ბუტრაგენიო მოურინიოზე

მანამ სანამ, გამომცემლობა Marca გადაცემდა საკუთარ პრიზს იკერ კასილასს, ხორხე ვალდანომ, ალფრედო დი სტეფანომ, მიგელ პარდესამ და ემილიო ბუტრაგენიომ მოახერხეს ჟურნალისტებთან გასაუბრება.


"კლუბმა გუშინ მოგება დაიმსახურა. წინა შეხვედრებში ვერ ვახერხებდით გოლების გატანას , მაგრამ "დეპორტივოსთან" შეხვედრაში ჩვენ ეს მოვახერხეთ. ისინი, ვინც თამაშში იღებდნენ მონაწილეობას, სახლში მომღიმარნი წავიდნენ."

"პირველი ორი შანსიდან ორივე გამოვიყენეთ, რაც დაგვეხმარა წარმატების მიღწევაში ამ თამაშის მსვლელობისას. ყველანი დარწმუნებულნი ვართ ჩვენი კლუბის შემტევით პოტენციალში. ბევრი გოლის გატანა მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავი იყო. უკეთესი იქნებოდა, რომ გუშინ ოთხი გოლი გაგვეტანა, მე–5 გოლი "მალიორკასთან" შეხვედრისთვის შემოგვენახა და მე-6 კი "ვალენსიასთვის" დაგვეტოვებინა".


ბუტრაგენიო მოურინიოზე


"ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ამავდროულად ვიცით, რომ სხვანაირი სიტუაციებიც გვქნება. ჩვენ წინ კიდევ ბევრი კარგი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში , ამიტომაც განვითარება გვჭირდება."

"მოურინიოს თავისი საქმის კეთების საშუალება უნდა მივცეთ. ის ფანტასტიკური მწვრთნელია, რომელმაც იცის გამარჯვების გემო და თუ როგორ მიიღოს მაქსიმალური შედეგები მის ხელთ არსებული რესურსებიდან. მან ეს ბოლო ათი წლის მანძილზე ნათლად დაგვანახა. ეს გუნდი განვითარებას გააგრძელებს და ჩვენ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. მაურინიო ნამდვილი პროფესიონალია და ჩვენ მას ბოლომდე ვენდობით. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენს მოლოდინს გაამართლებს."


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 4 ოქტომბერი 2010
  • 1474
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)