ლოპო: ბერნაბეუდან ქულის წამოღებაც კარგი იქნება

ლაკორუნიის დეპორტივოს მცველმა, ლოპომ განაცხადა, რომ "რეალის" წინააღმდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში ძალიან რთულია და მისი გუნდისთვის ერთი ქულის აღებაც უდიდესი შედეგი იქნება, რადგან მოურინიოს შეგირდები მხოლოდ მოგებაზე იქნებიან ორიენტირებულები, მითუმეტეს ისინი საშინაო არენაზე თამაშობენ...


"მადრიდის "რეალი" რა თქმა უნდა სახიფათო მეტოქეა, მათთან თამაში ყოველთვის გვიჭირს , მაგრამ ყოფილა მომენტები, როდესაც ჩვენ კარგად გვითამაშია და ქულებიც აგვიღია, მწვრთნელმა გაგვაფრთხილა, რომ უდიდესი ყურადღების გამოჩენა გვმართებს, რადგან სამეფო კლუბს სათავეში ჟოზე მოურინიო უდგას, რომელიც უდიდესი ტაქტიკოსია."

"ჩვენ წელს ამბიციური გუნდი ვართ და გვსურს ევროპის ლიგის ზონაში მოხვედრა, ამიტომ თითოეულ მატჩს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვთვლით, რომ ყველა მატჩში აღებული თუნდაც ერთი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია."

"მადრიდელთა მხრიდან ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ ბოლო დროს არ მისდის თამაში, მაინც უდიდესი ყურადღების გამოჩენა გვმართებს. პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ბურთის ართმევა ძალიან რთულია, როდესაც იგი ბურთს იღებს 3-4 კაცი მეურვეობს ეს კი სხვა მოთამაშეებს სივრცეს უხსნის, სწორედ ამით არის რონალდო ძალიან სახიფათო." dle 10.1

  • Hala
  • 3 ოქტომბერი 2010
  • 1425
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)