მანუელ პელეგრინი:"ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგა ბერნაბეუზე მოვიგო"

Marca-სთან ინტერვიუში მანუელ პელეგრინიმ ისაუბრა თავის სამუშაოზე "რეალში" და მოახლოებულ მატჩზე "როსენბორგის" წინააღმდეგ.


თქვენ მოხვედით კლუბში სამი თვის წინ.ყველაფერმა ისე ჩაიარა,როგორც ელოდით?

ყველაფერმა ისე ჩაიარა,როგორც მოველოდი.გამაკვირვა "რეალისადმი" ინტერესმა ტორონტოში,ვაშინგტონში და გერმანიაში.ათასობით ფანი ელოდებოდა ჩვენი გუნდის გამოჩენას.

თქვენ ცდილობთ გაუგოთ ფეხბურთელს მოედანზე თამაშის დროს,ისე,რომ თვალებით ელაპარაკებოდეთ მას?

დიახ,მე მოხარული ვარ,რომ ფეხბურთელებმა ალღო აუღეს გუნდის ახალ სტილს.ეხლა გუნდმა უნდა იმუშაოს ტაქტიკური სქემის კარგად შესწავლაზე,რათა ფეხბურთელებმა სწრაფად იმოქმედონ მოედანზე.

შემადგენლობა მზადაა მიაღწიოს დასახულ მიზნებს და ითამაშოს ლამაზი ფეხბურთი?

მუდამ საჭიროა ითამაშო ლამაზი ფეხბურთი.მატჩზე მოდის 10 ათასობით ფანი და მათ სურთ იხილონ სანახაობრივი მატჩი.ლამაზ ფეხბურთს მოჰყვება გამარჯვებები,მაგრამ სხვა გზაც არსებობს გამარჯვების მისაღწევად.თუ მე არ მომწონს გუნდის თამაში,არ ვიქნები კმაყოფილი,რამდენი მატჩიც არ უნდა მოვიგოთ.

როგორ ფიქრობთ,შეძლებთ ათამაშოთ "რეალი" ისე როგორც ამას აკეთებდით "ვილიარეალში" მუშაობისას?

ვიმედოვნებ შევძლებ ამის გაკეთებას."რეალი" ვერ შეცვლის ჩემ სტილს.მე უკვე ვწვრთნიდი სახელოვან გუნდებს ლათინურ ამერიკაში და ვიცი,თუ როგორია ყურადღების ცენტრში ყოფნა.

თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში...

მე მოვედი "რეალში" საჭირო დროს.მე დარწმუნებული ვარ ყველა ჩემს მოქმედებაში მოედანზეც და ცხოვრებაშიც.

თუ თქვენ გექნებოდათ შანსი სურვილის განხორციელებისა,ეს იქნებოდა "რეალის" გამარჯვება "ბარსელონასთან" "ბერნაბეუზე?

სურვილი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის მოგება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ნებისმიერ მეტოქესთან.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 23 აგვისტო 2009
  • 1972
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)