"აიაქსის" ისტორია (ნაწილი მეორე)

მადრიდის "რეალი" ოთხშაბათს ლიგის მატჩს გამართავს ამსტერდამის "აიაქსთან",კლუბთან,რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია. მე მინდა შემოგთავზოთ დაწვრილებით,თუ რა გზა გამოიარა ჰოლანდიურმა კლუბმა დაარსებიდან დღემდე. ამ სტატიას რამოდენიმე დღე ვწერდი და მგონი კარგიც გამოვიდა. მე მინდა,რომ ამ ნამუშევრით ჩემი უდიდესი პატივიცემა გამოვხატო ამ კლუბისადმი...


1986 - 1988 და კვლავ კრუიფი


იოჰან კრუიფი -ყველაზე არაპროგნოზირებადი ადამიანი მსოფლიოში. „აიაქსი“ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამაში 1985 წელს, როდესაც კრუიფი დაბრუნდა კლუბში მთავარ მწვრთნელად. „იოპს“ სჯეროდა ამ გუნდის და მისი ახალგაზრდული შემართების. მშრალი ათწლეულის შემდეგ ამსტერდამის სიამაყე ფეხზე უნდა წამომდგარიყო.
თავის პირველ სამწვრთნელო სეზონში კრუიფმა მოიგო ნაციონალური თასი და მოიპოვა უფლება ეასპარეზა ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამასებაში. „აიაქსმა“ შეძლო დიდი ხნის პაუზის შემდეგ ევროტურნირის მოგება, დასრულდა 14 წლიანი ლოდინი. და ეს ყველაფერი ისევ დიდი ჰოლანდიელის თაოსნობით, ამჯერად უკვე მწვრთნელის რანგში. გათამაშების პირველ ეტაპზე „აიაქსმა“ უპრობლემოდ დაძლია თურქული „ბურსასპორის“ და ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ბარიერები. მეოთხედფინალში დამარცხებული იქნა შვედური მალმიო...... ნახევარფინალი - ამსტერდამელებს უკვე აღარც ახსოვდათ ბოლოს როდის იყვნენ იქ. ამ ეტაპზე მათი მეტოქე იყო ესპანური „სარაგოსა“, რომელიც ორი მატჩის ჯამში დაამარცხეს ანგარიშით 3:2 და 3:0. წინ იყო ფინალი, სადაც „აიაქსმა“ მარკო ვან ბასტენის ერთადერთი გოლით დაამარცხა ლაიპციგის „ლოკომოტივი“. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი ფანებისთვის. თუმცა ეს ზეიმი ჩაშხამდა ერთი უსიამოვნო ინფორმაციით, მილანმა იყიდა ფინალის გმირი მარკო ვან ბასტენი. გოლეადორი დუბლით დაემშვიდობა ამსტერდამს თავის ბოლო მატჩში „დენ ჰააგასა“ წინააღმდეგ და დაიწყო მისი ტრიუმფალური კარიერა მილანის შეადგენლობაში....
შემდეგ სოზენში „აიაქსი“ თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ისე გავიდა ფინალში, რომ გოლიც არ გაუშვია. თუმცა უკვე ჩანდა, რომ ვან ბასტენის, სონი სილოის და ფრანკ რაიკაარდის წასვლის შემდეგ გუნდს ძალზედ გაუჭირდებოდა. მაგრამ მთავარი პრობლემა გახდა კრუიფის კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან. იოჰანი ითხოვდა ფულს ახალი ფეხბურთელების შესაძენად, რომელიც მან ვერ მიიღო. შესაბამისად 1988 წლის 4 იანვარს იგი გადადგა. მისმა თანაშემწეებმა: ბარი ჰულსხოფმა, სპიცა კონამ და ბობი ჰარმსმა გუნდი კვლავ გაიყვანეს თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში. მოწინააღმდეგე იყო ბელგიური „მეხელინი“, რომელსაც წვრთნიდა ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ად დე მოოსი. თამაშის მეათე წუთზე წითელი ბარათი მიიღო დენი ბლინდმა. მიუხედავად ამისა „აიაქსი“ მაინც დომინირებდა მთელი თამაშის განმავლობაში, მაგრამ ბელგიელების ჰოლანდიელმა ფორვარდმ პიტ დენ ბურმა გაიტანა ერთადერთი გოლი და „დე მეერელები“ დამარცხდნენ. ამას თან დაერთო ისიც, რომ ფინალის შემდეგ „მეხელენმა“ „აიაქსს“ დასტყუა ფორვარდი ჯონი ბოსმანი. ამით დასრულდა კიდევ ერთი ბრწყინვალე თაობის მოღვაწეობა ჰოლანდიურ გრანდში.
