"აიაქსის" ისტორია (ნაწილი მესამე)

მადრიდის "რეალი" ოთხშაბათს ლიგის მატჩს გამართავს ამსტერდამის "აიაქსთან",კლუბთან,რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია. მე მინდა შემოგთავზოთ დაწვრილებით,თუ რა გზა გამოიარა ჰოლანდიურმა კლუბმა დაარსებიდან დღემდე. ამ სტატიას რამოდენიმე დღე ვწერდი და მგონი კარგიც გამოვიდა. მე მინდა,რომ ამ ნამუშევრით ჩემი უდიდესი პატივიცემა გამოვხატო ამ კლუბისადმი...


2006 - 2010 აწმყო და მომავალი


2005 წლის 14 მარტს ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა წარსულში „აიაქსის“ ბრწყინვალე მცველი დენი ბლინდი. მისი ხელმძღვანელობით გუნდი თამაშობდა 4-4-2 ტაქტიკური მონახაზით, რაც რა თმა უნდა აღფრთოვანებას არავისში იწვევდა. „აიაქსი“ მეტად არა სტაბილურად თამაშობდა როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე ევრო ტურნირებზე. ერთის მხრივ ეს განპირობებული იყო მოთამაშეების არა სტანადო კონტიგენტით და მეორეს მხრივ მთავარი მწვრთნელის არც თუ სწორი მუშაობით. ყველაზე მტკივნეული მარცხი ამპერიოდში გუნდმა განიცადა ევროპის ჩემპიონთა ლიგი გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში. დანიურმა „ბრონდბიუმ“ გამოთიშა ამსტერდამული გრანდი გათამაშებას. ხოლო ეროვნულ ჩემპიონატში გუნდი გავიდა მეოთხე ადგილზე ეს უკვე მეტისმეტი იყო .... 442 დღიანი მუშაობის შემდეგ დენი ბლინდი გაანტავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
„აიაქსის“ ახალ მწვრთნელად მოგვევლინა ჰეკ ტენ კატე. მანამდე იგი იყო ფრანკ რაიკაარდის თანაშემწე „ბარსელონაში“. მის ჰოლანდიაში დაბრუნებას ბევრი იმედის თვალით უყურებდა. თავიდან მოვლენები არც თუ ისე ცუდად განვითარდა. მაგრამ პირველი სერიოზული მარცხი კვლავ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მოხდა და კვლავ დანიური ბარიერი. ამჯერად „აიაქსი“ გათამაშებას გამოთიშა „კოპენჰაგენმა“..... ტენ კატეს ინიციატივით გუნდმა შეიძინა საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი. ტენ კატეს ხელმძღვანელობით ამსტერდამელებმა მოიგეს ჰოლანდიის თასი დაამარცხეს რა აზ-67 ალკმაარი პენალტების სერიაში 9:8. ეროვნულ ჩემპიონატში გუნდმა დააგროვა „პსვ ეინდჰოვენთან“ ერთად თანაბარი ქულები, მაგრამ ბურთების სხვაობით ჩამორჩა მას და დაკარგა ტიტული. „აიაქსს“ ბოლო ტურში ჭირდებოდა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხა. აღსანიშნავია რომ ამ წელს გუნდმა 5:1 გაიმარჯვა „ფილიპს არენაზე“ და 4:0 „დე კუიპზე“. სეზონის ბოლოს გუნდმა კვლავ დაკარგა თავისი ლიდერები. ამომვალი ვარსკვლავი ჩვიდმეტ მილიონ ევროდ გადავიდა „ლივერულში“, ხოლო ვესლი სნეიდერი ოცდაშვიდ მილიონ ევროდ გაიყიდა მადრიდის „რეალში“. ამ პერიოდში „აიაქსის“ უპირველესი ვარსკვლავი არის კლაას იან ჰუნტელაარი, რომელიც 2006 წელს იყიდეს „ჰერენვენიდან“. მან უკვე მოსაწრო გუნდის შემადგელობაში 113 თამაშის ჩატარება და გაიტანა 96 გოლი.
2007 – 2008 წლების სეზონი ტენ კატემ კვლავ საშინლად დაიწყო. ბედის ირონიით განმეორდა წინა ორი წლის ანალოგი. ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩეხეთის „სლავიამ“ გამოთიშა „აიაქსი“. ტენ კატეს ეს აღარ ეპატია და მას მოუწია თანამდებობის დატოვება. ჯონ ჟააკემ მიიღო მეტად უცანური გადაწყვეტილება და გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა „აიაქსის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ადრი კოსტერი. კლუბის ფანების რეაქცია ერთგვაროვანი იყო, მისი კომპეტენცია არ შეესაბამება ამსტერდამულ გრანდს...... საერთო ჯამში მიხაელ ვან პრააგმა მაინც ვერ შეძლო ღირესული მემკვიდრის მოძიება. ჯონ ჟააკემ ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული ნაბიჯი გადადგა, თუმცა შედეგებზე ს ნაკლებად აისახება. „აიაქსი“ გადაიქცა აკადემიის ტალანტების ექსპორტიორად ევროპულ ბაზარზე. ამ სიტუაციის გამოსწორების ბოლო შანსი ექნება ახლანდელ ხელმძღვანელობას მომავალი სეზონიდან.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ დროა დაიწყოს ახალი ეტაპი გუნდში. ხუთი წლის განმავლობაში „აიაქსი“ მიუხედავად დიდი ტალანტებისა ვერ აღწევს ვერანაირ ღირებულ შედეგს. გუნდი ზედიზედ სამჯერ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას ადრეულ ეტაპზე და ეროვნულ ჩემპიონატშიც დათმო პოზიციები. ახალი გუნდის მშენებლობას დრო დასჭირდება, თუმცა მარკო ვან ბასტენის ავტორიტეტი და იმედი იმისა, რომ ეს პიროვნება შეძლებს დაუბრუნოს გუნდს ძველი დიდება დიდ ოპტიმიზმს ბადებს. ასპარეზზე გამოდიან ახალგაზრდა ტალანტები: სემ დე იონგი, ლუის სუარესი, რობერტ შილდერი, ჟან-არი ვან დერ ჰეიდენი, ჯონ გოსენსი, ჯეფრი საპრონგი, გრეგორი ვან დერ ვილი, მიჩელ დონალდი, მარვი ჰასსელბაინკი, დელაი ბლინდი, რაიდელ პეპონი და ა.შ. ევროპას მოენატრა ლეგენდარული ჰოლანდიური „გრანდი“ და „აიაქსი“ ძალიან მალე დაბრუნდება მთელი თავისი ბრწყინვალებით ........... HUP AJAX!!!!!!!!!!!


