რეალ "მაუ-დრიდ"

რეალ "მაუ-დრიდ"


გუშინ საღამოს, მადრიდის "რეალმა", 2010|11 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ჟოზე მაურინიოს შეგირდები, მარტინ იოლის დამოძღვრილ "აიაქსს" დაუპირისპირდნენ და მეტოქე უპირობოდ, 2-0 დაამარცხეს. მადრიდელთა მხრიდან, "თეთრების" ახალწვეული, მესუთ ოზილი ბრწყინავდა, ხოლო ჰოლანდიელთა მხრიდან ყველაზე მეტად, ემანუელსონი გამოირჩეოდა, რომელმაც შეხვედრის მეორე ნახევარში ბურთი, იკერ კასილასის ხარიხას მოარტყა. საერთო ჯამში, პრიმერა დივიზიონის ბინადრებმა, ჰოლანდიის ერედივიზიონის "მარგალიტები" საკმაოდ მარტივად და რაც მთავარია ლამაზი თამაშის ფონზე დაამარცხეს.

საიდუმლო არავისთვის არის ის ფაქტი, რომ ჟოზე მაურინიო ძალიან უცნაური პიროვნებაა, მაგრამ მოულოდნელობას, რომელსაც ჩვენ ჟოზეს დამოძღვრილ, მადრიდის "რეალში" წავაწყდით - უბრალოდ გასაოცარია. მწვრთნელი, რომელმაც გასულ წელს ყველასგან უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც იგი მილანის "ინტერთან" ერთად მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა, დღეს იგი სამეფო კლუბთან ერთად ძალიან ლამაზ ფეხბურთს სთავაზობს გულშემატკივარს და ამასთანავე შედეგიც თვალსაჩინოა... "კამპ ნოუზე" გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც როგორც მაურინიო ამბობს, მის კარიერაში საუკეთესო "მარცხი" იყო, ყველა საფეხბურთო გულშემატკივარმა ქედი მოიხარა მაუს წინაშე... ჟოზემ ის შეძლო, რაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერავინ მოახერხა, პორტუგალიელმა "გენიოსმა" ხომ საუკეთესო ფორმაში მყოფი "ბარსელონა" დაამარცხა და ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის თასი იგდო ხელთ, ეს მაუმ 2010 წელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოახერხა და აქვე დაიდო ბინა...

გასულ საღამოს გამართული შეხვედრისწინ, დიდი მითქმამოთქმა გაიმართა... ბევრი ფიქრობდა, რომ ჟოზე მაურინიო გუნდს ურთულესი შეხვედრისთვის სრულფასოვნად განაწყობდა და დამდეგ მატჩს ტრიუმფალურად დაასრულებდა, თუმცა არსებობდა გულშემატკივართა კატეგორია, რომლებიც გადაჭრით აცხადებდნენ, რომ მაურინიოს შეგირდები, ამსტერდამელთა დამარცხებას ვერ მოახერხებდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ისეთივე უსახურ რიტმში განაგრძობდნენ, როგორითაც გასულ წელს დაასრულეს ასპარეზობა, მაგრამ საბედნიეროდ რა და როგორ მოხდა ყველამ კარგად ვნახეთ...

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდის "რეალი" საკმაოდ კონკურენტუნაირიანი გუნდების გარემოცვაში მოექცა (აიაქსი, ოსერი, მილანი...). ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე, სამეფო კლუბის მთავარი კონკურენტი, იტალიის "მილანი" ძალიან გაძლიერდა, "როსონეროს" რიგებში ისეთი გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელები გადაბარგდნენ, როგორიცაა ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობინიო. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი მადრიდის "რეალში" საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ასპარეზობდა და საკმაოდ მაღალ დონეზეც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მას გუნდის დატოვება მოუწია და მანჩესტერ "სიტიში" გადაბარგდა...

რეალ "მაუ-დრიდ"


მაურინიო ტაქტიკური თვალსაზრისით შეუდარებელია, მაგრამ ისეთი გუნდის "მოთვინიერება", როგორიც მადრიდის "რეალია" მარტივი საქმე ნამდვილად არ გახლავთ... გასული წლების მსგავსად, სამეფო კლუბისგან მიმდინარე სეზონშიც მაქსიმუმს ელიან, თუმცა ამჯერად მადრიდელ "ინჩასებს" რეალური მიზნები ამოძრავებთ და არა ისეთი ფუჭი იმედები, როგორიც მათ, მანუელ პელეგრინიმ და მრავალმა მისმა წინამორბედებმა ჩაუსახეს. ამჟამად, სამეფო კლუბის სათავეში ისეთი პირვონება იმყოფება, რომელიც პირველ რიგში დამოუკიდებელი ადამიანია, შემდეგ კი საკუთარი საქმის პროფესიონალი... სწორედ ასეთი პიროვნება სჭირდებოდა მადრიდის "რეალს", ძლევამოსილი და დამოუკიდებელი, რომელიც არა პერესის, არამედ საკუთარი თანაშემწის რჩევებს გაითვალისწინებდა...

რა შეგვიძლია ვთქვათ, მესუთ ოზილის შესახებ? - იგი უბრალოდ შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც სწორედ ჟოზე მაურინიოს თხოვნით იქნა გადმობარგებული მადრიდის "რეალში". თურქული სისხლის გერმანელმა ფეხბურთელმა, გასული ორი შეხვედრის განმავლობაში ყველას ერთხმად დაუმტკიცა, რომ იგი უმაღლესი კლასის მოთამაშეა და უახლოეს მომავალში, მესუთ ოზილი, სწრედაც რომ მესუთ ოზილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 21 წლისაა, უახლოეს მომავალში დიდი ფეხბურთელი გახდება, ისეთივე დიდი, როგორიც რიკარდო კაკაა...

რეალ "მაუ-დრიდ"


მადრიდის "რეალში" ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ, როგორიცაა კრიშტიანო რონალდო, გონსალო იგუაინი, ჩაბი ალონსო, იკერ კასილასი, რიკარდო კარვალიო და მრავალი სხვა, რომლებსაც ნებისმიერი მატჩის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტა შეუძლიათ... თავისთავად ცხადია, რომ თითოეული 'მადრიდისტა' ინდივიდუალურად ძალიან კარგად ასპარეზობს, თუმცა ერთ-გუნდად შეკრული მადრიდის "რეალი" დიდი ხანია არავის უნახავს. ბევრი ფიქრობს, რომ "ინჩასები" გაერთიანებული "თეთრების" ხილვას ვერც მაურინიოს ხელმძღვანელობით მოახერხებენ, თუმცა იმედი იმედად რჩება... ჟოზე უსაფუძვლო დაპირებებს არასოდეს იძლევა, მან თქვა, რომ სამეფო კლუბი დაიბრუნებს უწინდელ "დიდებას" და ეს ასეც მოხდება, რადგან ის ჟოზე მაურნიოა... რომელიც არავის არ ჰგავს, იგი უბრალოდ "განსაკუთრებულია"...


By Kevlisha...
dle 10.1

  • kevlisha
  • 16 სექტემბერი 2010
  • 2581
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)