ამასობაში წინ მიიწევდა „პსვ“. გუნდმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგო ეროვნული პირველობა და ზედ ევროპის ჩემპიონთა თასიც მიაყოლა. ამ დროს მწვრთნელი იყო ჯერ კიდევ უცნობი გუუს ჰიდინკი. სანაკრებო ბატალიებზე ჰოლანდიამ როგორც იქნა გატეხა ნავსი და ბრწყინვალე კოლექტივმა მოიგო 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი. გუნდს სათავეში ედგა კვლავ ლეგენდარული რინუს მიხელსი. ხოლო „მილანის ტრიო“ - ვან ბასტენი, გულიტი, რაიკაარდი იყო მართლაც შთამბეჭდავი. ფინალურ მატჩში ვან ბასტენის მიერ გატანილი გოლი სამართლიანად ითვლება საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ. ქვეყანაში უდიდესი ზეიმი იყო.
ხოლო ამსტერდამის „აიაქსს“ მორიგი, ყველაზე სერიოზული კრიზისული პერიოდი ეწყებოდა............


1988 – 1991 ბეწვის ხიდზე


იმის ყურება, თუ როგორ მიდიან სხვაგან კლუბის ტალანტები ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც მიდიან უფასოდ - ეს გაცილებით მძიმეა ყველასთვის. მარკო ვან ბასტენი „მილანში“ გადავიდა 500 00 დოლარად, ხოლო ფრანკ რაიკაარდი სულ უფასოდ წავიდა კლუბიდან. „აიაქსის“ პრეზიდენტი ტონ ჰერსენემი დარჩა არაფრით. არ იყვნენ ფეხბურთელები და არ იყო ფული.... ხოლო დენი ბერგკამპი, დე ბურები, ბრაიან როი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ახალი შენაძენები ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე. მხოლოდ სტეფან პეტერსონმა გაამართლა იმედები.
გერმანელმა მწვრთნელმა კურტ ლინდერმა მიიღო მეტად სარისკო გადაწყვეტილება და გუნდს დააწყებინა 4-4-2 ტატიკით თამაში. ამას მოყვა საშინელი რეაქცია ფანებისგან. „ტრიბუნა“ განრისხებული იყო და ობსტრუქციას უწყობდა გერმანელს. 1988-1989 წლების იყო ყველაზე საშინელი და ამას თან სდევდა უმძიმესი ფინანსური კრიზისი. პირველი შვიდი თამაშიდან გუნდმა წააგო ოთხი. კურტ ლინდერი გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ მთავარი დამნაშავე იყო კლუბის მმართველობა, რომელმაც ვერ გაუძლო წნეხს და დატოვა დაკავებული თანამდებობა. „აიაქსი“ ძალიან ახლოს იყო გაბანკროტებასთან. ფინანსურმა პოლიციამ აღმოაჩინა უამრავი სატრანსფერო დარღვევა და დაპატიმრებულ იქნა ბევრი ადამიანი. კლუბმა განიცადა უმძიმესი დარტყმა. არსებული სიტუაციის ფონზე მართლაც რომ გმირობის ტოლფასი იყო ის, რაც გააკეთებს ამ პატარა ბიჭებმა. გუნდმა მოახერხა ზედიზედ თორმეტი გამარჯვების მოპოვება და გავიდა მეორე ადგილზე.
კლუბის სათავეში მოვიდა 70-იანი წლების „აიაქსის“ ლეგენდარული პრეზიდენტის იაპ ვან პრააგის შვილი, მიხხაელ ვან პრააგი. მას დახვდა კატასრტოფული მდგომარეობა. გუნდის გადასარჩენად მოიყვანეს ახალი მწვრთნელი ლეო ბეენჰაკერი, რომელიც უკვე იყო მადრიდის „რეალის“ და ჰოლანდიის ნაკრების სატავეში. თავიდან ამ ნაბიჯმა შედეგები ვერ გამოიღო. გუნდმა ექვსი თამაშიდან წააგო სამი, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც „აიაქსს“ დაემართა უეფას თასზე. პირველივე ტურში ამსტერდამელები გათამაშებიდან გამოაგდო ავსტრიულმა „აუსტრია მემფისმა“. პირველი თამაში გუნდმა დათმო 0:1, ხოლო მეორე მატჩის დამატებით დროში, როდესაც ავსტრიელებმა ანგარიში გაათანაბრა, განრისხებული „ტრიბუნა F“ აბობოქრდა და დაიწყოს „დე მეერის“ ლეწვა. სტუმართა მეკარეს თავში უამრავი რაღაცა მოხვდა. შედეგად, ტენიკური მარცხი და ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია ევრო ტურნირებიდან, პლის სოლიდური ფულადი ჯარიმა. კლუბის წინაშე დადგა ელემენტარულად გადარჩენის ამოცანა....
