მოურინიო მზად არის სპეციალური გამოწვევისთვის

"'the Special One"- სწორედ ასეთი შესავლით იწყებს სტატიას Uefa-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ჟოზე მოურინიოზე.


ჟურნალისტის აზრით, პორტუგალიელი მწვრთნელი, მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მესამე ტიტულისათვის ჩამოვიდა."პოსტის" დასაწყისში, ნათქვამია, რომ "ინტერის," "ჩელსისა" და "პორტუს" ამაღორძინებელს, სამეფო გუნდითაც არ გაუჭირდება მწვერვალების დაპყრობა.

მაშასადამე, გაეცანით მოუს ინტერვიუს, რომელიც გუშინ, Uefa.Com-ზე გამოქვეყნდა.

"სიმართლე გითხრათ, კენჭისყრით ბედნიერი არა ვარ."ჩელსიში" მუშაობის დროს, ლიგაზე მეტოქედ ჯერ "პორტო" მომიწია, ხოლო მომდევნო წელს "ბარსელონა."რაც შეეხება "ინტერს," არც იქ მქონია ბედნიერი წუთები ჯგუფურ ეტაპზე, რამეთუ ჩვენი მეტოქე პირველ სეზონში "მანჩესტერი," ხოლო მეორე სეზონში "ბარსელონა" გახლად.როგორც ხედავთ, ანალოგიური ტრადიცია გრძელდება მადრიდშიც, სადაც "აიაქსისა" და "მილანის" წინააღმდეგ მოგვიწევს პაექრობა.აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები უდიდესი ფილოსოფიის მატარებელნი არიან, რომელთა ანგარიშზეც არა ერთი ევროთასია."

კორესპონდენტის თქმით, ჟოზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" კაკას, ალბიოლისა და გაგოს გამოყენებას ვერ შეძლებს, რამეთუ სამივე ლაზარეთში იმყოფება.

"აიაქსისა" და "მილანის" წინააღმდეგ ასპარეზობა, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს, ვიდრე პაექრობა კვიპროსისა და ისრაელის კლუბებთან, რომლებიც ლიგის დებიუტანტებათ ითვლებიან.ჯგუფური ეტაპი არის პატარა ჩემპიონატი, სადაც 3 თვის განმავლობაში 6 მატჩს ატარებ.რასაკვირველია, ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება წაიბორძიკოს, მაგრამ არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება ორი თამაშის "განიავება," მითუმეტეს მადრიდის "რეალით," რომელშიც ახალი ფეხბურთელები ირიცხებიან და რომელზედაც უდიდესი ზეწოლა მოდის ყველასაგან."

"ამსტერდამელებს აქვთ თავიანთი კულტურა, ფილოსოფია და სათამაშო სტილი.დავსძენ, რომ ჰოლანდიელები არცთუ ისე კომფორტული ოპონენტები არიან.არ შეიძლება თვალთახედვის არედან გამოგვრჩეს, ისეთი მსოფლიო დონის მოთამაშეები, რომლებიც დღესდღეობით "აიაქსის" ღირსებას იცავენ.საუბარია: ლუის სუარესზე, მარტენ სტეკელენბურგზე, გრეგოლი ვან დერ ვიელზე და ა.შ."

"ჩემპიონთა ლიგის მეოთხე სათამაშო ტური ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, რამეთუ "ინტერიდან" წამოსვლის შემდეგ, პირველად მომიწევს მილანში ჩასვლა.ჩვენ გველოდება თამაში "სან სიროზე," სადაც 2 წლის განმავლობაში არ დავმარცხებულვარ და იმედია, ამ წარმატებულ სერიას ახალ სეზონზეც გავაგრძელებ.მილანის "მილანი" დიდებული მეტოქეაა.მე ყოველთვის პატივს ვცემდი ამ გუნდს და მათგანაც ყოველთვის ანალოგიური განწყობა მოდიოდა ჩემი მიმართულებით."

"ნიშანდობლივია, რომ "ჟუზეპე მეაცაზე" მე დავბრუნდები "რეალის" მწვრთნელი და არა "ინტერის" ექს-დამრიგებელი.შეიძლება ხალხმა დაწეროს, რომ "ინტერის" ქომაგები კვლავ მოურინიოს უჭერენ მხარს, "წითლების" წინააღმდეგო, მაგრამ როგორც პროფესიონალი, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ მივაქცევ."

"ყველაფერს გავიღებ იმისათვის, რათა ჩემი მადრიდული ეპოქა წარმატებული გამოდგეს."


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)