პირესი:„მბაპე „9“-იანზე იდეალური იქნება“

რობერ პირესმა „მარკასთან“ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კილიან მბაპეს, საფრანგეთის ნაკრებს და „რეალის“ ახალწვეულის ახალ ფუნქცია-მოვალეობებს შეეხო.


„მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთის ნაკრებს გასულ ორ თამაშში აკლდა კრეატივი, აგრესია და ტექნიკური მხარე. გუნდმა როგორც მბაპესთან ერთად, ასევე მის გარეშე საუკეთესო ფეხბურთი ვერ აჩვენა. დიდიეს განკარგულებაში არაერთი მაღალი კლასის ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, სიტუაცია გამოსწორებას ექვემდებარება, თუმცა გარკვეული ასპექტები აუცილებლად უნდა შეიცვალოს.“


„დეშამმა იცის, რომ მბაპე სჭირდება, თუმცა თუ სამედიცინო შტაბი რეკომენდაციას არ გასცემს, კილიანი მოედანზე ვერ გავა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ცხვირის გატეხვის შემდეგ მხოლოდ 1 კვირაა გასული, ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი კი საერთოდ არაფერია.“

„მბაპე არ არის ჟირუს, ლევანდოვსკის, ჰარი კეინის და სხვების მსგავსი ფორვარდი, მაგრამ მას „9“-იანზე შეუძლია განსხვავების შექმნა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. სისწრაფე, ტექნიკა და გოლის ალღო მას უფრო მობილურ ფორვარდად აქცევს. ვფიქრობ, დეშამმა ამაზე უნდა იფიქროს.“

„ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე შორს წასვლა შეუძლიათ გერმანიას, პორტუგალიას, ესპანეთს, საფრანგეთს და ინგლისს.“

„მადრიდელი არდა გიულერი თურქეთის ნაკრებში გამოირჩა. ის უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. მივიჩნევ, რომ არდა ძალიან დიდ პერსპექტივას ფლობს.“

„არ ვიცი, სად ითამაშებს კილიან მბაპე „რეალში“, თუმცა მას „9“-იანზე ვხედავ. „რეალს“ სწორედ ცენტრალური თავდამსხმელი აკლია და მბაპეს შეუძლია მოწოდების სიმაღლეზე დგომა.“

„ვინი დაჩრდილავს მბაპეს? მე ასე არ ვფიქრობ, მათ დიდი კოლაბორაცია მოუწევთ. ამ ეტაპზე ბრაზილიელი ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატია.“

„ანჩელოტი ვერაფრით გამაოცებს, რადგან მას ჩემპიონთა ლიგა აქამდეც რამდენჯერმე ჰქონდა მოგებული. უდავოდ უნდა ითქვას, იტალიელი ეპოქალური სპეციალისტია, რომელმაც არაერთ გუნდში შეძლო როგორც შიდა, ასევე გარე ასპარეზზე წარმატების მიღწევა.“

„მოვაწერდი თუ არა ხელს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებისფინალს? რა თქმა უნდა მოვაწერდი.“

„ზიდანი საფრანგეთში? ზიზუმ „რეალში“ დიდი ეპოქა შექმნა და ყველას დაუტმკიცა, რომ ნებისმიერ დონეზე შეუძლია სამწვრთნელო საქმიანობას განხორციელება.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2024 (378)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)