მოურინიო: "მშვიდი თამაში იყო"

"ოსასუნას" დამარცხების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.


"არ ვფიქრობ, რომ არეულ-დარეული მატჩი იყო.ჩემმა შეგირდებმა საკმაოდ ადვილად მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.აღსანიშნავია, რომ კასილასი ფაქტიურად უსაქმურად იყო.მეტოქეს არც მცველები შეუწუხებია დიდად."

"სამი ფორვარდით თამაში, გარკვეულწილად რისკის ტოლფასი გახლდათ, რამეთუ სათადარიგო სკამზე თავსხმელი აღარ მრჩებოდა.სამწვრთნელო შტაბის წევრებმა დიდი ნდობა გამოვუცხადეთ ქარიმს.შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელმა კარგად გაართვა თავი დაკისრებულ სამუშაოს.მინდა გითხრათ, რომ სამი თავდამსხმელით თამაში შესაძლებელია, მაგრამ ამასთანავე მათ უნდა იცოდნენ, რომ მეტოქეზე ზეწოლა და დაცვაში ჩამოსვლა ევალებათ."

"მე არანაირად არ ვარ ნაწყენი ფორვარდებზე.ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, რაც მათი კარიერიდან კარგად ჩანს.ვიმედოვნებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სამივე მოახერხებს მეტოქეს კარის დალაშქვრას.აღსანიშნავია, რომ იგუაინიც, რონალდუც და ბენზემაც, დიდ დახმარებას უწევდნენ დაცვას, რაც ერთობ მნიშვნელოვანია.აი, სწორედ ეს არის ნამდვილი გუნდი.აქვე მინდა გითხრათ, რომ მატჩიდან პიპიტას გამოვარჩევდი."

"ლა ლიგა 20 გუნდიანი შეჯიბრია.ნებისმიერს შეუძლია, ნებისმიერის დამარცხება, ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ."

"რა თქმა უნდა, აღვნიშნავ რონალდუს გარჯას.ფეხბურთელმა 15 დღიანი უქმობის შემდეგ, პირველი შეხვედრა გამართა.მოხარული ვარ, რომ მისი კოჭი კარგ მდგომარეობაშია, რაც ფეხბურთელს თამაშის საშუალებას მისცემს."

"ჩვენ მოდუნების საშუალება არ გვაქვს, რამეთუ წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის "აიაქსის" წინააღმდეგ.ყველას სურვილია, რომ ჩემპიონთა ლიგის სტარტი წარმატებული იყოს."რეალი" ფავორიტად არის შერაცხულია, თუმცა ჰოლანდიელებთან ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველის.ბიჭებს "ოსასუნასგან" სრულიად განსხვავებული თამაში ელით.ამსტერდამელებთა რიგებში არა ერთი ნიჭიერი მოთამაშე ირიცხება." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)