მარკა: "მადრიდის რეალი გატანას დაიწყებს

მადრიდის რეალის შემადგენლობაში ირიცხებიან ისეთი ფორვარდები, როგორებიც არიან: კრიშტიანო რონალდო, გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა. სამივე მათგანი უმაღლესი დონის, ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მიუხედავად ამისა მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა მხოლოდ 6 გოლის გატანა მოახერხეს ლა ლიგაში რაც ძალიან ცუდი შედეგია.


გამომცემლობა მარკას საფეხბურთო ექსპერტები სამეფო კლუბის გულშემატკივრებს ამშვიდებენ და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ სულ მალე მადრიდის რეალი ერთ-ერთ ყველაზე გამტან გუნდად ჩამოყალიბდება. ამ ყველაფერს საფუძველიც აქვს, თეთრები უამრავ მომენტს ქმნიან, თუმცა მისი რეალიზაცია უჭირთ, რაც იმის ბრალია, რომ თავდამსხმელები ოპტიმალურ ფორმაში არ არიან, თუმცა ეს გამოსწორებადია, სეზონი ახალი დაწყებულია და მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა ფორმის სრულად აღდგენა ვერ მოახერხეს, მათ დრო სჭირდებათ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

კრიშტიანო რონალდომ და იგუაინმა გასულ სეზონში უკვე არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი მაღალი კლასი, მიმდინარე სეზონში ბენზემაც იკრეფს ფორმას და სერიოზულ კონკურენციას უწევს ზემოთ აღნიშნულ ფორვარდებს. ცოტა ხანში თეთრები ძალიან იშვიათად გააფუჭებენ მომენტებს, რადგან ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა კარგა ხანია დაიწყო და სწორედ ახლა უნდა გამოავლინონ ფეხბურთელებმა თავიანთი ოსტატობა.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 3 ოქტომბერი 2010
  • 1587
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)