ლასანას შეძენით ლიონიც ინტერესდება

მოგეხსენებათ, ლასანა დიარას საქმეები მადრიდის "რეალში" ვეღარ მიდის ისე კარგად, როგორც შარშან და შარშანწინ მიდიოდა, სამი ხედირას მოსვლის შემდეგ ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით ფრანგი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იქნა გადაყვანილი. მოურინიოს ნახევარდაცვის ცენტრში ალონსო-ხედირას წყვილი ძალიან ხიბლავს და არ აპირებს ამ დუეტის დარღვევას...


მსოფლიო პრესა უკვე ალაპარაკდა ამ თემასთან დაკავშირებით და ფრანგი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ლასის შეძენა სერ ალექს ფერგიუსონს უკვე 1 წელია სურს, მაგრამ გუნდები სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმვდებიან. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "წითლები" მზად არიან 20 მილიონი ევრო გადაიხადონ რეალის ათიანის წასაყვანად.

დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანჩესტერელებს საფრანგეთიდანაც გამოუჩნდათ კონკურენტი ლიონის სახით. ფრანგულ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლიონის ხელმძღვანელობა მადრიდში ჩაფრინდება და დიარასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს. თანხა, რომელსაც ფრანგები გადაიხდიან ცნობილი არ არის. dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2010
  • 1344
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)