სანჩესი: დი მარია სამეფო კლუბის საუკეთესო შენაძენია

ესპანელმა ექსპერტმა, ხუან სანჩესმა, რომელიც "რეალზე" ხშირად საუბრობს, კიდევ ერთი ინტერვიუ ჩაწერა, სანჩესმა ამ ეტაპზე ანხელ დი მარიას კარგ თამაშზე გაამახვილა ყურადღება, მისი აზრით ფლორენტინო პერესის საუკეთესო შენაძენი სწორედ არგენტინელი, ახალგაზრდა ფეხბურთელია...


"დი მარის ფანტასტიური ფეხბურთელია და იგი მადრიდში ფეხს აუცილებლად მოიკიდებს, რამდენიმე მომენტში მან უკვე ითამაშა გადამწყვეტი როლი, მან ულამაზესი გოლი გაუტანა რეალ სოსიედადს, ასევე არანაკლები მნიშვნელობის გოლის გატანა შეძლო ჩემპიონთა ლიგაზე, ფრანგულ ოსერთან. არგენტინელი ფეხბურთელი "ბლანკოსს" ძალიან გამოადგება, რადგან მას ბევრი კარგი თვისება აქვს. ანხელის დრიბლინგი და ბურთის ფლობა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებოა, ახალგაზრდა ფეხბურთელი ხშირად მოაცებს, იგი ნამდვილად ჭკვიანი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ ჟოზე მოურინიოს ძალიან გამოადგება."

"სამეფო კლუბს აშკარად ჰქონდა გარემარბთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ანხელის შეძენით ეს პრობლემა ნამდვილად მოიხსნა, იგი სულ პროგრესირებს და ესპანური გრანდისთვის უფროდაუფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება, დი მარიას თავისუფლად შეუძლია ოქროს ბურთისთვის ბრძოლა, როდესაც იგი 24-25 წლის იქნება, რადგან ამ ფეხბურთელში კიდევ დევს პოტენციალი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში."

"როდესაც იგი ბენფიკაში თამაშობდა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მისგან მაღალი დონის ვარსკვლავი დადგებოდა და ასეც მოხდა, მან ადაპტაცია უმოკლეს დროში გაიარა და სამეფო კლუბის ფილოსოფიას ფანტასტიურად მოერგო, მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია ანხელი და დარწმუნებული ვარ იგი ბევრს მიაღწევს, მისი გუშინდელი გოლის მადრიდის "რეალისთვის" მეტად მნიშვნელოვანი იყო, ასეთ მომენტებში ფეხბურთელი ყოველთვის ძალიან ბედნიერია და უდიდესი მოტივაცია ეძლევა, არგენტინელი ახალგაზრდა კიდევ უფრო კარგად ითამაშებს და რეალის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდება." dle 10.1

  • Hala
  • 29 სექტემბერი 2010
  • 3238
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)