შემდეგ სეზონში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ძალიან ახალგაზრდა გუნდმა ბერგკამპის, დე ბურების რიხარდ ვიჩგეს, ბრაიან როი და მარსიანო ფინკის ძალისხმევით მოახერხეს ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რიგით ოცდამესამე. ეს გმირობის ტოლფასი იყო. რომ არა ის სავალალო დისკვალიფიკაცია, პირველად 1985 წლის შემდეგ „აიაქსი“ ითამაშებდა ევროპის ჩემპიონთა თასზე. თუმცა ერთი უსიამოვნო ფატი მაინც მოხდა: გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სტეფან პეტერსონი 7 თვით დაიმტვრა. მაგრამ მთავარი დარტყმა იყო 1990-1991 წლების სეზონის შუაში ლეო ბეენჰაკერის წასვლა მადრიდის „რეალში“. მიახელ ვან პრააგის ემოციური რეპლიკა: „მე თავს ვგრძნობ იეს, თითქოს მიღალატეს და დამამცირეს“...


1991 - 1996 ვან გაალის ერა


„აიაქსი“ უნდა დაეცეს ძალიან დაბლა, რომ ისევ აღსდგეს ფენიქსივით? სამწუხაროდ ყოველთვის ესე ხდებოდა. იმ მომენტში კლუბში კვლავ მძიმე სურათი იყო. ოპტიმიზმის არ არსებობა მძიმე სურათს ხატავდა. თუმცა კლუბში მოვიდა ადმიანი, რომელმა ზუსტად იცოდა როგორ დაასამარებდა არსებულ პესიმიზმს. მისი პირველი პრესკონფერენცია ასე დაიწყო: „ მე ვარ პირდაპირი, წესიერი და სამართლიანი ადამიანი, ხანდახან შეიძლება ვიყო მეტად უხეში“. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რამხელა პერსონა გახდებოდა ეს პირვნება სულ რაღაც 2-3 წელიწადში....
ვან გაალი - მისი საფეხბურთო კარიერა ბევრით არაფრით არ გამოირჩეოდა. იგი თამაშობდა როტერდამის „სპარტაში“ და ბელგიურ „ანტვერპენში“. ხოლო სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ამსტერდამში მწვრთნელების ასისტენტად რამოდნიმე წლის წინ. იგი პირველივე დღეებში გამოირჩეოდა მკვეთრი რეპლიკებით და სიმკაცრით. ამ მომენტისთვის კლუბში ყველას უნდა ესმინა მხოლოდ მისთვის. ზოგიერთმა ძველმა „აიაქსელმა“ მასში ამოიცნეს რინუს მიხელსის „მასწავლებლური“ მიდგომები. ვან გაალმა ენერგიულად დაიწყო მუშაობა, თუმცა საწყის ეტაპზე „ტრიბუნა F“ კვლავინდებურად ითხოვდა იოჰანს...
მაგრამ ვან გაალმა მალევე მიაღწია წარმატებას და მას უკვე ყველანი იმედით უყურებდნენ. ერთი წლის თავზე გუნდმა ევროთასებზე მიაღწია სერიოზულ წარმატებას. გუნდმა უეფას თასიდან გამოთიშა შვედური „ერებრიო“, ესენის „როტ ვაისი“, პამპლონას „ოსასუნა“. ფანებში გაჩნდა იმედი. ახალგაზრდა კოლექტივმა შეძლო გაცილებით მეტი, ვიდრე მათგან ელოდნენ. „აიაქსის“ საკვანძ ფიგურები იყვნენ დენის ბერგკამპი და ვიმ იონკი. მეოთხედფინალში გუნდმა 3:0 დაამარცხა ბელგიური „გენტი“ და „დე მეერზე“ საბოლოოდ დაბრუნდა იმედი, იმისა რომ ყველაზე ცუდი წარსულს ჩაბარდა. ნახევარფინალში დაძლეული იქნა იტალიური „ჯენოას“ ბარიერი და აი სანუკვარი ფინალიც: „აიაქსი - „ტორინო“. ძალზედ მძიმე ბრძოლებში (0:0, 2:2) ამსტერდამელებმა მოიოვეს უეფას თასი. მთავარი როლი ამ წარმატებაში სამართლიანად ეკუთვნის ბრწყინვალე დენის ბერგკამპს. ხოლო ლუის ვან გაალის ხელში ამსტერდამულმა გრანდმა მოიპოვა ის ტიტული, რომელიც აკლდა კლუბის მდიდად კოლეციას. ალბათ ჯერ არავინ ფირობდა, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ იყო .....
