რონალდო და რამოსი მატჩის შემდეგ

მადრიდის "რეალის" ორმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა და კრიშტიანო რონალდომ, შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს.


კრიშტიანო რონალდო:
"გამარჯვებამ უდიდესი ბედნიერება მოგვგვარა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენმა მთავარმა ოპონენტმა, "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე წააგო. არავინ ელოდა კატალონიელების დამარცხებას, თუმცა ამ ამბავმა ძალიან გაგვახარა და უფრო მეტად მოვისურვეთ გამარჯვება."

"ასევე მოხარული ვარ იმით, რომ კარვალიომ ბერნაბეუზე სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა. გამარჯვება მართლაც უმნიშვნელოვანესი იყო და ჩვენ ეს მოვახერხეთ."

"ახლა ჩვენი მთავარი საფიქრალი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებით დაწყებაა. "აიაქსი" საკმაოდ ძლიერი და დიდი ისტორიის მქონე კლუბია. მართალია "ოსასუნას" წინააღმდეგ ძირითადში ვიყავი, თუმცა დარწმუნებული არ ვარ ანალოგიურად მოიქცევა თუ არა მოურინო."


სერხიო რამოსი:
"გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვერ ვითამაშეთ ისეთი ფეხბურთი, რომლითაც გულშემატკივარი კმაყოფილი იქნებოდა, თუმცა მოვახერხეთ სამი ქულის აღება და ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია."

"ჰერკულესმა დაამტკიცა, რომ ლა ლიგაში თითოეული ქულია მნიშვნელოვანია და აქ მოთამაშე არცერთი გუნდი ხელწამოსაკრავი არ არის."

"თუ ფანები ჩვენგან მეტს მოითხოვენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ თამაშს აუცილებლად გამოვასწორებთ, უბრალოდ მათ უნდა გაითვალისწინონ ის, რომ სეზონი ახალი დაწყებულია და გუნდს ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი შეემატა."

"ოთხშაბათს ძალიან დაძაბული მატჩი გველის. მთავარია ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სტარტი ავიღოთ." dle 10.1

  • Junior
  • 12 სექტემბერი 2010
  • 2033
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)