ველასკესის ქუჩიდან ბერნაბეუმდე

მადრიდის რეალის პირველი სტადიონის ფუნქციას ასრულებდა მიწის მცირე ნაკვეთი, რომელიც მარმარილოთი მოვაჭრე ვინმე ესტრადას ეკუთვნოდა ველასკესის ქუჩაზე....


1901 წელს მოთამაშეებმა გადაინაცვლეს ტორეადორთა მოედნის გვერდით მდებარე მიწის თავისუფალ ტერიტორიაზე რომელშიც იჯარის სახით წელიწადში იხდიდნენ 150 პესეტას (90 ევრო/ცენტი), გასახდელის ფუნქციას კი ტავერნა „La Taurina ასრულებდა.
1912 წელს 31 ოქტომბერს რეალი უკვე ო’დონელის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გადაბარგდა.
1924 წელს კლუბმა გადაწყვიტა აეგო Old Chamartín–ის სტადიონი, რომელიც 15 000 ადამიანს დაიტევდა. ეს წამოწყება ბევრის სიგიჟედ მიაჩნდა, თუმცა რეალურად ეს იყო დიდი ნახტომი მომავლისაკენ. სტადიონი 1924 წლის 24 მაისს გაიხსნა რეალისა და ნიუკასლ–იუნაიტდესი მატჩით. 15 000 გულშემატკივრის თვალწინ მადრიდელებმა მეტოქე ანგარიშით– 3:2 დაამარცხეს. ოლდ ჩამარტინზე რეალმა 23 წელი ითამაშა.
პრეზიდენტ ბერნაბეუს ინიციატივა, აეგოთ 100 000–იანი ტევადობის სტადიონი, დიდ კრიტიკას წააწყდა. მიუხედავად ამისა და ტექნიკური თუ ფინანსური წინააღმდეგობებისა, იდეა მაინც განხორციელდა და ძველი ჩამარტინის ადგილზე 125 000 მაყურებლისთვის განკუთვნილი ახალი ჩამარტინის აგება რამდენიმე წელში დასრულდა. უკვე ემომდევნო წელს– 1955 წლის 4 იანვარს კი სტადიონმა სახელწოდება იცვალა და სანტიაგო ბერნაბეუს სახელობისა გახდა.
1957 წლის 18 მარტს ბერნაბეუზე განათების ახალი უნიკალური სისტემა დამონტაჯდა, რამდენჯერმე ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი ევროპული სტადიონისა (თითქმის 5–ჯერ ძლიერი, ვიდრე ბარსელონას „Las Corts“–ისა). მომდევნო ათწლეულების განმავლობაშო მოედანმა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სპორტულ მოვლენებს უმასპინძლა.
1978 წელს ბერნაბეუ გარდაიცვალა, იგი ვერ გახდა თვითმხილველი იმ ცვლილებებისა, რაც მისი სახელობის სტადიონმა 1982 წლის მსოფლიო თასისთვის მზადებაში განიცადა. 1982 წლის 11 ივლისს აქ გაიმართა ფინალური მატჩი, რომელშიც იტალიელებმა 3:1 სძლიეს გერმანელებს.
ბერნაბეუს მორიგი რეკონსტრუქცია 1990–იან წლებში მოხდა –დაიწყო რა 1992 წლის 7 თებერვალს და დასრულდა 1994 წლის 7 მაისს. ეს პროცესი დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაჯდა, ამ თანხაში შედიოდა სადაზღვევო თანხები, რომელიც აქ მომუშავე მუშათა და დამსწრე პუბლიკის დაცვას ისახავდა მიზნად.
1998 წელს დაიწყო გეგმის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახვდა სტადიონის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას. იმავე პერიოდში გატარდა ამბიციური კომერციული პროექტი, რომლის თანახმად სტადიონი ღია იქნებოდა წელიწადის ნებისმიერ დღეს.
2007 წლის 14 ნოემბერს უეფამ აცნობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მათ სურდათ ბერნაბეუ შეეყვანათ ელიტარული სტადიონების ჩამონათვალში. ეს იყო საუკეთესო საჩუქარი სტადიონისათვის, რომელსაც ერთ თვეში 60 წელი უსრულდებოდა.
სტადიონის სიდიადის სრულად აღქმა დისტანციურად შეუძლებელია, მაგრამ მოდით, შიდა სამზარეულოში შევიხედოთ: ყოველი მატჩისათვის 2500 ადამიანი მუშაობს სტადიონის წესრიგის უზრუნველსაყოფად. ბერნაბეუ არჭურვილია უახლესი ქსელური მოწყობილობებით და ტექნიკით. ის სერვისები, რასაც სტადიონი სთავაზობს მაყურებლებს, დროდადრო იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება იქ დასაქმებულ პირთა პროფესიონალიზმი და კლუბისადმი თავდადებული სიყვარული.

