"ბერნაბეუ ჩვენი თამაშით აღტაცებული დარჩება"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა ფეხბურთელმა, ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა....


გაგიბრაზდათ შესვენების დროს მოურინიო, როცა თქვენი თამაშით ბერნაბეუ უკმაყოყილო იყო.

"ამას ვერ გეტყვით, რადგან რაც გასახდელში ხდება, ის ჩვენს შორის (ფეხბურთელების) უნდა დარჩეს. ბერნაბეუ მალე ჩვენი თამაშით აღტაცებული დარჩება, ისინი მუდამ გვამხნევებენ, ეს წინა მატჩშიც კარგად ჩანდა."

ბოლო მატჩში თქვენ არც ისე აქტიური იყავით.

"ჩვენ ადამიანები ვართ და არა ფეხბურთელები. ესპანიოლთან მატჩში თამაში არ გამომივიდა, მაგრამ ყველაფრის კარგად გაკეთებას ვცდილობდი. მომავალ მატჩებში შევეცდები უკეთესად ვითამაშო, როცა ფანები ტაშით მაცილებენ, მე ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ."

თამაშების მეორე დღეს, ნახულობთ თქვენი თამაშის ვიდეო ჩანაწერებს?

"არა, არ არის საჭირო. მე მხოლოდ მოკლე ჩანაწეს ვუყურებ, ვაკვირდები თუ რა არ გამოგვდიოდა მატჩის დროს, ამის შემდეგ დაშვებულ შეცდომებზე ბევს ვვარჯიშობთ, რათა მომავალ შეხვედრებში დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ."

ფანები თქვენი თამაშით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე სანტიაგო ბერნაბეუ ჩვენი თამაშის აღტაცებული დარჩება. ჩვენი გუნდი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექსებული, ასე რომ ჩვენ ერთმანეთშში შეთამაშებისთვის დრო დაგვჭირდება."

რატომ არ გამოგდით კარგი თამაში?

"ფეხბურთელები ძალიან დაღლილები ვართ. ბოლო 6 დღეში 3 მატჩის ჩატარება მოგვიწია. თამაშების გარდა ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ თამაში ბევრად უნდა გავაუმჯობესოთ."

თქვენ ბავშვობიდან ზიდანის ფანი ხართ, რა მოგწონთ მის თამაშში?

"ზინედინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. იგი გამოირჩეოდა ბურთის კონტროლით, შეტევებით და სახიფათო მომენტების შექმნით. ზიზუ უბრალოდ ლეგენდაა."

რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ ზინედინ ზიდანის ყველაზე მეტად?

"ძნელია ზიზუს მატჩებიდან საუკეთესო გამოავლინო, რადგან ის ყველა მატჩში დიდებულად თამაშობდა. ალბათ მისი ყველაზე კარგი მატჩი "რეალი" "ლივერკუზენი" არის. ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტი და ულამაზესი გოლი გაიტანა. მთავარია ფინალში ითამაშო და გამარჯვება იზეიმო. მიშვნელობა არ აქვს გოლს ვინ გაიტანს."

რას ფიქრობთ ჟოზე მოურინიოზე?

"ჟოზე დიდებული მწვრთნელია. მან კარგად იცის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თითეული ფეხბურთელი მაქსიმალურად. ჩემი აზრით ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია."

როგორ ახერხებთ თანაგუნდელებთან საუბრას?

"ხშირად ფეხბურთელებს ინგლისურად ვესაუბრები, მაგრამ უკვე შემიძლია გავიგო ცოტა რამ ესპანურშიც. ესპანურ ენას უკვე ვეჩვევი, კვირაში 3–ჯერ ვმეცადინეობ."

რას ფიქრობთ კრისტიანო რონალდოზე, გგონიათ, რომ ის მართლაც ეგოისტია?

"არა, რონალდოზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. კრისტიანო შესანიშნავი ფეხბურთელი და ძალიან კარგი ადამიანია. ის ეგოისტი არ არის, ფეხბურთელები მისით ძალიან კმაყოფილები ვართ. რონალდო გუნდს მოგებაში ძალიან ეხმარება. მეორე გოლი იგუაინმა სწორედ პორტუგალიელის პასით გაიტანა."

თქვენზე ამბობენ, რომ გუტის ღირსეული შემცვლელი იქნებით.

