"ოსასუნას" ისტორია

დღეს მადრიდის "რეალი" "ოსასუნას" დაუპირისპირდება.მინდა შემოგთავაზოთ "ბლანკოსის" მოწინააღმდეგის ისტორია...


Club Atlético Osasuna,იგივე "ოსასუნა" დაარსდა 1920 წელს ირუნეა-პამპლონაში, ნავარეს ავტონომიაში. მან დაარსებიდანვე დაიწყო ესპანეთის პირველ დივიზიონში თამაში. "ოსასუნას" საკუთარი სტადიონიც ჰქონდა - Estadio Reyno de Navarra,სადაც საშინაო მატჩებს ატარებდა.

მიუხედავად იმისა,რომ გუნდი 1920 წელს დაარსდა,მან მხოლოდ 1932 წელს მიაღწია "სეგუნდა" დივიზიონს,ხოლო სამი წლის შემდეგ "ლა ლიგაშიც" გადავიდა.

გუნდი პირველად UEFA-ს თასზე 1985-1986 წლების სეზონში მოხვდა,როცა "ლა ლიგაში" მეექვსე პოზიცია დაიკავა.მეოცე საუკუნეში მათკიდევ ორჯერ 1990-1991 და 1993-1994 წლებში ითამაშეს,მაგრამ ამაოდ. "ოსასუნა" ჯგუფიდანაც კი ვერ გადიოდა.

2005-2006 წლებში "ოსასუნაში" ბევრი ცვლილება მოხდა,რამაც ის გამოიწვია,რომ გუნდი "ლა ლიგაში" მეოთხე ადგილზე გავიდა.ეს იყო მათი ყველაზე საუკეთესო შედეგი "პრიმერა" დივიზიონში.აღსანიშნავია,ის,რომ "ოსასუნას" და "სევილიას" ერთნაირი ქულები, და თითქმის ყველაფერი იდენტური ქონდათ,მაგრამ "ოსასუნამ" ბურთების უკეთესი შეფარდებით დაიკავა მეოთხე ადგილი. მათ მიეცათ შანსი,რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშათ,მაგრამ ლიგის საკვალიპიკაციო მესამე ეტაპზე ისინი ორი მატჩის ჯამში "ჰამბურგთან" დამარცდნენ და გამოეთიშენ ასპარეზობას.

2006-2007 წლების სეზონში "ოსასუნა" უეფას თასზე კვლავ გავიდა და D ჯგუფში შემდეგ გუნდებთან მოხვდა: "პარმა", "ლენსი", "ოდენსე" და "ჰეერენვენი". ესპანელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. მეთექვსმეტედფინალში მათ "ბორდო" დაამარცხეს. შინ 0-0 ფრის შემდეგ,გასვლაზე კვლავ 0-0 ითამაშეს,მაგრამ ნეკოუმანის დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.შემდეგ იყო "რეინჯერსი". გლაზგოში "ოსასუნამ" 1-1 ითამაშა,ხოლო ესპანეთში მათ 1-0 მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

შემდეგ მოხდა წარმოუდგენელი რამ."ოსასუნას" მეტოქე მეოთხედფინალში ლევერკუზენის "ბაიერი" იყო. ესპანელებმა გერმანიაში 3-0 მოიგეს,ხოლო შინ 1-0. ამით "ოსასუნა" უეფას თასის ნახევარფინალში გავიდა.

ისინი ასპარეზობას "სევილიამ" გამოთიშა ნახევარფინალში. "ოსასუნამ" შინ 2-1 მოიგო,მაგრამ სევილიაში 1-0 დამარცხდნენ და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, სწორედ მათი თანამემამულეები გავიდნენ ფინალში.

2008-2009 წლის სეზონში სწორედ "რეალის" დამსახურებაა,რომ "ოსასუნამ" "ლა ლიგაში" ადგილი შეინარჩუნა.



უკანასკნელი 9 წლის შედეგები "ლა ლიგაში"

2‘‘‘‘‘‘‘‘‘‘‘‘‘‘‘‘‘‘‘000-2001 - 15
2001-2002 - 17
2002-2003 - 12
2003-2004 - 13
2004-2005 - 15
2005-2006 - 4
2006-2007 - 14
2007-2008 - 17
2008-2009 - 15

"ოსასუნამ" არსებობის ისტორიაში 33 სეზონი "ლა ლიგაში", 33 სეზონი "სეგუნდა" დივიზიონში, 13 სეზონი "ტერკერა" დივიზიონში და 1 სეზონი რეგიონალურ ლიგაში გაატარა.

გუნდს ჯერჯერობით არანაირი ტიტული არ აქვს მოგებული. dle 10.1

  • wishmaster
  • 11 სექტემბერი 2010
  • 1476
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)