იკერი:,,მბაპესთან ერთად რეალი სულ სხვა გუნდი იქნება"

იკერ კასილიასის აზრით, მადრიდის „რეალი“ ახალ სეზონში საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს.


„მას შემდე,გ რაც კრიშტიანო რონალდუმ „რეალის“ რიგები დატოვა, 6 წელი გავიდა და გუნდმა ისწავლა მის გარეშე თამაში. გაიზარდა ვინისიუსი, გუნდს დაემატა ბელინგემი, შესანიშნავი პროგრესი აჩვენა როდრიგომ და ანჩელოტიმ 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რაც უდიდესი მიღწევაა, თუმცა სამეფო კლუბს არ ჰყოლია მეგავარსკვლავის სტატუსის მქონე ფეხბურთელი.“

„რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდისტები გახდნენ ლუკა იოვიჩი და ედენ აზარი, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ გაამართლა.“

„ის, რომ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მანჩესტერ „სიტის“ ფავორიტის სტატუსი ჰქონდა, სრულიად ბუნებრივი იყო, რადგან „რეალის“ წინა ხაზში არსებული რესურსი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბშია საჭირო.“

„რას ვხედავთ დღეს? მბაპე მადრიდელია, რაც გუნდის შეტევას მნიშვნელოვან რესურსს მისცემს. „ბლანკოსი“ გახდება უფრო აგრესიული, ენერგიული და ბევრი გოლის გამტანი. დარწმუნებული ვარ, 21-ე საუკუნის სტატისტიკა, რომელიც ლა ლიგაში არსებობს, აუცილებლად გამოსწორდება და „რეალის“ თასების რაოდენობა მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზრდება.“

„კილიანი ნამდვილად იქნება „ბარსელონას“ თავის ტკივილი. იმ ფონზე, რომ კატალონიელებს პრობლემები აქვთ, „რეალი“ შემადგენლობას აძლიერებს, არსებული რესურსი კი კიდევ უფრო გამოცდილი ხდება.“

„მაქვს ილუზია იმისა, რომ მომდევნო სეზონში სამეფო კლუბის საოცარი ბენეფისი ვნახო, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.“ dle 10.1


1

2 ივლისი 2024 18:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1405
ნამდვილად იკერ კოპა დელ რეიც დაგავიწყდა ჰეტრიკის დროა უკვე

2

2 ივლისი 2024 18:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 363
ვასკესის და ლუკას ამბავი მორჩა თუ როგორაა

3

3 ივლისი 2024 13:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1223
„მაქვს ილუზია იმისა, რომ მომდევნო სეზონში სამეფო კლუბის საოცარი ბენეფისი ვნახო, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.“
ილუზია იცით რა არის?

4

3 ივლისი 2024 14:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 363
ციტატა: nika 54
„მაქვს ილუზია იმისა, რომ მომდევნო სეზონში სამეფო კლუბის საოცარი ბენეფისი ვნახო, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.“
ილუზია იცით რა არის?

შენ რა ტვინი წატყანი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (42)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)