სტადიონი „ამსტერდამ არენა“



სახელი: „Amsterdam ArenA“
მისამართი: Amsterdam, Arena Boulevard 29
ტევადობა: 51 400
მუზეუმის მუშაობის საათები: 10:00 – 17:00


ჰოლანდიის დედაალაქში არი სამი დიდი სტადიონი: „ოლიმპიური“, „დე მეერი“ და „ამსტერდამ არენა“. ‘აიაქსი“ 1996 წლემდე თამაშობდა „დე მეერზე“, რასთანაც უამრავი ტკბილი მოგონება აკავშირებთ სტაჟიან გულშემატკივრებს. სწორედ აქ დაიბადა ორი „ოქროს გუნდი“ 60 - იან წლების ბოლოს და 90 - იანი წლების დასაწყისში. 90 - იანი წლების მეორე ნახევარში დადგა დრო, რომ ჰოლანდიური გრანდი გადასულიყო ახალ, ულტრათანამედროვე სტადიონზე და იქ გაეგრძელებინა თავისი სახელოვანი ისტორიის წერა. ბევრი გულშემატკივარი დიდი ეჭვით უყურებდა ამ გადბარგებას, ვინაიდან ეშინოდათ იმ ატმოსფეროს დაკარგვის, რომელიც სუფევდა „დე მეერზე“. პროგნოზები არ გამართლდა. ახალი სტადიონი ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ალბათ ნებისმიერი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნებაა მოხვდეს ამსტერდამის „აიაქსის“ საშინაო არენაზე. ბრწყინვალე მინდორი, ბოლომდე გავსებული სტადიონი, მთელს სიგრძეზე გაშლილი ტრანსპარანტები, პეტარდები და შეუდარებელი ატმოსფერო. ახალი სტადიონი მდებარეობს ამსტერდამის გარეუბანში.
1996 წლის 14 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა „ამსტერდამ არენა“. ის იმთავითვე გახდა ყველაზე ლამაზი სპორტული ნაგებობა ჰოლანდიის დედაალაქში. მასზე ეტევა 51 400 ადამიანი და ეს სტადიონი გახდა „აიაქსი“ ახალი მყუდრო სახლი. არენა შეიარაღებულია ყველანაირი თანამედროვე ტენიკით. საჭიროების მიხედვით 20 წუთში შეიძლება მთლიანად გადაიხუროს სტადიონი შუშის სახურავით. აქვე ტარდება დიდი კონცერტები და შოუები.
„ამსტერდამ არენაზე“ მდებარეობს „აიაქსის“ მუზეუმი, სადაც მნახველებს შეუძლიათ დაათვალიერონ მოპოვებული თასები, სხვადასხვა დროს არსებული მაისურები და ეკიპირება, ფინალებში დამარცხებული გუნდების მაისურები, უამრავი ბურთი, პლაზმურ ეკრანებზე ტრიალებს ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლები, დგას სხვადასხვა ქანდაკებები, კედლებზე განლაგებულია დიდი პლაკატები. აქვე ინახება ლეგენდარული ფეხბურთელების მიერ მოპოვებული „ოროს ბურთები“, „ოქროს ბუცები“, კაპიტნის სამკლაურები, ავტოგრაფები და ა.შ. სურვილის მიხედვით შესაძლებელია ნებისმიერი ვიდეო ფრაგმენტის ნახვა პლაზმურ ეკრანზე.
მუზეუმის გარეთ მდებარეობს „აიაქსის“ საფირმო მაღაზიები, სადაც იყიდება ფორმები, შარფები, ბურთები, თეთრეული და თითქმის ყველაფერი გუნდის ლოგოთი. შენობაში განლაგებულია აგრეთვე რამოდენიმე რესტორანი. კერძებს რაღა თქმა უნდა ძველი „აიაქსელების“ სახელები ქვია.
2005 წელს რინუს მიხელსის გარდაცვალების შემდეგ „ტრიბუნა F” - ცდილობდა დაერწმუნებინა მმართველობა, რომ სტადიონისთვის გადაერქვათ სახელი და დაერქვათ „Rinus Michels Stadion“, მაგრამ ხელმძღვანელობა წინააღმდეგი წავიდა. თუმცა გუნდის ფანებს ყოველი საშიანაო თამაშის დაწყების დროს მოაქვთ უზარმაზარი ბანერი, რომელსაც კიდებენ მთელს იარუსზე. მასზე აწერია: „Rinus Michels Stadion“.
ექსკურსია „ამსტერდამ არენაზე“ ჯდება სადღაც 30 ევრო.


