მოურინიომ,პეპემ და პრესამ ოზილზე ისაუბრეს

სამეფო კლუბის გაგერმანებულმა თურქმა, ფეხბურთელა მესუთ ოზილმა, ოსასუნასთან მატჩში შესანისნავი შთაბეჭდილება დატოვა და აალაპარაკა რამდენიმე გაზეთი, ასევე მესუთზე ისაუბრეს მოურინიომ და თანაგუნდელმა პეპემ...


მოურინიო

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ ოზილში დიდი ტალანტი დევს და ჩემმა შეგირდმა საქებარი სიტყვები გაამართა, იგი ნებისმიერი თანაგუნდელისთვის მისაბაძია, რადგან უმაღლეს დონეზე თამაშობს და საკუთარი შესანიშნავი გადაწყვეტილებებით გუნდს დიდ დახმარებას უწევს, მისთვის რთულია დებიუტშივე კარგად თამაში, მაგრამ როგორც ვხედავ მესუთი ამას ახერხებს. პამპლონელებთან მატჩში მან შესანიშნავი სამუშაო გასწია და ბერნაბეუს პუბლიკის უდიდესი ოვაციებიც დაიმსახურა, რაც მას ძალიან დაეხმარება ფსიქოლოგირი თვალსაზრისით, მე მისი იმედი მაქვს."

პეპე

ოზილი უბრალოდ ტალანტია და მეტი არაფერია, სათქმელი არაფერი მაქვს, ჩვენ მას უნდა მივცეთ თავისუფლება და სიამოვნება მივიღოთ მისი თამაშისგან."

Agencia EFE (Spanish news agency)

"ოზილი ყველაფერს ძალიან მარტივად გვაჩვენებს, მას შესანიშნავი ბურთის ფლობა აქვს და გუნდისთვის ძალიან დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, იგი კრიშტიანოსთვის, ბენზემასთვის და პიპიტასთვის ბევრს ნიშნავს."


"El Pais"

"უკეთეს დებიუტს ბერნაბეუზე ალბათ ვერცერთი გერმანელი ფეხბურთელი ვერ ინატრებდა, ოზილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პუბლიკა გააოცა."

"El Mundo"

"მესუთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სადებიუტო მატჩი კარგი ყოფილიყო, იგი იყო საუკეთესო პამპლონელებთან."

"AS"

ოზილმა თავისი ელეგანტური თამაშით ბერნაბეუს პუბლიკას უკვე შეაყვარა თავი, მაგრამ ეს ჯერ არაფერია, იგი კიდევ ბევრს მიაღწევს."

"Marca"

მესუთ ოზილი ამ მატჩის უდავო საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მან ყველა ასპექტში კარგად ითამაშა და მისი ყველა შეხება ბურთთან სახიფათო იყო, რადგან გერმანელი შესანიშნავად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.

"Kicker"

"ოზილმა ძალიან ბევრი კარგი პასი გააკეთა და სწორედ ამით დაამახსოვრა თავი დამსწრე საზოგადოებას, იგი საუკეთესო იყო ოსასუნასთან მატჩში."

"Bild"

"ახალწვეულმა მადრიდის რეალის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო." dle 10.1

  • Hala
  • 13 სექტემბერი 2010
  • 2167
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)