ხაბი ალონსოს პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" ესპანელმა ნახევარმცველმა, ხაბი ალონსომ ჟურნალისტებთან შეხვედრა მოაწყო. მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი მომავალ მატჩს რეალ "სოსიედადთან" გამართავს, სწორედ ამ კლუბში დაიწყო ხაბის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა...


"რეალ სოსიედადი ჩვენი კონკურენტია და 90 წუთის მანძილზე სწორედ მათ უნდა ვებრძოლოთ სამი ქულის მოსაპოვებლად, მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები ამ გუნდის გულშემატკივარი, მაგრამ ამავდროულად ვხვდები, რომ "ბლანკოსის" ფეხბურთელი ვარ და ამჯერად ყველაფერი ჩემი გუნდისთვის უნდა გავაკეთო. სოსიედადთან დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა, დარწმუნებული ვარ მათი გულშემატკივრები კარგად მიმიღებენ."

"მესუთ ოზილი გრანდიოზული ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს სამეფო კლუბში, სულ ცოტა ხანში იგი ჩვენი გუნდის უდავო ლიდერი გახდება, იგი მართლაც იდეალურად თამაშობს და იმსახურებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. კრიშტიანოს გუშინ არ უმართლებდა, მაგრამ იგი არ უნდა გაღიზიანდეს, ყველამ კარგად ვიცით თუ რამდენს ნიშნავს პორტუგალიელი ფეხბურთელი მადრიდული კლუბისთვის. რაც შეეხება კარიმ ბენზემას, იგი მაღალი დონის ფორვარდია და დარწმუნებული ვარ მოახერხებს საკუთარი ძალების სრულიად წარმოჩენას."

"მოურინიო არ არის დაცვითი სტილის მწვრთნელი, მისი ჩელსიში მუშაობა გაიხსენეთ, ლონდონური კლუბი მან მსოფლიო ფეხბურთის გრანდად აქცია. პორტუგალიელი სპეციალისტი ყველა ასპექტს აქცევს ყურადღებას და თითოეულ ფეხბურთელს რჩევას აძლევს, სანამ პრესა გაიგებს რამეს, მანამდე ჩვენ ყველა დარიგება გვაქვს მოსმენილი."

"ფორვარდებთან ერთად ჩვენს გუნდში მცველებიც ძალიან კარგად თამაშობენ წინა ხაზში, რაც მართლაც გენიალურია, ეს უფრო მეტ ძალას გვმატებს, გასაკეთებელი ბევრი გვაქვს, აუცილებელია გარკვეული ნიუანსების კარგად გათვალისწინება და დახვეწა, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს, რომ გუნდი დაბალანსებულად გამოიყურება."

"არის მომენტები როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებთ მომენტების რეალიზირებას, მაგრამ ასევე არის ეპიზოდები, როდესაც ხდება ძალიან კარგად ვთამაშობთ და ვიტანთ გოლებს. დარწმუნებული ვარ , როდესაც მოურინიოს იდეები უფრო მყარი იქნება და უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს სამეფო კლუბში, გუნდი გაცილებით მეტ მომენტს გამოიყენებს." dle 10.1

  • Hala
  • 16 სექტემბერი 2010
  • 1732
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)