მილიტაო:„ახალ სეზონში სულ სხვა ედერს იხილავთ“

ედერ მილიტაო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. „რეალის“ მცველმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფიზიკური თვალსაზრისითი არანაირი პრობლემა აღარ აქვს.


„ახალ სეზონში სულ სხვა ედერს იხილავთ. ძალიან მიხარია, რომ საკლუბო სეზონის დასრულებამდე თვენახევრით ადრე ვარჯიში დავიწყე და მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მომეცა. ეს იყო მინი პრე-სეზონი, ახლა კი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ვიმყოფები და 90 წუთიანი დატვირთვებისთვის მზად ვარ.“

„დარწმუნებული ვარ, კოპა ამერიკას შემდეგ კი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები და „ბლანკოსს“ მოწოდების სიმაღლეზე დავუბრუნდები. მომდევნო სეზონზე დიდ იმედებს ვამყარებ.“

„მჯერა, რომ ძალიან ბევრ მატჩში მივიღებ მონაწილეობას და ჩვეულ რიტმს დავუბრუნდები. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.“

„კოპა ამერიკას მოგების მჯერა. ბრაზილიას დიდი ხანია გამარჯვება არ დაუფიქსირებია, სწორედ ამიტომ, ახლა ოქროს მედლები უნდა მოვიპოვოთ, 2026 წელს კი მუნდიალი მოვიგოთ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2024 (342)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)