იკერ კასილასის მატჩის შემდგომი ინტერვიუ

იკერ კასილასს "აიაქსთან" მატჩში ბევრი სამუშაო არ ჰქონია. მან გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. "ჩვენ უკვე 3 ოფიციალური მატჩი გავმართეთ, გოლი საკუთარ კარში არ მიგვიღია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."...


"ჩვენ გამავირვება ვიზეიმეთ. ჩვენი მიზანი იყო, ჩემპიონთა ლიგის სეზონი კარგად დაგვეწყო." იკერს დღეს ბევრი სამუშაო ნამდვილად არ ჰქონია, რადგან "სამეფო კლუბის" მცველები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. "ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ ახალი გუნდი ვართ, მაგრამ უკვე კარგად თამაში შეგვიძლია. ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ."

"ვფიქრობ, რომ დღეს შედარებით უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე მალიორკასთან და ოსასუნასთან. გუნდი კარგი გზით მიდის, ყოველ მატჩში უკეთესად ვთამაშობთ. გუნდის თამაში ძალიან მომწონს. მალიორკასთან, ოსასუნასთან და აიაქსთან დაცვაში პრობლემები საერთოდ არ გვქონია, რადგან მცველები ძალიან კარგად თამაშობენ. ასევე მოხარული ვარ შემტევი ფეხბურთელების მუშაობით, ისინი ბევრ საგოლე მომენტებს ჰქმნიან, მაგრამ ვერ იყენებენ, ისინი ამ შეცდომებს აუცილებლად გამოასწორებენ. წინა 2 მატჩში ჩვენ კარგად ვითამაშეთ, საქმე იმაშია, რომ ორივე გუნდის მეკარეები ძალიან კარგად თამაშობდნენ."

"კრისტიანო რონალდო ყოველთვის გოლის გასატანად იბრძვის, არის მომენტები, როდესაც ის ბრწყინავს და ფანებს ძალიან ახარებს, მაგრამ დგება ისეთი დროც, როდესაც ფეხბურთელი ფორმაში არ არის და ფანების მხარდაჭერა ესაჭიროება. ჩვენ მას ყოველთვის ვამხნევებთ და მისი გვჯერა, რადგან ის ჩვენი გუნდისთვის ბევრს ნიშნავს."

"აიაქსი ძალიან კარგი გუნდია. ისინი ევროპაში ძალიან სახელ განთქმულები არიან, მაგრამ დღეს ნათლად ჩანდა, თუ ვინ იყო უკეთესი. თუ თამაშს ასე გავაგრძელებთ, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ."

"დღეს ფანები მთელი თამაშის მანძილზე გვამხნევებდნენ. ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივრები გუნდისგან კმაყოფილები დარჩნენ."

"მომავალი შეხვედრა "რეალ სოსიედადთან" გვაქვს. მოგება ძალიან გაგვიჭირდება, რადგან მათ მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენ 3 ქულის მოპოვებას შევეცდებით." დაასრულა იკერმა

ინფორმაციის წყარო RealMadrid.Com dle 10.1

  • Dzebnili
  • 16 სექტემბერი 2010
  • 1897
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)