გადაწყვეტილია - „რეალს“ კიდევ 1 ფეხბურთელი ემშვიდობება

ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბი კიდევ ერთ ფეხბურთელს უშვებს და შეთანხმება მიღწეულია.


საქმე ეხება ახალგაზრდა ნიჭიერ ნიკო ფასს. ჯერ კიდევ 2 დღის წინ ვცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანჩელოტი ნიკოს მთავარ გუნდში დაწინაურებას აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, არგენტინელი ფეხბურთელი იჯარის წესით წავა და სათამაშო პრაქტიკას მიიღებს.

დანი სებალიოსის გუნდიდან წასვლის შემთხვევაშიც კი ნიკო მიდის. ახალგაზრდა ფეხბურთელის ახალი კლუბი „ლეგანესი“ იქნება, რომელიც სეგუნდადან ლა ლიგაში დაწინაურდა.

ესპანური გამოცემების ცნობით, საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის 30 ივნისს ამოეწურება და „რეალი“ ფასის პროგრესს გამადიდებელი შუშით დააკვირდება.

ანჩელოტიმ შეთანხმებას მწვანე შუქი აუნთო, რადგან სჯერა, რომ ნიკო პრაქტიკის მიღების შემთხვევაში უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენებას შეძლებს.

შეგახსენებათ, სამხრეთ-ამერიკელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ითამაშა, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა უდიდესი კონკურენციის პირობებში, მისი სათამაშო წუთები მთავარ გუნდში სახარბიელო არ იყო. dle 10.1


1

3 ივლისი 2024 22:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2071
ნიკო ფასს ფასი არ აქვს ჯერჯერობით და ურჩევნია იჯარით წავიდეს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (42)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)