პერესის პრესკონფერენცია

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პრეს-კონფერენცია გამართა სადაც ისაუბრა, მადრიდის რეალის მიერ ჩილელი მეშახტეებისათვის გაწეულ დახმარებაზე.


- როგორ იმოქმედა ინფორმაციამ 33 მეშახტის შესახებ?

- ეს ჩემთვის შემზარავი ამბავი იყო, თუმცა ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ყოველი მათგანი გადარჩა და არავინ დაშავებულა. მადრიდის რეალის ყოველი წევრი გულშემატკივრობდა მეშახტეებს. მათი თავგანწირვა და ბრძოლისუნარიანობა, ყოველი ჩვენთაგანისათვის სამაგალითო უნდა იყოს.

- ესპანეთში დაინტერესებულნი იყვნენ ამ ფაქტით?

- მედია ყოველდღიურად აშუქებდა ახალ ცნობებს მათ შესახებ. უკვე ყველაფერი დასრულდა და შეგვიძლია განვიტვირთოთ. ისინი ჩვენს დიდ სიმპათიას იმსახურებენ და კიდევ ერთხელ განვმეორდები, ისინი ყველასათვის სამაგალითონი უნდა იყვნენ.

- შეძლებენ მეშახტეები ესპანეთში მოგზაურობას?

- მე უკვე გავუგზავნე ყოველ მათგანს მოსაწვევი მადრიდში და ვესაუბრე მათი ქალაქის მერს. ყველა ფორმალობა მოგვარებულია და მეშახტეებს შეეძლებათ დაესწრონ ნებისმიერ მატჩს სანტიაგო ბერნაბეუზე, ამას გარდა ჩვენ დავფარავთ ყველა ხარჯებს და ვაჩუქებთ მადრიდის რეალის აქსესუარებს, რათა თავი იგრძნონ ნამდვილ მადრიდისტებად.

- საიდან გაჩნდა მათი დახმარების იდეა?

- ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვფიქრობდით რა სახის დახმარება გაგვეწია მათთვის და ჩემი აზრით ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ. მათ აჩვენეს მსოფლიოს, როგორ უნდა შეინარჩუნო საღი აზრი ექსტრემალურ სიტუაციაში.

- დარწმუნებული ვარ მათ საჩუქრები გაუგზავნეთ.

- დიახ, მათ ჩვენგან მიიღეს მადრიდის რეალის მაისურები, რომლებზეც მადრიდის რეალის ფეხბურთელების ავტოგრაფები იყო, ხოლო მაისურზე სიმბოლურად "33" ეწერა. აგრეთვე მეშახტეებს იმ ფეხბურთელების სურათები გავუგზავნეთ, რომლებმაც ხელი მოაწერეს.

- ეს არის სიმბოლური საჩუქარი.

- ეს არის სიმბოლური საჩუქარი, რომელიც გულიდან მოდის, იგი ჩვენს სოლიდარობასა და თანადგომას გამოხატავს.

- როგორ იმოქმედა ამ ამბავმა ფეხბურთელებზე?

- ეს მათთვის მაგალითი იყო და ბრძოლისუნარიანობა შემატა. აგრეთვე დიდი ზეგავლენა იქონია მადრიდის რეალის აკადემიის ბავშვებზე, რომელიც ჩილეში გვაქვს გახსნილი.

- ეს ბავშვები ხომ არ გადასცემენ მაისურებს მეშახტეებს?

- დიახ, სწორედ ისინი გააკეთებენ ამას. აგრეთვე გვსურს რამდენიმე ფეხბურთელი ბერნაბეუზე ჩამოვიყვანოთ და ვანახოთ მათი მომავალი სახლი.

- რას ეტყვით მეშახტეებს ახლა?

- ჩვენ მეშახტეებს და მათ ოჯახებს დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ, რადგან უზომოდ ძნელია 700 მეტრის სიღრმიდან ექსტრემალურ სიტუაციაში თავის დაღწევა და ბოლოს მინდა მივმართო მათ "თქვენი ბრძოლისუნარიანობა, თქვენი თავისუფლებაა. იმედი მაქვს მალე გიხილავთ სანტიაგო ბერნაბეუზე." dle 10.1

  • SunSay
  • 2 ოქტომბერი 2010
  • 1655
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)