"გუტი მსოლფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მე მისი თამაშების ნახვას ვერ ვახერხებდი, რადგან როცა მადრიდის "რეალი" თამაშობდა, იმ დროს მეც ვთამაშობდი ვერდერთან ერთად. გუტის თამაში ძალიან მომწონს, მას მოედნის დიდებული ხედვით და პასებთ გამოვარჩევდი."

არის რაიმე განსხვავება ბუნდეს ლიგასა და პრიმერა დივიზიონის შორის?

"არა, ესპანური ლიგა და გერმანული ბუნდეს ლიგა ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. იყო მომენტები, როდესაც კვირაში 3–ჯერ გვიწევდა თამაში. მე ხშირად თამაში არ მიჭირს, ამას უკვე მიჩვეული ვარ."

რა მოხდება როდესაც დაბრუნდება რიკარდო კაკა?!

"მე ამაზე არ ვფიქრობ, ვიცი, რომ კაკას დაბრუნების შემდეგ ძირითადში თამაშისთვის ბრძოლა მომიწევს, მაგრამ მე მზად ვარ ბრაზილიელს კონკურენცია გავუწიო."

გვინდა უკეთესად გაგიცნოთ. თქვენ თურქული წარმომავლობის ხართ, როდის ჩამოვიდა თქვენი ოჯახი გერმანიაში? რაზე მუშაობდა თქვენი ოჯახი?

"გთხოვთ ამაზე ნურაფერს მკითხავთ, ჩემ ოჯახზე საუბარს ჟურნალისტებთან არ ვაპირებ."

დაგეხმარათ მამათქვენი, რათა დიდი ფეხბურთელი დამდგარიყავით?

"რა თქმა უნდა. როცა პატარა ვიყავი და ფეხბურთს თანატოლებთან ერთად ვთამაშობდი, ჩემი ოჯახის წევრები ჩემი თამაშით უკმაყოფილონი იყვნენ, მაგრამ მამაჩემი ყოველთვის გვერდით მედგა, მამხნევებდა და მეუბნებოდა რომ კარგად ვთამაშობდი. მამამ ძალიან დამეხმარა. ყოველი მატჩის წინ ვლოცულობ და ღმერთს მადლობას ვეუბნები იმისთვის, რაც მომცა."

რას საქმიანობდა მამათქვენი?

"მამაჩემი მაღაზიაში მუშაობდა. დედაჩემი კი სახლის დიასახლისი იყო."

სად არიან ახლა თქვენი ოჯახის წევრები, წამოვიდნენ თქვენთან ერთად მადრიდში?

"არა"

რას ნიშნავს თქვენთვის რელიგია?

"მე მუსულმანი ვარ. თამაშის დაწყებამდე სხვა ფეხბურთელებიც ლოცულობენ, მაგრამ ბევრი არა. ყველას მისი რელიგიის სჯერა. მე ლოცვა კარგად თამაშში მეხმარება."

რა გააკეთეთ თქვენი პირველი ხელფასით?

"მართვის მოწმობის ბილეთი ავიღე, შემდეგ კი მანქანა ვიყიდე. დანარჩენი ფული ოჯახს დავახარჯე."

როგორი ადამიანი ხართ?

"მე ძალიან მშვიდი, მხიარული და ოჯახური ადამიანი ვარ. ხშირად დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ."

რა მოგწონთ მადრიდში?

"ძირითადად სახლში ვარ. ესპანეთში ძალიან კარგი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს."

რა მუსიკა მოგწონთ?

"მე ჰიპ–ჰოპის დიდი მოყვარული ვარ. რეპი ძალიან მომწონს"

რას ფიქრობთ გერმანიის ეროვნულ ნაკრებზე?

"გერმანიის ფეხბურთი განვითარდა. ამ გუნდში ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. ეს მუნდიალზეც კარგად გამოჩნდა, ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ესპანეთის წინააღმდეგ არ გაგვიმართლა."

და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ ამ სეზონისთვის?

"ჩვენი მიზანია ყველა მატჩი მოვიგოთ და ტიტულები მოვიპოვოთ."

ინფორმაციის წყარო AS.Com

სტატიის ავტორი Dzebnili dle 10.1

  • Dzebnili
  • 23 სექტემბერი 2010
  • 2439
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)