და დაიწყო პროცესები პროცესები. მილანის „ინტერმა“ იყიდა დენის ბერგკამპი და ვიმ იონკი, ჯონ ვან ტ’სხიპი გადავიდა „ჯენოაში“, მას მიჰყვა ასევე მარსიანო ფინკიც, მიშელ კრეეკი წავიდა „პადოვაში“. ძალიან მოკლე ვადაში ვან გაალის მიერ აწყობილი გუნდი უკვე მერამდენედ დაიცალა ვარსკვლავებისგან. მწვრთნელ ისევ ტავიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ თაობის ჩანაცვლება ახალი ტალანტებით ძალიან მალე მოხდებოდა.... შედეგმა მოლოდინს 100 - ჯერ გადააჭარბა. „აიაქსის“ აკადემიამ გამოაცხო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ბრწყინვალე თაობა თავის ისტორიაში, თუმცა მანამდე იყო მცირე ჩავარდნა, 1992-1993 წლებში გუნდი ნაადრევად გამოეთიშა ევრო ტურნირებს, დამარცხდა რა იტალიურ „პარმასთან“. ამ სეზონში ამსტერდამელებმა მოახერხე ჰოლანდიის თასის მეთორმეტეჯერ მოგება. ნახევარფინალში დამარცხებულ იქნა როტერდამის „ფეინოორდი“ „დე კუიპზე“ ანგარიშით 5:0. ხოლო ფინალში „აიაქსმა“ „ჰერენვენს“ გადაურბინა 6:2. ამ წელს დაფიქსირდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: ამსტერდამის „აიაქსის“ ფან კლუბში ოფიციალურად გაწევრიანდა 80 000 გულშემატკივარი. ეს ნაბიჯი ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ დგებოდა ერთ-ერთი საუკეთესო ეპოქა გუნდის ისტორიაში. ედვინ ვან დერ საარი, ედგარ დავიდსი, ძმები დე ბურები, იარი ლიტმანენი, მარკ ოვერმარსი და ამსტერდამის ქუჩებში ნაპოვნი პატრიკ კლუივერტი და კლარენს ზეედორფი უკვე მზად იყვნენ დიდი გამარჯვებებისთვის....
1994 წელს ამსტერდმელებმა ვან გაალის ხელმძღვანელობით გახდენენ ჰოლანდიის ჩემპიონები და ამით მოიპოვეს უფლება შემდეგ წელს მონაწილეობა მიეღოთ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ამ პერიოდში ნკანკო კანუს და პინიდი ჰორჯის შეძენით მწვრთნელმა უკვე დაასრულა გუნდის კოპლექტაცია, მაგრამ ყველაზე მნიშვნოლავანი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ფრანკ რაიკაარდის მიერ. მან გადაწყვიტა მშობლიურ კლუბში დაესრულებინა თავისი საფეხბურთო კარიერა.
1994-1995 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაფიქსირდა პრეცედენტი, რომლიც იყო თითქმის წარმოუდგენელი ფეხბურთის კომერციულ ერაში. „აიაქსმა: მოიგო გათამაშება და ეს გააკეთა დაუმარცხებლად. ამსტერდამელებმა ჩემპიონთა ლიგაში სამჯერ დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი - იტალიის „მილანი“. ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა ბრწინვალდე განვლო, ხოლო მეოთხედფინალში ამსტერდამელთა მეტოქე იყო სპლიტი „ჰაიდუკი“. ჰოლანდიელებმა პრობლემების გარეშე დაამარცხეს მეტოქე 3:0 და 0:0. ნახევარფინალში „დე მეერზე“ განადგურებულ იქნა მიუნხენის „ბაიერნი“ ნგრიშით 5:2. ხოლო ფინალში ‘ერნსტ ჰაპელზე“ ფაბიო კაპელოს მილანი მესამეჯერ იქნა იმ წელს დამარხებული. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა 17 წლის პატრიკ კლუივერტმა (რაიკაარდის პასით). ეს ბრწყინვალე გამარჯვება აღნუშნულ იქნა ამსტერდამში მუზემპლეინში 250 000 ადამიანის ტანდასწრებით. ერთადერთი სამწუხარო დეტალი იყო ის, რომ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა ფრანკ რაიკაარდმა.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უცხოურმა გრანდებმა ხელი მიჰყვეს „აიაქსის“ ტალანტების გადაბირებას, მაგრამ იარი ლიტმანენის მაგალითზე მთელმა გუნდმა მიიღო დარჩენის გადაწყვეტილება. ისინი ხვდებოდნენ, რომ ამ თაობას ხელეწიფებოდათ 70 - იანი წლების ეპოქის გამეორება. ამსტერდამელებმა შემდეგ წელსაც წაუგებლად მოიგეს ეროვნული პირველობა. საკონტინეტთაშორისო თასზე დამარცხებულ იქნა ბრაზილიური „გრემიო“. ხოლო ევროპის სუპერთასზე განადგურდა ესპანური „რეალ სარაგოსა“.