დასასრულს, მინდა შემოგთავაზოთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც ზემოხსენებულ მოედნებზე თამაშობდნენ და დიდი წვლილი შეიტანეს კლუბის დიდების შექმნაში :

ადაუტო 1947–1953 (ესპანეთი)
აგუსტინი 1975–1990 (ესპანეთი)
ალკორტა 1993–1997 (ესპანეთი)
ამანსიო 1962–1976 (ესპანეთი)
არანგურენი 1911-1918 (ესპანეთი)
ბანიონი 1943-1949 (ესპანეთი)
ბარინაგა 1939-1950 (ესპანეთი)
ბენიტო 1969-1982 (ესპანეთი)
ბერნაბეუ 1911-1928 (ესპანეთი)
ბეტანკორტი 1961-1962 (ესპანეთი)
ბექჰემი 2003-2007 (ინგლისი)
ბრაიტნერი 1974-1977 (გერმანია)
ბუენო 1959-1971 (ესპანეთი)
ბუიო 1986-1997 (ესპანეთი)
ბუტრაგენიო 1982-1995 (ესპანეთი)
გაიეგო 1973-1989 (ესპანეთი)
გარსია რემონი 1966-1986 (ესპანეთი)
გასპარ რუბიო 1928-1930 (ესპანეთი)
გორდილიო 1985-1992 (ესპანეთი)
გროსო 1959-1976 (ესპანეთი)
გუტი 1995-2010 (ესპანეთი)
დე ფელიპე 1964-1972 (ესპანეთი)
დელ ბოსკე 1968-1984 (ესპანეთი)
დელ სოლი 1960-1962 (ესპანეთი)
დიდი 1958-1960 (ბრაზილია)
დი სტეფანო 1953-1964 (ესპანეთი)
ევარისტო 1962-1965 (ბრაზილია)
ელგერა 1999-2007 (ესპანეთი)
ემილიო 1933-1936 (ესპანეთი)
ეულოხიო არანგურენი 1911-1921 (ესპანეთი)
ვალდანო 1984-1987 (არგენტინა)
ველასკესი 1958-1977 (ესპანეთი)
ვისენტე 1960-1964 (ესპანეთი)
ზამორა 1930-1936 (ესპანეთი)
ზამორანო 1992-1996 (ჩილე)
ზარაგა 1949-1962 (ესპანეთი)
ზეედორფი 1996-1999 (ჰოლანდია)
ზიდანი 2001-2006 (საფრანგეთი)
ზოკო 1962-1974 (ესპანეთი)
იერო 1989-2003 (ესპანეთი)
იპინა 1939-1949 (ესპანეთი)
კამაჩო 1973-1989 (ესპანეთი)
კანავარო 2006-2009 (იტალია)
კესადა 1922-1936 (ესპანეთი)
კინკოსესი 1931-1942 (ესპანეთი)
კოპა 1956-1959 (საფრანგეთი)
კორონა 1943-1948 (ესპანეთი)
კუნინგჰემი 1979-1982 (ინგლისი)
ლასკანო 1928-1934 (ესპანეთი)
ლაუდრუპი 1994-1996 (დანია)
ლეკე 1935-1942 (ესპანეთი)
ლუის ფიგუ 2000-2005 (პორტუგალია)
მაკედა 1985-1988 (ესპანეთი)
მაკელელე 2000-2003 (საფრანგეთი)
მარკიტოსი 1954-1962 (ესპანეთი)
მარსალი 1955-1961 (ესპანეთი)
მარტინ ვასკესი 1983-1990 (ესპანეთი)
მატეოსი 1953-1961 (ესპანეთი)
