სანჩესი: მოურინიოს დრო სჭირდება

ესპანელმა ფეხბურთის ექსპერტმა, რომელიც მადრიდის "რეალზე" ხშირად საუბრობს, კიდევ ერთი ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისტებთან სადაც "ბლანკოსზე" ისაუბრა, მისი თქმით მოურინიოს აშკარად სჭირდება დრო, რომელიც ადმინისტრაციამ მას აუცილებლად უნდა მისცეს იმისათვის, რომ შედეგი ცალსახა გახდეს...


"მოურინიოს რეალი დაუმარცხებელია და ეს გუნდი აშკარად პროგრესირებს, თუმცა ეს არ ხდება დღეების მანძილზე, პორტუგალიელ სპეციალისტს შედეგის მისაღწევად თვეები დასჭირდება. "ბლანკოსი" მანუელ პელეგრინის ხელში გადაიქცა გოლების გამტან მანქანად, მაგრამ ეს ძლიერ გუნდებზე არ მოქმედებდა, ესპანეთის ლა ლიგაში კი მადრიდული გრანდი მართლაც მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ამ შემთხვევაში კი გაცილებით სხვანაირი სიტუაციაა, ჟოზესთვის არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს, მისმა გუნდმა ყველა და უნდა დაამარცხოს, სუსტიც და ძლიერიც."

"ის ფაქტი, რომ ლა ლიგის 4 ტურში მადრიდელებს მხოლოდ 1 გოლი აქვთ გაშვებული, უკვე მრავლისმეტყველია და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდს ჟოზეს ხელი დაეტყო. გულშემატკივრები რა თქმა უნდა სანახაობრივ ფეხბურთს ისურვებენ, რადგან ამ გუნდისთვის ჩაკეტილი თამაში ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში 100 % -ით ვარ დარწმუნებული, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი ნამდვილად ვერ შექმნის გოლების მანქანას. 6-1, ეს არის ბურთთა შეფარდება, არც ისე ურიგო, მაგრამ ეს შეფარდება არც შემტევი გუნდის სტატისტიკას ჰგავს, სხვა სეზონებში "რეალს" 4 მატჩში 6-ზე გაცილებით მეტი გაჰქონდა, მაგრამ ასევე მეტსაც უშვებდა."

"თებერვლისკენ მოურინიოს გუნდი გაცილებით უფრო ძლიერი იქნება ვიდრე ახლაა, რადგან კლუბი სრულად გადავა პორტუგალიელის ყაიდაზე, ზუსტად ამ თვეს ემთხვევა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩები, დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბი ამ ბარიერს თავისუფლად გადალახავს და 1/4 ფინალში გავა. ჯგუფურ ეტაპზე საუბარი ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი, ვინც ფეხბურთში ოდნავ მაინც ერკვევა, ალბათ დარწმუნებულია, რომ ესპანური გრანდი ჯგუფურ რაუნდს უპრობლემოდ, ზედმეტი აღელვების გარეშე დაძლევს. წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად თავისუფლად შეგვიძლია მადრიდული გრანდი მივიჩნიოთ, ამ გუნდს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომელსაც გამოყენება სჭირდება."

"ბევრი საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდო გუნდში ზედმეტია და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ისეთი ფეხბურთელი სიტუაციას აფუჭებდეს, როგორიც რონალდოა, ჩემი აზრით მას არანაირი ჩავარდნა არ აქვს, უბრალოდ იგი ჯერ-ჯერობით ვერ მოერგო მოურინიოს სტილს, თუმცა ეს რაღა თქმა უნდა დროებითია. კრიშტიანო თამაშობდა ფერგიუსონის ხელში, რომელიც შეტევის მოტრფიალეა, შემდეგ იყო მანუელ პელეგრინი, რომელიც ასევე შეტევაში თამაშს ანიჭებს უპირატესობას, ჟოზე კი არა შეტევაში, არამედ ყველა პოზიციაზე გამაგრებას ქადაგებს."

"როდესაც გუნდში რიკარდო კაკა დაბრუნდება, "რეალი" კიდევ უფრო გაძლიერდება, თუმცა ასევე სერიოზული კონკურენცია იქნება ნახევარდაცვის ხაზში, რადგან მესუთ ოზილი გუნდს შეეწყო, ამის თქმა მართლაც თამამად შეგვიძლია, გერმანელმა ფეხბურთელი საკუთარი თამაში ესპანეთში უკვე იპოვა, თუმცა კაკას პროფესიონალიზმის დავიწყებაც არ შეიძლება. ასევე გუნდშია სერხიო კანალესი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სათამაშო პრაქტიკა იმისათვის, რომ გაიზარდოს როგორც მოთამაშე, ჟოზე ამ ყველაფერთან დაკავშირებით ინფორმირებულია და დარწმუნებული ვარ ყველაფერი დაგეგმილი აქვს."

"გუნდს ერთი ფორვარდის დამატება ნამდვილად არ აწყენდა მიუხედავად იმისა, რომ კარიმ ბენზემა სათადარიგოთა სკამზე ზის და მოუ მას ადგილს ვერ უძებნის. მადრიდის "რეალს" არ ჰყავს სუპერ ფორვარდი, რომელიც ასეთ კლუბს შეეფერება, იგუაინი და კარიმი ახალგაზრდა ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელები არიან, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მათ იმედზე ყოფნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პორტუგალიელი სპეციალისტი კი ამ მომენტში მხოლოდ მათ იმედზეა. დარწმუნებული ვარ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხორხე ვალდანო აუცილებლად დააკვირდება რომელიმე მაღალი დონის ფორვარდს და მადრიდისტობას შესთავაზებს."

"რიკარდო კარვალიო სულ რაღაც ერთი თვეა "ბლანკოსის" ღირსებას იცავს, მაგრამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ უმაღლესი დონის მცველია, მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ სამეფო გუნდმა 4 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს გუნდის კაპიტანი იკერ კასილასი, მაგრამ მეკარე ვერაფერს გახდება თუ მას წინ კარგი დაცვა არ უდგას. რიკარდო შესანიშნავ ტანდემს ქმნის თანამემამულე პეპესთან ერთად, პორტუგალიური დუეტი ასევე პორტუგალიელი დამრიგებლის იმედებს ამართლებს."

"ასევე აღსანიშნავია სამი ხედირასა და ხაბი ალონსოს კარგი თამაში, ნახევარდაცვაში ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ და ეს ძალიან კარგია, გერმანელი ფეხბურთელი ბევრს მოძრაობს და მუდამ ცდილობს მოწინააღმდეგის შეტევის ჩაშლას, ხაბიმ და სამიმ მართლაც კარგი ტანდემი შეკრეს, რომელიც ძალიან იშვიათადაა გარღვევადი, დარწმუნებული ვარ ისინი ერთად კიდევ დიდ ხანს ითამაშებენ, რადგან ეს დუეტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა." dle 10.1

  • Hala
  • 24 სექტემბერი 2010
  • 1523
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)