"მეათე თასის მოპოვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ"

"რეალის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, ასე რომ მადრიდისტებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ."


"ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. გვინდა ხალხს ის სიხარული მივანიჭოთ, რომელიც ამ ბოლო წლებში აკლიათ."

"პელეგრინის "რეალი" ძლიერად გამოიყურებოდა, ჩვენ მას გუნდი დავატოვებინეთ, რადგან გვქონდა შანსი, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის შეძენის. გასულ წელს, არჩეანი პელეგრინის და მოურინიოს შორის უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენ ჟოზე ავირჩიეთ, მაგრამ მან ჩვენს გუნდში გადმოვსლა არ ისურვა და ინტერში დარჩა. წელს კი ყველაფერი შეიცვალა, პორტუგალიელი მწვრთნელი ჩვენს წინადადებას დათანხმდა და სამეფო კლუბი ჩაიბარა. ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მოურინიოსთან ერთად ფეხბურთელები ძალიან ბევრის შესწავლას მოახერხებენ. როცა გუნდს ჟოზე მოურინიო ჰყავს, მაშინ მის ფანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ."

"ბერნაბეუს" არასდროს დაავიწყდება არიენ რობენი და უესლი სნეიდერი. გუნდმა ისინი იძულებით გაყიდა, რადგან იმ წელს ჩვენ 2 მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები, კრისტიანო რონალდო და რიკარდო კაკა შევიძინეთ. რობენს და სნეიდერს გუნდში დარჩენა არ შეეძლოთ ამ ორი ფეხბურთელის გამო."

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, მაგრამ როცა ისინი რეალში თამაშობდნენ, იმ წელს ლივერპულმა 4 გოლი გაგვიტანა, ბარსელონამ კი 6."


"მე ბევრი მაკრიტიკებს ჩემი ტრანსფერების გამო. მე ამ ტრანსფერებს მოდად არ მივიჩნევ, როგორც სხვები ფიქრობენ. მე ყოველთვის ვცდილობ გუნდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით გავაძლიერო."

"ჩვენ ჩვენს მომავალზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ წარსული არ უნდა დავივიწყოთ. ეს გუნდი უკვე იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, ახლა კი მეორედ სცდილობს ძველებური დიდება დაიბრუნოს. ფანები ძალიან მოწყენილები არიან, მინდა მათ ის სიხარული დავუბრუნო, რომელიც რამდენიმე წლების წინ ჰქონდათ."

"მანუელ პელეგრინიმ გუნდის რეკორდი დაამხო. მან თითქმის ყველა გუნდი დაამარცხა ესპანურ ჩემპიონატში. 96 ქულის მოპოვება ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. მას შეუძლია მისი ყოფილი გუნდით იამაყოს."

"წელს გუნდმა ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელები შეიძინა, მათ შორის ბევრი ესპანელია. ისინი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები არიან, მათ ჰყავთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი. ერთი სიტყვით მზად ვართ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ. ამისთვის ყველაფერი გვაქვს და გუნდიც მზად არის." დაასრულა მადრიდის რეალი პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა.

ინფორმაციის წყარო As.com

სტატიის ავტორი Dzebnili dle 10.1

  • Dzebnili
  • 13 სექტემბერი 2010
  • 1516
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)