კრისტიანო რონალდოს პრეს–კონფერენცია

"ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს, არავის დაავიწყდიეს ის, რომ ჩვენი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა."


გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან თქვენი თამაშით ოსასუნას წინააღმდეგ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

"რაც მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ. ჩვენ ახალი გუნდი ვართ და იმისთვის, რომ გულშემატკივრება ჩვენი თამაშის ყურებით სიამოვნება მიიროს, ამისთვის ცოტა დროა საჭირო. ყველამ კარგად ვიცით, რომ თამაში უნდა გამოვასწოროთ. ფანები თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენით უკმაყოფილონი იყვნენ და გვისტვენდნენ კიდეც, მაგრამ უმჯობესი იქნება სტვენის ნაცვლად გვერდში დაგვიდგენენ და გაგვამხნევონ. ყველა ფეხბურთელი ვცდილობთ კარგად ვითამაშოთ."

ფანები ძალიან დაიღალნენ ლოდინით, თქვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში არცერთი ტიტული მოგიგიათ.

"ტიტულებისთვის დროა საჭირო, ფანები ჩვენი თამაშით უკმაყოფილონი ნამდვილად არ უნდა იყვნენ, რადგან ჩვენ მოსაწყენ თამაშს ნამდვილად არ ვთამაშობთ. მაყურებელი მაშინ იწყენს, როდესაც თამაში გოლების გარეშე მთავრდება, ჩვენ კი გასულ წელს ძალიან ბევრი გოლი გავიტანეთ, წელს კი ახალი გუნდი ვართ და ფეხბურთელებს დრო გვჭირდება რათა ერთმანეთში კარგად შევთამაშდეთ. ცოტა დრო მოგვეცით, და პირობას გაძლევთ, რომ ბერნაბეუ ჩვენი თამაშით დიდ სიამოვნებას მიიღებს. მანჩესტერჩიც იგივე ხდებოდა, როცა ფანები ჩვენით უკმაყოფილონი იყვნენ, ჩვენ თამაში არ გამოგვდიოდა, მაგრამ როცა ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ, ბევრ გოლებს ვიტანდით და ტიტულების მოპოვებასაც ვახერხებდით. ფანების გვერდით ყოფნა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

გუშინ პერესმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად თქვენ ყველაფერი გაქვთ.

"არის მომენტები, როდესაც გუნდს ყველა ტიტულის მოგება არ შეუძლია. ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ ტიტულების მოსაგებად, ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის აღწევს წარმატებას ამ ტურნირზე."

თქვენ თამაში დაცვის მიერ გატანილი გოლით მოიგეთ.

"გოლს ვინ გაიტანს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი ერთიანია და ყველანი მოგებისთვის ვიბრძვით."

რას ფიქრობთ მილანზე?

"მილანმა ძალიან კარგი ფეხბურთელები შეიძინა. რობინიო და იბრაჰიმოვიჩი გუნდს ძალიან გააძლიერებს. მათზე მოგებაზე ძალიან გაგვიჭირდება, ბერნაბეუზეც და სან სიროზე. მაგრამ ჩვენ მათი არ გვეშინია, ჩვენ ხომ მადრიდის რელი ვართ."

რას ფიქრობთ, გააძლიერებს ჟოზე მოურინიო გუნდს?

"რა თქმა უნდა. ამაში ეჭვიც კი არ მეპარება. ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. ის ხომ მსოფლიოს საუკეთესო ტექნიკია."

მიიჩნევთ მადრიდის ატლეტიკოს ლა ლიგის ფავორიტად?

"რატომაც არა?! მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. მადრიდელებმა ბევრი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპივეს. წელს სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს, ისინი ტიტულებისთვის იბრძოლებენ. ატლეტიკოზე მოგება ადვილი საქმე არ იქნება."

გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით ვერ იგებს.

"შაბათს, ოსასუნასთან მატჩში 5 საგოლე მომენტქი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ შეცდომებზე ბევრს ვვარჯიშობთ. გუნდი ბევრ გოლებს გაიტანს, ამისთვის დროა საჭირო. გული მიგრძნობს, რომ წელს რაიმე ტიტულს მოვიპოვებთ. არ მინდა 2 სეზონი ტიტულების გარეშე ვიყოთ."

რას ფიქრობთ მესუთ იოზილზე?

"მესუთი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას გუნდისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ვცდილობ მასთან ერთად ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული საერთოდ არ ვიცი."

ინფორმაციის წყარო As.com dle 10.1

  • Dzebnili
  • 13 სექტემბერი 2010
  • 1876
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)