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი განვლილი იქნა უფრო შთამბეჭდავად, ვიდრე წინა წელს. მადრიდის „რეალი“, „გრასჰოპერსი“ და „ფერენცვაროში“ ერთი მეორეს მიყოლებით დამარცხდნენ. მადრიდელებს გაახსენეს 1973 წლის კოშმარი. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მსაჯმა ორი გოლი არ ჩაუთვალა ჰოლანდიელებს, თუმცა ესპანელები მაინც დამარცხდნენ 0:2. მეოთხედფინალში გუნდმა უპრობლემოდ გაიარა დორტმუნდის „ბორუსიის“ ბარიერი და ნახევარფინალში მოხდა პირველი მარცხი, „დე მეერზე“ გუნდი დამარცხდა „პანათინაიკოსთან 0:1. სიტუაცია საგანგაშო გახდა, თუმცა საბერძნეთში „აიაქსმა“ სრულფასოვანი რევანში აიღო 3:0. გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩმეპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მას ელოდებოდა ტურინის „იუვენტუსი“. ანგარიში გახსნეს იტალიელებმა (რავანელი), თუმცა წონასწორობა მალევე აღადგინა იარი ლიტმანენმა. მიუხედავად უპირატესობისა საქმე მივიდა პენალტების სერიამდე, სადაც ჰოლანდილები როგორც მოსალოდნელი იყო დამარცხდნენ. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანები ვერ გამოიყენესსონი სილოიმ და ედგა დავიდსმა. სამწუხაროდ მეორე ტრიუმფი არ შედგა...
სულ მალე უკვე გამოჩნდა პატარ - პატარა ბზარები „აიაქსში“. თავიანთი ხელფასით უკმაყოფილოები იყვნენ ნკვანკო კანუ და ფინიდი ჯორჯი, მოხდა დაპირისპირება წარმოშობით სურინამელებსა და დანარჩენ ამსტერდამელებს შორის. აღნიშნულმა კონფლიქტმა უმწვავესად იჩინა თავი შემდგომში ევრო 1996 - ზე და დავიდსი მაშინ გუნდიდან მოკვეთეს.
„აიაქსის“ გულშემატკივრები უკვე მიჩვეულნი იყვნენ, რომ ყოველი სეზონის ბოლოს ვინმე მიდიოდა გუნდიდან. ამჯერადაც ასე მოხდა. ფინიდი ჯორჯი წავიდა ესპანურ „ბეტისში“, ნკანკო კანუ გადავიდა მილანის „ინტერში“, სონი სილოი გადაბარგდა გერმანულ „არმინიაში“, ხოლო მიხაელ რაიციგერი და ედგარ დავიდსი იყიდა „მილანმა“. დანარჩენები მაინც დარჩნენ. იყო კიდევ ერთი სიახლე: კლუბმა დატოვა ყველასათვის საყვარელი „დე მეერი“ და გადაბარგდა ახალ ულტრათანამედროვე სტადიონზე, „ამსტერდა, არენაზე“.


1996 – 2002 „აიაქსი“ და „ამსტერდამ არენა“


მიუხედავა იმისა, რომ გუნდში ძირითადი ბირთვი მწვრთნელებიანად დარჩა, უკვე აშკარა იყო, რომ „აიაქსი“ მეორე დიდი ეპოქა დასასრულ უახლოვდებოდა. მანამდე ამსტერდამელებმა კვლავ შთამბეჭდავად გაიარეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, დაამარცხეს „გლაზგო რეინჯერსი“, გრასჰოპერსი“, „ოსერი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და რიხით გავიდნენ ნახევარფინალში, სადაც მათ კვლავ ელოდებოდა „ბებერი ქალბატონი“. თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ თითქოს სადღაც ქრებოდა ის ურყევი ხასიათი და გამარჯვების ჟინი. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური თამაშები იყო ამ დიდი გუნდის დიდი ეპოქის დასასრულის დასაწყისი. „აიაქსი“ დამარცხდა სასტიკად ტურინის „იუვენტუსთან“. ხოლო შიდა პირველობაზე გავიდა მეოთხე ადგილზე, თასიდან გამოაგდო პირველი დივიზიონის „ჰერაკლესმა“. ფანები უკმაყოფილნო იყვნენ არა მარტო შედეგებით, არამედ ახალი სტადიონით და მასზე ასრებული ატმოსფეროთი. გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს პატრიკ კლუივერტმა და ლუის ვან გაალმა. დიდი მწვრთნელი „ბარსელონაში“ წავიდა, ხოლო პატრიკი იტალიის „მილანში“.
გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მორტენ ოლსენი. მის წინაშე იდგა საკმაოდ მძიმე ამოცანა. „აიაქსში“ გადმოიყვანეს მიქაელ ლაუდრუპი, პირველი ქართველი ფეხბურთელი - შოთა არველაზე. ამასთან ერთად კიდევ ცხრა ახალი შენაძენი გააკეთა მიხაელ ვან პრააგმა. შოთას ტრანსფერს ტავიდან ჰოლანდიელები ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ სეზონის ბოლოს ქართველის მონაგარი 37 გოლი იყო, რითაც მან საყოველთაო სიყვარული და დაფასება მოიპოვა. ხოლო „აიაქსმა“ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და დააგროვა უფრო მეტი ულა, ვიდრე ვან გაალის დროს. მიუხედავად ამისა მორტენ ოლსენი დიდი პოპულარობით არსარგებლობდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი გუნდის 4-4-2 ტაქტირური მონახაზი იყო.
სეზონის ბოლოს ისევ ნაცნობი სურათი წარსდგა ჩვენს წინაშე: კარიერა დაასრულა დენი ბლინდმა, იარი ლიტმანენი იყიდა „ბარსელონამ“, აქვე გადაბარგდნენ ძმები დე ბურები, რომელთაც ხელი ჰონდათ მოწერილი „სამუდამო კონტრატზე“ კლუბთან. ლუის ვან გაალმა მიუხედავად ვან გაალის დაპირებისა, რომ ის არ წაიყვანდა ამსტერდამიდან გუნდის ლიდერებს, „ბარსელონა“ მაინც გაივსო „აიაქსელებით“. მანამდე მოხდა კონფლიქტი მორტენ ოლსენსა და ფეხბურთელებს შორის, რის ნიადაგზედაც დანიელი წავიდა ჰოლანდიიდან. მის შემცვლელად დაინიშნა იან ვოუტერსი. ამასობაში „ტრიბუნა F” მთელი ხმით ღრიალებდა და ილანძღებოდა იმის გამო, რომ გუნდი ნელ-ნელა კვლავ იშლებოდა, კლუბის აქციები გაჩნდა საფონდო ბირჟაზე. გულშემატკივრები ემოციურად აცხადებდნენ, რომ „აიაქსი“ გადაიქცა უსულგულო წარმოებად. რამოდენიმე წლის შემდეგ მიხაელ ვან პრააგმა აღიარა ფანების სიმართლე.
ამ სეზონში ამსტერდამულმა გრანდმა „ამსტერდამ არენაზე“ 6:0 გაანადგურა როტერდამის „ფეინოორდი“ და დაეუფლა მეთოთხმეტე თასს. მაგრამ ეს წარმატება ვერ გამოდგა ნუგეშად. გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ძალზედ ცუდად გამოიყურებოდა. თასის მოგების აღსანიშნავად ზეიმზე მოვიდა სულ რაღაც 5 000 გულშემატკივარი. ეს პროტესტი და ტრაგედია, ფანები დიდი ტკივის განიცდიდნენ. სამაგიერო 16 მაისს გაივსო „ამსტერდამ არენა“, რათა გუნდიდან გაეცილებინათ იარი ლიტმანენი და ედვინ ბან დერ საარი. ეს იყო ცრემლიანი დღე. „ტრიბუნა F” - მა მათ მოუწყო ბრწყინვალე გაცილება.
1999-2000 სეზონში კლუბის 100 წლის იუბილე აღმოჩნდა ზეიმის ერთადერთი მიზეზი. აღნიშნული წლები იყო ყველაზე ცუდი 1965 - ის მერე. „აიაქსი“ გავიდა მეექვსე ადგილზე. კლუბი 11 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა გამარჯვებას სტუმრად. მალევე გამოვარდა ეროვნული და უეფას თასებიდან. ხოლო 2000 წლის 18 მარტს დაბადების დღეზე სულაც წააგო ენსხედეს „ტვენტესთან“. ცამეტ თამაშიანი მოუგებელი სერიის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს იან ვოუტერსი. სპეციალურად დაქირავებული ანალიტიკური კომისიის მიერ გამოტანილ იქნა დასკვნა: თანამდებობიდან უნდა გადადგეს გუნდის მმართველობა. მიხაელ ვან პრააგმა განაცხადა, რომ ის ემორჩილება ამ დასკვნას და ტოვებს დაკავებულ პოსტს იმისათვის, რომ ახალმა ძალებმა დააყენოს კლუბი სწორ გზაზე.
