუალო დონის გუნდებთან ასეთი სქემა მოურინიოს ნამდვილად გამოადგება, გუშინ სამეფო კლუბმა 6 გოლის გატანა მოახერხა, მანამდე კი ლა ლიგის 5 ტურში ჰქონდა ამდენივე გოლი გატანილი, ყველა საუბრობდა, რომ ეს ძალიან ცოტა იყო. ახლა კიდე მე-6 ტური დასრულდა და "მერენგების" შედეგიც გაორმაგდა."

"კრიშტიანო რონალდომ იდეალური შთაბეჭდილება დატოვა და ეს იმიტომ მოხდა, რომ გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული, პორტუგალიელი შემტევი ჩვეულ ფორმაშია, მაგრამ ვერ ერგება მოურინიოს სათამაშო სტილს, კრიშტიანოსთვის ძალიან რთულია ის ფაქტი, რომ იგი არ უნდა წავიდეს ხშირად შეტევაში. მისთვის ყოველთვის უპრიანი იქნება, როდესაც სრული თავისუფლება მიეცემა. ვგონებ, როდესაც ჟოზე შეტევით სტილს აირჩევს, რონალდოც ძალიან კარგად ითამაშებს და გუნდისთვის დიდ სარგებელს მოიტანს, მაგრამ რამდენად ხშირად იქნება ასეთი მომენტები არ ვიცი, იმედი მაქვს დეპორტივოსთან არჩეულ სტილს მოურინიო არ შეცვლის."

"მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 1 გოლი გაუშვა, დაცვა მაინც მოწოდების სიმაღლეზე იდგა, კარვალიომ და პეპემ ძალიან კარგი დუეტი შექმნეს, რომელიც გაუვალია, დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბი წელს ძალიან ცოტა გოლს გაუშვებს, რადგან ჰყავს დაბალანსებული დაცვა და მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იკერ კასილასი, მის კარში გოლის გატანა რთულია, მითუმეტეს ახლა, როდესაც დაცვითი სტილის ფეხბურთელები კარგად ირჯებიან." dle 10.1

  • Hala
  • 5 ოქტომბერი 2010
  • 1835
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)