"დეპორტივოს" ისტორია

დღეს მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" კიდევ ერთ მატჩს გამართავს "დეპორტივოს" წინააღმდეგ. ეს არის კლუბი,რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია.იყო დრო,როცა იგი ესპანურ გრანდებს ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებდა...


Real Club Deportivo de La Coruña - ეს "დეპორის" სრული სახელწოდებაა. ეს არის ესპანური კლუბი,რომელიც დაარსდა 1906 წელს ქალაქ გალიციაში. "დეპორტივო" უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში "ლა ლიგის" ბინადარია. 1990 წლიდან მოყოლებული "დეპორმა" 16-ჯერ მოახერხა საპრიზო ადგილების დაკავება.(იგულისხმება 2,3,4),ხოლო 1999-2000 წლებში "პრიმერას" მოგებაც მოახერხა,ხოლო მომდევნო სამ სეზონში მეორე ადგილიც დაიკავა. ტრადიციულად "დეპორტივო" ევროთასებზეც გამოდის,მაგრამ არც ისე წარმატებით.

1944 წლიდან მოყოლებული "დეპორტივო" სტადიონ "რიასორზე" თამაშობს,რომელზეც უამრავი ისტორიული შეხვედრაა ჩატარებული.



ისტორია



დაარსება და პირველი ნაბიჯები


1902 წელს ესპანელი სტუდენტი ვინმე ხოსე მარია აბალო ჩამოვიდა ინგლისიდან, სადაც იგი სასწავლებლად იყო. ცოდნასთან ერთად მან თავის მშობლიურ ქალაქ გალიციაში ფეხბურთის იდეები ჩამოიტანა.ერთი სიტყვით ესპანეთის ეს მხარე ფეხბურთს აზიარა. 1906 წლამდე აქ არაოფციალური გუნდები მრავლად იყო. მხოლოდ 1906 წლის დეკემბერში "სალა კალვეტის" გიმნაზიის სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს ოფიციალური კლუბი,რომელსაც თავდაპირველად ხოსე მარია აბალოს პატივსაცემად მისივე სახელი დაერქვა,თუმცა 1907 წელს ესპანეთის მეფემ ალფონსო XIII-მ მას "დეპორტივო" უწოდა "რეალ" პრეფიქსის ტარების უფლებაც მიანიჭა,რომელიც დრემდე გააჩნია. "დეპორი" "ლა ლიგის" ერთ-ერთი უცვლელი წევრია დაარსებიდან დღემდე. მხოლოდ რამოდენიმე სეზონი გაატარა დაბალ დივიზიონებში.


1928-1948 წლები და სიმაღლისკენ სწრაფვა


"ლა ლიგის" პირველივე გათამაშებიდან(1928-1929) "დეპორტივომ" ბოლო ადგილი დაიკავა და "სეგუნდა" დივიზიონში გადავიდა. კლუბს მომდევნო სამ წელიწადში უამრავი პრობლემა შეექმნა,მათ შორის ფინანსურიც. თითქმის კლუბი განადგურების პირას იყო. 1932 წელს "დეპორში" ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა,რამაც შედეგი გამოიღო. ამ წელსვე გალისიელებმა ესპანეთის თასის ფინალსაც მიაღწიეს,თუმცა მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ.

1936 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის გამო "დეპორტივომ" ტურნირები გამოტოვა. და 1939 წლამდე არცერთ ტურნირში არ მოიუღია მონაწილეობა. 1939 წლიდან კლუბმა საოცარი სიწრაფით დაიწყო განვითარება. იგი ერთ-ერთ გრანდად ჩამოყალიბდა ესპანურ ფეხბურთში.1940-1948 წლებში "დეპორტივო" "ლა ლიგის" ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა, მაგრამ გალისიელები საპრიზო ადგილებს ვერადავერ იკავებდნენ,თუმცა......


1948-1957 - "ოქროს ათწლეული"


მიუხედავად იმისა,რომ ამ წლებში "დეპორტივომ" მხოლოდ ორი ტიტული მოიგო, ამ წლებს მაინც "ოქროს ათწლეულს" ადარებენ,რადგან ამ პერიოდში აქ თამაშობდნენ "დეპორის" ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელები: ხულიო კორკუერა, ოსვალდო გარსია, რაფაელ ფრანკო, დაგობერტო მოლი, რაჰინიო და ლუის სუარესი. ნებისმიერ "დეპორტივოს" გულშემატკივარს რომ კითხოთ,თუ როდის ჰყავდა გალისიელებს საუკეთესო გუნდი, დაუფიქრებლად გეტყვიან: "ოქროს ათწლეულში"...


1957-1973 - "იო-იოს" ერა


1957 წლიდან 1973 წლამდე "დეპორტივო" სეზონგამოტოვებით თამაშობდა კარგად.10 სეზონის განმავლობაში მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა: 1961-1962 წლებში "დეპორმა" "სეგუნდა" დივიზიონში გამარჯვება ჰპოვა და "ლა ლიგაშიც" გადავიდა. 1962-1963 წლებში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა "პრიემერაში". თავისთავად "სეგუნდაში" გადაბარგდა. გუნდმა აქ კიდევ პირველი ადგილი დაიკავა,შემდეგ "ლა ლიგაში" კვლავ ბოლო და ზუსტად ასე მიმდინარეობდა 10 სეზონის განმავლობაში. ანუ 10 სეზონში "დეპორმა 5-ჯერ მოიგო "სეგუნდა" და 5-ჯერ გავიდა ბოლო ადგილზე "პრიმერაში". ალბათ დამეთანხმებით,რომ ეს ფეხბურთში ძალზედ იშვიათი შემთხვევაა.რატომღაც "დეპორტივოს" ფანებმა ამ ხანას "იო-იოს" ერა უწოდეს...


