1,2,3,4,5...და HalaMadrid!

სანამ კრისტიანო რონალდო ფორმაში ჩადგება,არიენ რობენმა ნამდვილი გოლეადა შემოგვთავაზა "ვესტფალშტადიონზე" გუშინ საღამოს.


Smells like Decima

"რეალმა" თავისი პირველივე დარტყმა კარისკენ გოლით დაასრულა.გააკეთა ეს იმპერიულ არენა,"ვესტფალშტადიონზე".ამ სტადიონზე "სამეფო კლუბს" გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.1998 წელს მატჩი დასრულდა 0:0 და ეს საკმარისი გამოდგა ფინალში გასასვლელად.გუშინ კი მადრიდელებმა 0:5 გაიმარჯვეს და დიდებული სანახაობა დადგეს.ეს ჰგავს კორიდას."სამეფო კლუბმა" ყველას აჩვენა,რომ ძველებურად ძლიერია."რეალი" ადგილზეა.

"დორტმუნდმა" მატჩი ძლიერად დაიწყო.ისინი ცდილობდნენ კასილასის კარში გოლის გატანას,ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ კი პირიქით იყო ყველაფერი."რეალი" იყო შეუჩერებელი მანქანა.როცა რაულმა გაიტანა მეხუთე გოლი,ყველამ წარმოიდგინა მეათე ჩემპიონთა ლიგის თასი.ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება მადრიდში,22 მაისს,"სანტიაგო ბერნაბეუზე".ევროპა ელის ტავის მეფეს,მას შემდეგ,რაც ზიდანმა გაიტანა ულამაზესი გოლი გლაზგოს ფინალურ მატჩში...0:5 გერმანიაში გამარჯვება საუკეთესოა.

ახალგაზრდები და ამბიციურები

გუნდის ბევრი ფეხბურთელი ახალგაზრდაა.კრისტიანო რონალდო(24),კაკა(27),ბენზემა(21),რობენი(25),პეპე(26),ლასი(23),გრანერო(22),მარსელო(21) და იგუაინი(21).ხალხის აზრით,ეს საუკეთესო შემადგენლობაა ევროპაში.საკმარისია ისიც,რაც გააკეთა რობენმა 45 წუთში.მან გაიტანა გოლი,რომელიც ძალიან ჰგავდა მენდიეტას გოლს კამპ ნოუზე და ჯობდა რობენის იმ გოლს,რომელიც მან გაიტანა ვაშინგტონში.ჰოლანდიელმა ასევე გაატანინა გონსალო იგუაინს,რომელმაც თავისი მესამე გოლი გაიტანა მოსამზადებელ ეტაპზე.და ეს მაშინ,როცა კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.ყველაზე სწრაფი კი გრანერო იყო,რომელმაც მეტოქის კარი მესამე წუთზე აიღო.

ამ გუნდში უნდა ითამაშო სულით და გულით,რადგან აქ თამაშობენ უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელებიც.სწორედ ამიტომ,ალვარო ნეგრედოს მოუწია გადასულიყო "სევილიაში",რადგან გუნდში ამ ეტაპზე არ არის მისი ადგილი.

Anti-Сentenarios

თუ რომელიმე კლუბი ზეიმობს თავის ასი წლის იუბილეს,კარგი იქნება თუ არ მიიწვევს მადრიდის "რეალს".2000 წელს "მილანი" განადგურდა "სამეფო კლუბთან" 5:1.გუტი თამაშობდა,როგორც ანგელოზი.ის ძალიან მოეწონა სილვიო ბერლუსკონის და გადაწყვიტა მისი შეძენა,მაგრამ ფეხბურთელმა მადრიდში ამჯობინა დარჩენა.რა მოხდა "ანოეტაზე" აღარ გავიხსენებთ(0:2).და 5 უპასუხო ბურთი "დორტმუნდის" კარში.სამწუხაროა,როცა ამ წელს არ აღნიშნავენ თავის ასი წლის იუბილეს "იუვენტუსი" და "ბაიერნი".


ინფორმაციის წყარო:As.com dle 10.1

  • faqo
  • 21 აგვისტო 2009
  • 2358
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)