2000 წელს „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად ინიშნება ცნობილი სპეციალისტი კო ადრიანსე, რომელიც იმთავითვე მოიაზრებოდა რინუს მიხელსის და ლუის ვან გაალი გზის და იდეოლოგიის გამგრძელებლად. მან პრესკონფერენციაზე ჩამოაყალიბა თავისი გეგმა. ამ სეზონში გუნდის ამოცანა იყო მინიმუმ მეხუთე ადგილი, შემდეგ სეზონში მესამე ადგილი და ორი წლის შემდეგ ჩემპიონობა. უნდა აღინიშნოს, რომ კომ შეასრულა პირობა, თუმცა იყო ბევრი პრობლემა: შიდა კონფლიქტები ფეხბურთელებთა, დაძაბული ურთიერთობები პრესასთან და მნიშვნელოვან მატჩებში არასანახობრივი სათამაშო მანერა. შიდა პირველობაზე ამსტერდამელთა პროგნიზირება აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ბრწყინვალედ ცატარებულ თამაშებს ენაცვლებოდა ჩავარდნილი მატჩები. ხოლო ევროტურნირებზე - ისევ წარუმატებლობა. ბოლო წვეთი იყო ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნა. კო ადრიანსე მოხსნეს პოსტიდან.
ამსტერდამის „აიაქსის“ ისტორიის შემდეგი თავების დაწერა წილად ხვდა ლეგენდარულ ფეხბურთელს, რონალდ კუმანს.....


2002 - 2005 იმედი და ახალი თაობა


რონალდ კუმანი - ღირსეული პიროვნება და უაღრესად მოტივირებული ახალგაზრდა სპეციალისტი. მისი „ვიტესი“ უპირველეს ყოვლისა გამოირჩეოდა მკაცრი დისციპლინით. მან მოატანა ახალი იმედები გუნდში. მას წილად ხვდა მეტად ცუდი მემკვიდრეობა. დემორალიზებული, დაშლილი გუნდი და ძალიან მოკლე დრო ამის გამოსასწორებლად. ერთი შეხედვით რონალდ კუმანის საფებურთო ხედვა მცირედით განსხვავდებოდა „აიაქსის“ შმეტევი სტილისაგან, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს დაძლევადი პრობლემა იყო. ამსტერდამელთა სათავეში მოვიდა „შინაური“. ეს ფაქტორი ბევრს ნიშნავდა როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ფანებისთვისაც. კუმანმა გააკეთა გუნდი და თითოეულ მოტამაშეს მოუძებნა იდეალური ადგილი მოედანზე, კარგად გაუკეთა ორგანიზება როტაციას და შექმნა ე.წ. უნივერსალური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კოლექტივი. მან ტრადიციულ ტოტალურ ფეხბურთს დაუმატა თავისი ახალი იდეები და გუნდი ნელ-ნელა დაემსგავსა გუნდს. რონალდს დიდი დახმარება გაუწია „აიაქსის“ აკადემიამ, გამოუშვა რა ახალი მეტად ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა, რომელიც იყო უაღრესად მოტივირებული.
2002 წელს, პირველივე სეზონში ამსტერდამელებმა მოახერხე და დაუფლნენ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს. ახალგაზრდებმა თანდათანობი აიმაღლეს კლასი. შემდეგი სეზონი კი იყო ერთმნიშვნელოვნად არმატებული და მაღლებული თითოეული „აიაქსის“ ფანისთვის. პრობლემა იყო მხოლოდ ერთი - გამოუცდელობა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში. ეს გუნდი ვან გაალის გუნდთან შედარებით მათლაც „საბავშვო ბაღი“ იყო. თუმცა კუმანმა ეს ბარიერი მაინც დაძლია. გუნდში დაბრუნდნენ იარი ლიტმანენი და რიხარდ ვიჩგე. დაიწყო სვლა ჩემპიონთა ლიგაში.
