მოურინიოს მატჩის წინა პრეს-კონფერენცია

მადრიდის რეალის თავკაცმა დეპორტივოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.


"კრიშტიანო რონალდო ხელშეუხებელია. ფეხბურთელები ამ პრივილეგიას ვარჯიშის და თამაშის დროს მოიპოვებენ, ამჟამად რონალდოსავით მონდომებით არც ერთი ფეხბურთელი არ ირჯება, ამიტომ მასთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. ფეხბურთში არის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც კრიშტიანო დიდ პატივს ცემს და არ არღვევს მათ. ასეთი თვისებები უამრავია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ამბიციურობა, სოლიდარობა და დისციპლინა. შემადგენლობის სხვა ფეხბურთელებიც აქცევენ ამას ყურადღებას, რაც იმ მწვრთნელების დამსახურებაა, რომლებთანაც მათ ჩემამდე უმუშავიათ."

"ოსერთან ჩატარებული შეხვედრით კმაყოფილი ვარ. ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ჩემპიონატია, თუ იქ ერთ მატჩს მაინც წავგებთ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნება. ოსერმა ერთი დღით მეტი დაისვენა, ამიტომ ფეხბურთელები უფრო ცოცხლად გამოიყურებოდნენ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სამი საყრდენით თამაში და დავასვენე მესუთ ოზილი დი მარიასთან ერთად. საბოლოოდ გამარჯვება მოვახრეხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

"გუნდი კვლავ პროგრესირებს და მისი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. აუცილებლად უნდა მოვუმატოთ მომენტების რეალიზებას, დაცვაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა შეტევების დაგვირგვინება უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება გონსალო იგუაინსა და რონალდოს, მე მათ ვენდობი, რადგან უმაღლესი კლასის ფორვარდები არიან. ახლა მათ ჩემი მხარდაჭერა სჭირდებათ და არ აქვს მნიშვნელობა რას დაწერს პრესა."

"ჩვენ ჩავატარეთ ღია ვარჯიშები პრესისათვის, რამაც შეადგინა 600 წუთი ანუ ათი საათი, აგრეთვე მე და ჩემმა ფეხბურთელებმა გავმართეთ პრეს-კონფერენციები, სულ 22-ჯერ, მატჩის შემდგომი კომენტარების გამოკლებით. ჩემი აზრით ეს საკმარისია პრესისათვის და ამაზე მეტის გაკეთება არ მსურს, რადგან ისედაც დიდი პრივილეგია გაქვთ. გასაგებია, რომ ეს მადრიდის რეალია, მაგრამ 10 საათი ღია ვარჯიში კლუბისთვის საკმარისზე მეტია."

"ახალი საფარი ბერნაბეუზე უფრო ლამაზია და ტელევიზორიდანაც არ გამოჩნდება ცუდად, თუმცა მას დრო ჭირდება, რადგან სრულ მზად ყოფნაში არ არის. მილნთან მატჩისათვის ყველაფერი მზად იქნება."

"პეპეს კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეეხება ეს მე არ მეხება, თუმცა პერესთან ვისაუბრე ამის შესახებ და ჩემი აზრი გავუზიარე."
dle 10.1

  • SunSay
  • 2 ოქტომბერი 2010
  • 1532
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)