მოურინიოს პრეს-კონფერენცია

მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრეს-კონფერენცია გამართა.


"მატჩი ძალიან რთული იქნება. ჩვენ წავაწყდებით ძალიან ბევრ წინაარმდეგობას, თუმცა მათი გადალახვა უნდა შევძლოთ. გუნდი კარგადაა მომზადებული და ვფიქრობ მოწინააღმდეგეს დავამარცხებთ."

"ამჟამად მხოლოდ "ოსაასუნაზე" ვფიქრობთ, თუმცა ჩვენი მთავარი დანიშნულება ყველა მატჩის მოგებაა. ხუთ მატჩში ფრეს, სჯობს სამი შეხვედრა მოვიგოთ და ერთში დავმარცხდეთ. მე არ ვფიქრობ რეკორდებზე, მე მხოლოდ ქულების დაგროვება მინდა. თუ ხვალინდელი მატჩი ისევე წარიმართება, როგორც ეს "მალიორკასთან" მოხდა, მე აუცილებლად გავრისკავ."

"კრიშტიანო რონალდო სასტარტო შემადგენლობაში შევიყვანე. მართალია, მეშინია ვინმემ მას არ ჩაარტყას და ძველმა ტრავმამ თავი არ იჩინოს, მაგრამ ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი მოქმედებაა. როდესაც მას ტკივილები აწუხებდა, იგი ვალდებებასზე მოდიოდა და დღეში ხუთ საათს ვარჯიშს უთმობდა და ამან შედეგი გამოიღო. რონალდო 100% მზადაა სათამაშოდ."

"მე უკვე ვიცი, თუ როგორი ტაქტიკით და როგორი შემადგენლობით ვითამაშებ ხვალ. გუნდის თითოეული წევრი მზადაა სათამაშოდ, თუმცა მე ბოლომდე არ გაგიმხელთ სასტარტო შემადგენლობას, რადგან მე მწვრთნელი ვარ და ეს კოზირად უნდა დავიტოვო. მე მხოლოდ იმ რვა ფეხბურთელის სახელს გეტყვით, რომლებიც აუცილებლად ითამაშებენ ძირითად შემადგენლობაში. დაცვა: რამოსი, პეპე, კარვალიო და მარსელო. ნახევარდაცვა: ხაბი ალონსო და ხედირა. თავდასხმა: რონალდო და იგუაინი. ზუსტად ვერ გეტყვით შეხვედრას დაიწყებს თუ არა სერხიო კანალესი."

"სიმართლე გითხრათ გაოცებული ვარ ბენზემას თამაშით საფრანგეთის ნაკრებში. იგი მთელი შეხვედრის განმავლობაში იბრძოდა და ცდილობდა გოლის გატანას, რაც მას გამოუვიდა. მოხარული ვარ, რომ მის მიერ გატანილი ბურთი გადამწყვეტი აღმოჩნდა. გუნდში ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, რადგან ყოველ ორ-სამ დღეში ჩვენ მატჩების გამართვა გვიწევს. ბენზემა და იგუაინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თავდამსხმელები არიან, მათ არაერთხელ მოუწევთ ერთმანეთის ჩანაცვლება. ორივე ფეხბურთელს თავდაუზოგავი შრომა მოუწევთ ძირითად შემადგენლობაში თავის დასამკვიდრებლად. ბენზემას თამაშმა ბოსნიის წინააღმდეგ ჩემში გაოცება გამოიწვია და მას პლიუსს ვუწერ. იგი გამოიცვალა და ვფიქრობ შეძლებს თავისი ნიჭის წარმოჩენას."

"გუნდი სულ ერთადაა და ეს ფეხბურთელებს ხელს უწყობს იმაში, რომ ისინი უფრო დაახლოვნენ და მოედანზე უკეთ გაუგონ ერთმანეთს. მე მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ"

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კამაჩოს, თბილი სიტყვებისთვის. პორტუგალიაში ერთად ვმუშაობდით და მასთან არასოდეს მქონია უთანხმოება, პირიქით, ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ამ ფეხბურთელს მადრიდის "რეალისთვის" ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და მინდა, რომ მის მსგავსად მეც ჩემი წვლილი შევიტანო ამ კლუბის ისტორიის შექმნაში." dle 10.1

  • Junior
  • 10 სექტემბერი 2010
  • 1956
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)