პირველ ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსს“საკმაოდ აუჭირდა. გუნდმა ორჯერ წააგო მილანის „ინტერთან“, ორივე მატჩში დაამარცხა „ფრანგული „ლიონი“ და ორი ფრე ნორვეგიულ „როსენბორგთან“. არც თუ ისე შთამბეჭდავი შედეგი იყო, მაგრამ ამსტერდამელები თამაშიდან თამაშამდე უმატებდნენ და იძენდნენ გამოცდილებას. ფეხბურთელები დარწმუნდნენ საკუთარ ძალებში. მეორე ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა არც თუ სასიმოვნო იყო კლუბისთვის. „აიაქსის“ მეტოქეეი იყვნენ: „რომა“, „ვალენსია“ და „არსენალი“. თითქმის წარმოუდგენელი იყო ასეთი შემადგენლობიდან გაძვრომა, მაგრამ ამსტერდამელებმა შეუძლებელი შეძლეს. როგორც გამოჩნდა ახალგაზრდა „აიაქსელები“: ვან დერ ვაარტი, სნეიდერი, იბრაგიმოვიჩი, კივუ, პიენაარი, ჰიტინგა, ვან დერ მეიდე, ტრაბელსი, დე იონგი და ა.შ. არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ ევროპული გრანდების მეგა ვარსკვლავებს. შედეგად ხუთი ფრე და ერთი მოგება საკმარისი იყო, რომ გუნდი გასულიყო ჯგუფიდან, სადაც მისი მეტოქე უკვე იტალიის „მილანი“ იყო. პირველი თამაში ამსტერდამში მიუხედავად შესამჩნევი უპირატესობისა დამთავრდა ფრედ 0:0. განმეორებითი მატჩი იყო ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ეს იყო ალბათ კუმანის ზალზედ მწარე მარცხი. მან მოედანზე დააყენა აშკარად ცუდ ფორმაში მყოფი იაკუბუ, რომლის სინდისზეც იყო ინძაგის და შევჩენკოს გოლები. თუმცა აიაქსმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში (ლიტმანენი, პიენაარი). თუმცა ფორტუნამ მილანს გაუღიმა და 93 - ე წუთზე მილანმა მაინც მიაღწია გამარჯვებას. მიუხედავად ყველაფრისა გულშემატკივრები მაინც კმაყოფილნი იყვნენ, „აიაქსმა“ გამოღვიძება დაიწყო....
გუნდმა ჩემპიონატი დაასრულა მეორე ადგილზე, თუმცა ამას ლოგიკური ახსნა მოეძებნებოდა - ჩემპიონთა ლიგა. სეზონის ბოლოს ევროპული სატრანსფერო მანქანა კვლავ მოადგა ამსტერდამს. შედეგად გუნდი შეელია ანდი ვან დერ მეიდეს, აჰმედ ჰოსამ მიდოს, ზლატან იბრაგიმოვიჩს და კრისტიან კივუს. კუმანი გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა. მისი განცხადებით მას არ შეეძლო მათი შემცვლელების მოძებნა. „აიაქსმა“ გამოჩნდნენ გრიგერა, ესკუდე, ტომ დე მული, სუტარსი და დე რიდერი, თუმცა მათ ვერ გაამართლეს იმედები. გუნდმა ვერ გადალახა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სამაგიეროდ იმ წელს გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. სეზონის ბოლოს გუნდიდან წავიდნენ იარი ლიტმანენი, ვან დერ ვაარტი, მაქსველი, სონკი, ო’ბრაიენი, დიდულიცა, დე იონგი და პასანენი. „აიაქსი“ დაიშალა ერთი ხელის მოსმით. მაგრამ ბედის ირონიით ასეთ მომენტებში ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე აკადემიიდან ახალ-ახალი ტამანტები. ამჯერადაც ესე იყო: ურბე ემანუელსონი, ჰედვიგ მადურო, რაიან ბაბელი, მარკუს როზენბერგი, ვერმალენი და ა.შ. თუმცა რონალდ კუმანის ადგილი ა უკვე აღარ იყო. იგი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან.
საბოლოო შეფასებები ასეთი იყო: კუმანმა შეძლო და შესანიშნავი ინდივიდუალური ოსტატებისგან შექმნა ნამდვილი გუნდი, რომელიც იბრძოდა ნებისმიერ მეტოქესთა და აღწევდა გარკვეულ წარმატებებს, ხოლო 2002-2003 სეზონი იყო საუკეთესო ვან გაალის შემდეგ. კუმანის ბოლო განცხადებით მისთის ძალიან რტლი იყო ყოველ ზაფხულს ნახევარი გუნდის გაშვება და ახალი ‘აიაქსის“ შენებსა. თუმცა მის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ხშირად იყო კონფლიტური სიტუაციები იბრაგიმოვიჩთან და ვან დერ ვაარტთან. ბოლოს რონალდის „აიაქსი“ დაემსგავსა „წყნარ საშინელებას“ და ეს იყო ბოლო წვეთი. თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხალხს მისცა იმედი იმისა, რომ „აიაქსისთვის“ შეუძლებელი არაფერი არ არის.........


ინფორმაციის წყაროები: www.ajax.nl , www.amsterdamarena.nl , wikipedia.com და უამრავი ფორუმი (ქართული)


სტატიის ავტორი: WISHMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 13 სექტემბერი 2010
  • 1791
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)