მოურინიო: "რეალში მწვრთნელობა, მთვარეზე გაფრენის ტოლფასია"

სამეფო კლუბის დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ, "ესპანიოლთან" შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.პორტუგალიელმა დასძინა, რომ თავის გუნდს ადვილი გასეირნება არ ელის კატალონიელების წინააღმდეგ.


"სოსიედადთან" მატჩში ის მომეწონა, რომ საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ.მოგეხსენებათ, "აიაქსთან" 35 ეპიზოდის შექმნა დაგვჭირდა, რათა ორი გოლი მაინც გაგვეტანა."

"კრიშტიანუ რონალდუ ფანტასტიური ფეხბურთელია.მან საკუთარი ოსტატობით მოიპოვა ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა, ტიტულები და პრესტიჟი.რონი ყოველდღე თავდაუზოგავად ვარჯიშობს.აღნიშვნის ღირსია, ის მხარდაჭერა, რომელსაც ფეხბურთელი საკუთარი თანაგუნდელებისაგან იღებს."

"კანალესი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.ამ ახალგაზრდას ყველა წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს.სამწუხაროდ, სერხიო დაგვიშავდა, იმედია ის მალე დაიწყებს ვარჯიშს."

"გუნდი შენების პროცესშია.ნიშანდობლივია, რომ განვითარების პროცესი კარგად მიდის.ვგონებ, ძალიან კარგი შედეგია, როდესაც 5-6 ფეხბურთელს გამოცვლი და გუნდის დინამიკა არ იცვლება."

"ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთ მოკლე დროში რამდენიმე თამაშის გამართვა საკმაოდ დამღლელია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავართმევთ თავს."

"ესპანიოლი" დახუნძლულია ნიჭიერი მოთამაშეებით.ისინი "ბერნაბეუზე" მოსაგებად ჩამოვლენ.ამ მომენტისათვის, ცხრილის სათავეში არ ვიმყოფებით, თუმცა არ ბევრი გვაკლია პირველობამდე.საჭიროა აღებული გეზის შენარჩუნება და სტაბილურობის მოპოვება."

"მადრიდის "რეალის" გაწვრთნა, მთვარეზე გაფრენის ტოლფასია.ეს არის მსოფლიოში ყველაზე მნიშნელოვანი გუნდი.სასიხარულოა, როდესაც ისეთ მწვერვალს დაიპყრობ, როგორიც "ბლანკოსია," თუმცა ჯერ არაფერი მომიგია.ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ისტორიის შექმნას."

"10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი ოფიციალური კონტრაქტი გავაფორმე მწვრთნელის რანგში.ვგონებ, მომავალი ათი წელიც არაფერი შეიცვლება.მინდა, რომ ფერგიუსონივით შევაბერდე ამ საყვარელ საქმიანობას." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)