მაჩიმბარენა 1913-1918 (ესპანეთი)
მიატოვიჩი 1996-1999 (მონტენეგრო)
მიგელ ანხელი 1967-1986 (ესპანეთი)
მიგელ მუნიოსი 1948-1958 (ესპანეთი)
მიერა 1961-1969 (ესპანეთი)
მილია 1990-1997 (ესპანეთი)
მიჩელი 1982-1996 (ესპანეთი)
მიჩელ სალგადო 1999-2009 (ესპანეთი)
მოლოუნი 1946-1957 (ესპანეთი)
მონხარდინი 1919-1929 (ესპანეთი)
მორიენტესი 1997-2005 (ესპანეთი)
ნავარო 1949-1957 (ესპანეთი)
ნეცსა 1974-1976 (გერმანია)
ოლასო 1929-1933 (ესპანეთი)
პაინიო 1948-1953 (ესპანეთი)
პაჩინი 1959-1968 (ესპანეთი)
პირი 1964-1980 (ესპანეთი)
პუშკაში 1958-1967 (ესპანეთი)
რაული 1992-2010 (ესპანეთი)
რეგეირო 1931-1936 (ესპანეთი)
რედონდო 1994-2000 (არგენტინა)
რენე პეტი 1914-1917 (საფრანგეთი)
რიალი 1954-1961 (არგენტინა)
რობერტო კარლოსი 1996-2007 (ბრაზილია)
რონალდო 2002-2008 (ბრაზილია)
სამიტიერი 1933-1934 (ესპანეთი)
სანჩისი 1983-2001 1964-1971 (ესპანეთი)
სანტამარია 1957-1966 (ურუგვაი)
სანტიიანა 1971-1988 (ესპანეთი)
სანტისტებანი 1954-1954 (ესპანეთი)
სან ხოსე 1968-1986 (ესპანეთი)
უგო სანჩესი 1985-1992 (მექსიკა)
ფელიხ პერესი 1921-1928 (ესპანეთი)
შუსტერი 1988-1990 (გერმანია)
ჩენდო 1982-1998 (ესპანეთი)
ხენტო 1953-1971 (ესპანეთი)
ხოსეიტო 1951-1959 (ესპანეთი)
ხოსე ლუისი 1964-1976 (ესპანეთი)
ხოსე მარია პენია 1926-1932 (ესპანეთი)
ხუანიტო 1977-1987 (ესპანეთი)
ხუანიტო ალონსო 1949-1963 (ესპანეთი)

(ბოდიშს გიხდით წინასწარ, ზოგი სახელი შესაძლოა არასწორად გამოვთქვი)


P.S. თუ დავუკვირდებით, ამ რიგებში ძალიან ცოტაა არაესპანელი, რაც ეწინააღმდეგება იმ ბრალდებას რასაც ხშირად გვიყენებენ კონკურენტები......

შევეცდები ჩემი მორიგი სტატიასც მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დავაკავშირო წარსულთან, რადგან სიახლეებზე ისედაც ბევრი ავტორი მუშაობს, მე კი ვთვლი, რომ მადრიდისტა ჭეშმარიტი ვერ იქნება განვლილი გზის ცოდნის გარეშე, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთი დიდებული ისტორიის (და მომავლის!!!) მქონე კლუბზე, როგორიც მადრიდის რეალია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)