კარვალიო: მოურინიოსთვის მთავარია გუნდური სულისკვეთება

სამეფო კლუბის პორტუგალიელმა მცველმა, რიკარდო კარვალიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით ჟოზე მოურინიოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურ სულისკვეთებასა და დაცვაში დამაჯერებელ თამაშს, სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება...


"მთავარი მწვრთნელისთვის მთავარია, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანები და კარგად ვითამაშოთ დაცვაში. ჩვენი გუნდის გულშემატკივრები მუდმივად ბევრ გოლს ითხოვენ, მაგრამ როდესაც უკანა ხაზში დამაჯერებელი ხარ რთულია წინაც ისეთივე ტემპით ითამაშო. ვფიქრობ, გუნდი თამაშს კიდევ უფრო დახვეწავს და შეტევაც კარგი იქნება, მაგრამ ამ ყველაფერს დრო უნდა. ამ ეტაპისთვის "ბლანკოსი" არც ისე ცუდ ფორმაშია."

"ვიცით, რომ გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან არასანახაობრივი ფეხბურთის გამო, მაგრამ ეს ასპექტი აუცილებლად დაიხვეწევა. ვგონებ, ამ ეტაპზე ქულების მოპოვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეფექტური თამაში. სანახაობა თავისით მოვა, ქულები კი არა."

"ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი მომდევნო მეტოქე საფრანგეთის ოსერია, ისინი ეროვნულ ჩემპიონატში ჯერ-ჯერობით ვერ ტოვებენ დამაჯერებელ შთაბეჭდილებას, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ტურნირები ახალი დაწყებულია და ფეხბურთელები კიდევ არ არიან სათანადო ფორმაში."

"მოურინიო ჩვენი მთავარი მწვრთნელია და მისი სიტყვა რაღა თქმა უნდა ჩვენთვის კანონია, კარგი ოჯახში შვილებთან ერთად დროის გატარება, მაგრამ როდესაც პორტუგალიელი ფეხბურთელი ვარჯიშს დანიშნავს, ჩვენ იძულებულები ვხდებით მას დავემორჩილოთ." dle 10.1

  • Hala
  • 23 სექტემბერი 2010
  • 1627
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)