პერესის გამოსვლა გენერალურ ასამბლეაზე

"მადრიდის რეალის" გენერალური ასამბლეა გაიხსნა კვირას. ასამბლეა გახსნა ფლორენტინო პერესმა, რომელმაც შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ " "მადრიდის რეალი" ყოველთვის მიისწრაფის იყოს ლიდერი კლუბი და ინსტიტუტი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში."

გთავაზობთ გენერალური ასამბლეის გახსნისას ფლორენტინო პერესის მიერ წარმოთქმულ სიტყვას.


შესავალი:

საბჭომ და მე დავიწყეთ სტაბილიზაციის, აღდგენისა და განახლების უწყვეტი პროცესი. "მადრიდის რეალი" ყოველთვის მიისწრაფის იყოს წამყვანი კლუბი და ინსტიტუტი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროში.

მადრიდის რეალი კიდევ ერთხელ გახდა სტაბილური და ერთიანი კლუბი. ის ასევე ერთ–ერთი საუკეთესო სპორტული ინსტიტუტია მსოფლიოში და შემოსავლების მხრივ წამყვან პოზიციებს იკავებს. ესაა ორი საძირკველი, რაზეც ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ კლუბის აშენება.

საფეხბურთო პროექტი:

რაული და გუტი, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ იქნებიან "მადრიდის რეალის" ისტორიის ნაწილნი. ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ და უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა, ასე რომ მათ ნებისმიერ წუთს შეუძლიათ დაუბრუნდნენ მშობლიურ კლუბს და გახდნენ მომავალი "მადრიდის რეალის" ნაწილნი და შემოქმედნი.

ჩემი უპირველესი ოცნება არის , რომ ვიხილო ამ "მადრიდის რეალის" ჩემპიონობა. ჟოზე მაურინიო არის ადამიანი, რომელიც მოგებისკენ ისწრაფვის. ის მოსაგებადაა დაბადებული. ჩვენი აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. წინა სეზონის შემდეგ , ჩვენ ჟოზესთან ერთად , გავაუმჯობესეთ კლუბის შემადგენლობა.


პერესის გამოსვლა გენერალურ ასამბლეაზე


ჩვენ გადმოვიყვანეთ ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთა საშუალო ასაკი არ აღემატება 25 წელს. პედრო ლეონი და სერხიო კანალესი–ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. ისინი დაგვეხმარებიან, რომ ჩვენი კლუბი უფრო ესპანურად ვაქციოთ. ეს პროცესი დაიწყო წინა წელს და გრძელდება ეხლაც.

ანგელ დი მარია არის საკუთარი ეროვნული ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი, მაშინ როცა სამი ხედირამ და მესუთ ოზილმა მრავალი გულშემატკივრის გული მოიგეს გამოვიდნენ რა გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგებში სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე. რიკარდო კარვალიო უკვე შეგვიძლია დაცვის ექსპერტადაც მივიჩნიოთ. მას დიდი ხნიდ ურთიერთობა აქვს ჟოზე მაურინიოსთან და მას ნამდვილად შეუძლია მთავარი მწვრთნელი იდეების მოედანზე განხორციელება.

"მადრიდის რეალი" მზადაა იბრძოლოს ყველა ფრონტზე და მოიგოს ყველა ტიტული. ჩვენი უპირველესი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. უდიდესი გამარჯვება იქნება ჩემპიონთა ლიგისი ტიტულის მეათეჯერ დაუფლება. არ მოვისვენებთ , სანამ ამას არ მივაღწევთ.

პერესის გამოსვლა გენერალურ ასამბლეაზე


საკალათბურთო პროექტი:

მინდა მადლობა გადავუხადო ლუის ბულოკს ბოლო ექვსი წლის მიღწევებისთვის, რომლის განმავლობაშიც მან მოიგო ორი ACB–ს და ერთი ULEB–ის თასი. ახალი ერის დასაწყისში ჩვენ ვცადეთ ერთმანეთის გვერდით დაგვეყენებინა ერთი მხრივ უმნიშვნელოვანესი ესპანელი კალათბურთელები და მეორეს მხრივ, ის უცხოელი კალათბურთელები, რომლებსაც აქვს გამოცდილება ევროლიგაზე და ACB–ზე, ისეთები, როგორებიცააა: სერხიო როდრიგესი, კლაი ტაკერი, ფიშერი და მიროტიჩი. ასევე მინდა გაუწყოთ, რომ ჩვენმა კაპიტანმა ფილიპე რეიესმა კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა.

საფინანსო პროექტი:

პერესის გამოსვლა გენერალურ ასამბლეაზე


ჩვენ ძალზედ კმაყოფილნი ვარ განვლილი წლის შედეგებით , 2009/2010 ფისკალურ წელს კლუბის შემსოავლებმა მიაღწიეს 442,3 მლნ. ევროს, რაც საფეხბურთო სამყაროში უდიდესი მაჩვენებელია. 2010/2011 წლებისთვის ვვარაუდობთ 450 მლნ. ევროს შემოსავლის მიღებას.

წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 12 სექტემბერი 2010
  • 1673
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)