იორო თანახმაა, „ლილთან“ მოლაპარაკებები 40 მილიონზე მიმდინარეობს

ესპანური გამოცემების ცნობით, ლენი იორო მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე თანახმაა. ხუნი კალაფატისა და ლენის წარმომადგენლების, მათ შორის ოჯახის წევრების შეხვედრამ იდეალურად ჩაიარა და კონკრეტული შედეგები გამოიღო.


არსებული ცნობით, ფლორენტინო პერესმა „ლილის“ ხელმძღვანელობას უკვე ოფიციალურად მიმართა.

გამომდინარე იქედან, რომ ინგლისის პრემიერლიგის 3 გუნდი ლენის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის, „ლილის“ მოთხოვნები „რეალის“ მიმართაც გაზრდილია.

აქამდე პერესის წინადადება 30 მილიონიანი იყო, ახლა კი 40 მილიონიანია, თუმცა პირველ ეტაპზე „რეალი“ 35 მილიონს გადაიხდის, ხოლო 5 მილიონს იმ შემთხვევაში დაამატებს, თუ „რეალი“ მომდევნო 3 სეზონის განმავლობაში ერთხელ მაინც მოიგებს ლა ლიგას, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლილი“ ამ თანხასაც ყველა შემთხვევაში მიიღებს.

იორომ ფრანგულ კლუბს უთხრა, რომ მისი მიზანი ბერნაბეუზე თამაშია, სწორედ ამიტომ სხვა გუნდების წინადადებები არ განიხილება.

ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალმა“ ტრანსფერი მალე უნდა დაასრულოს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (42)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)