ამსტერდამის „აიაქსის“ საფეხბურთო აკადემია


მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო აკადემია ეკუთვნის ამსტერდამის „აიაქსს“. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოინახულა აღნიშნული აკადემია. იგი დაესწრო ხუთ თამაშს, რვა ვარჯიშს. რის შემდეგაც შეხვდა ოთხ სკაუტს, ექვს აგენტს, მოზრდილი გუნდების სამ მწვრთნელს, ბავშვთა გუნდების შვიდ მწვრთნელს. მისი შეხვედრები ემსახურებოდა ერთადერთი კითხვის დასმას: „ თექვსმეტ მილიონიან ჰოლანდიაში როგორ იზრდება ასეთი ანომალურად დიდი რაოდენობის ტალანტები?“
„აიაქსის“ აკადემიიდან „ამსტერდამ არენამდე“ 15 წუთის სავალი მანძილია. ამ მოედანზე კვირაობით აკადემიის მთელი შემადგენლობა დაყავთ თამაშების საყურებლად. ამ ფაქტორს მეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კლუბის ხელმძღვანელობა. საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართულია ყველა პროცესში. ყველა ასაკობრივ გუნდს ყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბი, რომლებიც სისტემატიურად ურთიერთობეს ერთმანეთთან. სწორედ ამ სავარჯიშო მოედნებზე დაიწყეს თავიანთი სამწვრთნელო კარიერა კო ადრიანსემ, მარკო ვან ბასტენმა და დენი ბლინდმა. აკადემიაში საშუალოდ ვარჯიშობს 220 – 250 ახალგაზრდა ფეხბურთელი და ისინი გადანაწილებულნი არიან 13 – 15 გუნდში. რამოდენიმე ასაკობრივი გუნდი დაკომპლექტებულია შვიდიდან თვრამეტ წლამდე. ბავშვების მიღება აკადემიაში ხდება წელიწადში ერთხელ თებერვლის თვეში. თუმცა ეს უფრო სარეკლამო აქციაა და ემსახურება პატარების „აიაქსში“ მოხვედრის ოცნების ახდენას. მაგალითისთვის 2006 წელს პრედენდენტი 1100 ბავშვიდან სკოლაში მიიღეს სულ სამი. სხვათა შორის ვან დერ ვაარტი და სნეიდერი სწორედ ამ შერჩევის შედეგად გახდნენ გუნდის წევრები. ძირითად სამუშაოს ატარებენ სკაუტები, რომლებიც მთელი ამსტერდამის მასშტაბით და არა მარტო დადიან და ეძებენ ტალანტებს.
აკადემიაში ჩარიცხული ბავშვები ცხოვრობენ მშობლებთან და სწავლობენ ჩვეულებრივ სკოლებში. ისინი მხოლოდ სავარჯიშოდ დადიან აკადემიაში. აქ არის სამი სათამაშო მოედანი, ოთხი სავარჯიშო მოედანი და რამოდენიმე სატრენაჟორო დარბაზი. აქვე არის კლასები, რესტორანი და სამედიცინო პუნქტი. ნებისმიერ ნივთს იქ ადევს „აიაქსის“ ლოგო. ყველა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელების ამოსავალი ტატიკური მონახაზი არის 4-3-3. სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ დიდ გუნდში გადასული ნებისმიერი ფეხბურთელი ტაქტიკური თვალსაზრისითაც სრულიად არის განსწავლული. ვარჯიშებზე კარძალულია მობილური ტელეფონები, კეპკები, ცეპები და ა.შ. როდესაც ბავშვი შედის აკადემიაში, მას ბუცებთან და ფორმასთან ერთად ურიგებენ „აკადემიის წესებ“, რომლის დარღვევაც მკაცრად ისჯება. მშობლებს პერიდულად შეუძლიათ დაესწრონ ვარჯიშებს, მაგრამ კატეგორიულად ეკრძალებათ მცირედი ჩარევაც კი. საზღვარგარეთ განსაკუთრებული ტალანტის მქონე ბავშვის აღმოჩენის შემთხვევაში ისინი ჩამოყავთ ამსტერდამში ასახლებენ სპეციალურად შერჩეულ ოჯახებში, უხდიან სწავლის ფულს და პარალელურად ავარჯიშებენ. სტატისტიკით კურსდამთავრებულთა 5 – 10 პროცენტი პირდაპირ მიდის სხვა გუნდში.