1973-1988 - "ბნელი წლები" და "დეპორტივოს" მხსნელი - ლენდოირო


1973 წელს გუნდმა სრული კატასტროფა განიცადა.იგი ესპანეთის ყველაზე დაბალ დივიზიონში - "ტერკერაში" ჩამოქვეითდა. ისეთი კლუბს,როგორიც "დეპორტივოა" ძალიან გაუჭირდა "ტერკერას" მოგება. შემდეგ კლუბმა რამოდენიმე წლის მანძილზე ადგილი დაიმკვიდრა "სეგუნდაში",სადაც ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევდა.

1988 წელს კლუბი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. მოიწვიეს დირექტორთა საბჭო და დაიწყეს მსჯელობა თუ რა ეშველებოდა კლუბს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა - "არაფერი". მაგრამ გამოჩნდა აგუსტო ცეზარ ლენდოირო,რომელმაც ჯერ "დეპორის" ვალი - 600 მილიონი დაფარა,ხოლო შემდეგ მთლიანად შეისყიდა კლუბი. ლენდოირომ ფეხბურთელების 90% გუნდიდან გაუშვა მწვრთნელის ჩათვლით. მიუხედავად იმისა,რომ აგუსტოს შეეძლო ცნობილი ფეხბურთელების ყიდვა,მან ეს არ გააკეთა. სამაგიეროდ შანსი მიცა ახალგაზრდა ფეხბურთელებს,რომლებმაც მართლაც გაამართლეს და 1988 წლიდან მოყოლებული "დეპორტივო" მხოლოდ პროგრესს განიცდის...


1988-2010 - მხოლოდ პროგრესი


1988-1989 წლებში დეპორტივო "ლა ლიგაში" გადაბარგდა და დღემდე ასპარეზობს ესპანეთის ამ ლიგაში. თავისუფლად შეიძლება ითქვას,რომ "დეპორი" "რეალისა" და "ბარსელონას" შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ წლებში. 90-იან წლებში "გალისიელები "ლა ლიგაში" ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ,მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილს კმაყოფილდბოდნენ. 1999-2000 წლების სეზონში "დეპორტივომ" პირველად და უკანასკნელად მოიგო "ლა ლიგა",ხოლო მომდევნო სამ სეზონში ზედიზედ მეორე ადგილი დაიკავეს. 1990 წლიდან მოყოლებული "დეპორმა" "ლა ლიგაში" დაიდო ბინა და 16 სეზონში საპრიზო ადგილიც მოიპოვა...


გალისიის ნაკრები


1912 წლიდან გალისიაში ჩამოყალიბდა გალისიის ნაკრები,რომელიც სხვადასხვა ტურნირებში იღებს მონაწილეობას. ეს გუნდი ძირითადად "დეპორტივოს" ფეხბურთელებით კოპმპლექტდება. ასევე არსებობს გალისიის ჩემპიონატიც, რომელიც "დეპორმა" 6-ჯერ მოიგო...


ყველაფერთან ერთად "დეპორტივო" არის გუნდი,რომელსაც ესპანეთში ყველაზე მეტი ისტორიული მატჩია ჩატარა.(ანგარიშის მიხედვით, პრიციპული თვალსაზრისით და უამრავი სხვა მიზეზის გამო)


"დეპორტივოს" ტიტულები

"ლა ლიგა" - 1999-2000

"სეგუნდა" დივიზიონი - 6-ჯერ

"კოპა დელ რეი" - 1995,2002

ესპანეთის სუპერთასი - სამჯერ

"ტერკერა" დივიზიონი - 1974-1975

"ინტერტოტოს" თასი - 2008

გალისიის ჩემპიონატი - 6-ჯერ


"დეპორტივომ" არსებობის ისტორიაში 40 სეზონი გაატარა "ლა ლიგაში", 37 - "სეგუნდაში", 1 - "სეგუნდა B-ში" და 1 "ტერკერაში" გაატარა. 5-5-ჯერ მიიღო მონაწილეობა ლიგასა და უეფას თასზე.


ისტორიული მატჩები

"დეპორტივოს" აქვს უამრავი ისტორიული მატჩი ჩატარებული.მე მათგან შევარჩიე რამოდენიმე. მათ შორის ძალიან ბევრში მონაწილეობდა მადრიდის "რეალი".

1993 - "დეპორტივო" 3-2 "რეალი"
1994 - "დეპორტივო" 4-0 "რეალი"
1994 - "ოვიედო" 2-5 "დეპორტივო"
1995 - "ალბასეტე" 2-8 "დეპორტივო"
1996 - "დეპორტივო" 5-0 "ალბასეტე"
1996 - "დეპორტივო" 3-0 "რეალი"
1997 - "სალამანკა" 0-5 "დეპორტივო"
1999 - "დეპორტივო" 4-0 "რეალი"
2000 - "დეპორტივო" 5-2 "სევილია"
2000 - "დეპორტივო" 5-2 "რეალი"
2001 - "ბარსელონა" 2-3 "დეპორტივო"
2002 - "დეპორტივო" 3-0 "რეალი"
2003 - "ბარსელონა" 0-2 "დეპორტივო"
2004 - "ბარსელონა" 2-4 "დპორტივო"
2004 - "სელტა" 0-5 "დეპროტივო"

ევროტურნირებზე:

1994 - "დეპორტივო" 4-1 "როსენბურგი"
2000 - "დეპორტივო" 4-2 "პანათინაიკოსი"
2001 - "დეპორტივო" 4-3 "პსჟ"
2002 - "მანჩესტერი" 2-3 "დეპორტივო"
2004 - "დეპორტივო" 4-0 "მილანი" და კიდევ უამრავი სხვა...

ინფორმაციის წყარო: wikipedia.com

სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)