მოურინიო: "რეალს მეათე თასი უნდა, ხოლო მე მესამე"

ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ, ჟოზე მოურინიომ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.


"გუნდი მშენებლობის პროცესშია.ჩვენი მიზანია ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვა.ვგონებ, 16 საუკეთესო გუნდს შორის, სამეფო კლუბი საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იქნება ნებისმიერი მეტოქისთვის.აქვე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულ მოწინააღმდეგეებთან მოგვიწევს შერკინება."

"სიმართლე გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ნამდვილად არ ვგრძნობ.მე მჯერა ჩემი სამუშაოსი და ასევე იმ ხალხის, რომელიც ჩემს ირგვლივ ტრიალებს.მადრიდის "რეალს" დიდებული ისტორია აქვს ჩემპიონთა ლიგაზე და ბუნებრივია, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ მოვლენებზე ვფიქრობთ.მადრიდელებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეათედ მოგება სურთ, ხოლო მე კი მესამედ."

"ამ მომენტისათვის, არის ისეთი 6-8 გუნდი, რომელთაც შეუძლიათ "უემბლის" დაპყრობა.გარწმუნებთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, გაცილებით ძლიერები ვიქნებით."

"უეფას ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, რომლის მოგებაც ნებისმიერი კლუბის ოცნებაა.ნამდვილად არ შეიძლება ამ გათამაშების შედარება, რომელიმე სხვასთან.რაც შეეხება მუნდიალს, ის რა თქმა უნდა ნაკრებებიდან გამომდინარე სულ სხვა განზომილებაა.ვგონებ, ლიგაზე პატარა დეტალებიც ძალიან მნიშვნელოვანია.კონტინენტის მწვერვალებს კი მხოლოდ საუკეთესო იპყრობს.დღეისათვის ეს ტურნირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უქმეებზე ამის ადგილს ლა ლიგა დაიკავებს."

"აიაქსი დიადი ტრადიციების გუნდია.ვფიქრობ, ამსტერდამელებიც და მადრიდელებიც თავიანთი ჩემპიონატების ბუმბერაზები არიან."

"შაბათის მატჩის განხილვა პრესის საქმეა.თამაშის შემდეგ ვთქვი, რომ არანაირ პრობლემა არა მაქვს.მე დიდ ზეწეოლას არ განვიცდი და მშვიდად ვარ.ვერავინ მასწავლის, თუ რას ნიშნავს სტადიონის ნეგატიური რეაქცია.კარგად ვიცი რას ნიშნავს უკმაყოფილებით გამოწვეული სტვენა და მინდა გითხრათ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია."

"კრიშტიანუ რონალდუს ფანები არ გაუკრიტიკებია.ის ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს და გუნდს სარგებელი მოუტანს.ვგონებ, ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისათვის." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)