რვა წლის პატარებთან უპირველეს ყურადღებას აქცევენ სწრაფ დრიბლინგს. სწორედ ეს არის პირველი მეცადინეობები, რომელსაც წააწყდებით სავარჯიშო მოედნზებზე. უკვე რვა - ცხრა წლის ბავშვები ფლობენ ბრწყინვალე ტექნიკას, ხოლო ორმხრივი თამაშის დროს, ასაკთან შედარებით ავლენენ მეტად კარგ ტაქტიკურ განსწავლულობას. როდესაც დენი ბლინდის შვილი ჩაირიცხა „აიაქსის“ აკადემიაში პირველი რაც მიაჩეჩეს ხელში, ეს იყო ჩვეულებრივ ბურთზე გაცილებით პატარა ბურთი, რომელითაც უნდა ევარჯიშა მას რამოდენიმე თვე.
„აიაქსის“ აკადემიის მთავარი საფეხბურთო ფილოსოფია მდგომარეობს შემდეგში: T(echnique), I(nsight), P(ersonality), S(peed).
აიაქსის აკადემიამ მსოფლიოს აჩუქა უდიდესი ფეხბურთელები. ისეთები, როგორებიც არიან: ვიმ ანდერსენი, ჟააკ სვარტი, პიტ ვან რეინენი, იოჰან კრუიფი, იოჰან ნეესკენსი, მარკო ვან ბასტენი, ფრანკ რაიკაარდი, დენის ბერგკამპი, ედვინ ვან დერ საარი, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, პატრიკ კლუივერტი, მარკ ოვერმარსი. რონალდ და ფრანკ დე ბურები, რაფაელ ვან დერ ვაარტი და ა.შ.
საფეხბურთო სამყარო ელის ახალ ტალანტებს ...........


ამსტერდამის „აიაქსის“ ტიტულები


ჰოლანდიის ჩემპიონი: 29
1917-18, 1918-19, 1930-31, 1931-32, 1933-34, 1936-37, 1938-39, 1946-47, 1956-57, 1959-60, 1965-66, 1966-67, 1967-68, 1969-70, 1971-72, 1972-73, 1976-77, 1978-79, 1979-80, 1981-82, 1982-83, 1984-85, 1989-90, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1997-98, 2001-02, 2003-04
ჰოლანდიის თასის მფლობელი: 17
1917, 1943, 1961, 1967, 1970, 1971, 1972, 1979, 1983, 1986, 1987, 1993, 1998, 1999, 2002, 2006, 2007
ჰოლანდიის სუპერ თასის მფლობელი: 7
1993, 1994, 1995, 2002, 2005, 2006, 2007
ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი: 4
1971, 1972, 1973, 1995
ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1
1987
ევროპის უეფას თასის მფლობელი: 1
1992
ევროპის სუპერ თასის მფლობელი: 2
1973, 1995
საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი: 2
1972, 1995


ინფორმაციის წყაროები: www.ajax.nl , www.amsterdamarena.nl , wikipedia.com და უამრავი ფორუმი (ქართული)


სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 13 სექტემბერი 2010
  • 2047
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)