თუ რუნი მანჩესტერის დატოვებას გადაწყვეტს...

სპორტულმა გამომცემლობა Goal.Com-მა ჩამოთვალა სავარაუდო გუნდები, რომელშიც შესაძლოა უეინ რუნი გადავიდეს. როგორც მოგეხსენებათ ბოლო დროს მანჩესტერის ათიანი პირადი ცხოვრების გამო ბრიტანეთში გააკრიტიკეს, რაც თავად ფეხბურთელსაც არ სიამოვნებს. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ ევერტონის ყოფილმა ფეხბურთელმა სამშობლო დატოვოს და სხვაგან გადაბარგდეს სათამაშოდ.


მადრიდის რეალი

სამეფო კლუბს სჭირდება მაღალი კლასის ცენტრ ფორვარდი, რაზეც ისიც მოწმობს, რომ თეთრები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცდილობდა. აგრეთვე რეალს არ აქვს არანაირი ფინანსური პრობლემა და პერესიც მზად არის მაღალი კლასის ფორვარდში ფული დახარჯოს. რაც შეეხება მოურინიოს შეიძლება ითქვას იგი რუნის მსგავსი ფეხბურთელების ფანია. უეინის მადრიდში გადმობარგებას კიდევ ერთი ფაქტი უწყობს ხელს და ეს კრიშტიანო რონალდოა. პორტუგალიელი და ინგლისელი მანჩესტერში 6 წლის განმავლობაში ასპარეზობდნენ ერთად და მათი დუეტი მეტოქე გუნდისათვის კარგს არაფერს მოასწავლებდა. რეალის შვიდიანს არაერთხელ გამოუცხადებია, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა რუნის გვერდით კვლავ.

ბარსელონა

კატალონიელებმა დაკარგეს იბრაჰიმოვიჩი და ანრი, ამიტომ რუნი მათ ძალიან გამოადგება. იგი ვილასთან და მესისთან შესანიშნავ ტრიოს შექმნის. აგრეთვე რუნი მანჩესტერში მიჩვეული იყო 4-3-3 ტაქტიკით თამაშს, ამიტომ მას კატალონიაში ასპარეზობაც არ გაუჭირდება. ბარსელონაც ერთ-ერთი შესანიშნავი ვარიანტია, სადაც უეინს შეუძლია გააგრძელოს კარიერა.

ინტერი

ინტერს წელს არც ერთი სერიოზული შენაძენი არ გაუკეთებია, ამიტომ რუნი 2011 წელს მათი ნომერ პირველი სამიზნე იქნება. თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იტალიური კლუბის თავდამსხმელები უკვე "ასაკში" არიან. მილიტო 31 წლის არის, ხოლო ეტო'ო 29. არაა გამორიცხული უეინი სწორედ ინტერში ვიხილოთ, თუმცა რამდენად მოერგება იგი იტალიურ ფეხბურთს საკითხავია.

მილანი

მილანმა უკვე შეიძინა იბრაჰიმოვიჩი და რობინიო, ამ გზით იტალიელებმა საგრძნობლდ გააძლიერეს შეტევა. თუმცა 2011 წელს კლუბს სავარაუდოდ დატოვებს რონალდინიო, რომელიც თავს MLS-ს მიაშურებს. ბერლუსკონი რუნის რონის შემცვლელად მოიაზრებს.

Goal.Com-ის ვერდიქტი: "იმ შემთხვევაში თუ რუნი მანჩესტერს დატოვებს, იგი რეალის ფეხბურთელი გახდება."

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ რუნის წითელ ეშმაკებთან 18 თვიანი კონტრაქტი აკავშირებს და თუ მანკუნიელებმა ვერ მაოხერხეს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება, მადრიდის რეალი ადვილად ჩაძირავს თავის კონკურენტებს ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. აგრეთვე რეალში უეინის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი რონალდო ირიცხება და ისიც დაეხმარება ესპანელებს ტრანსფერის "გაჩარხვაში".

შემდეგი კანდიდატი ინგლისელის გადაბირებაში არის ინტერი, რადგან მათ ნამდვილდ დაჭირდებათ მაღალი კლასის ფორვარდი მომავალ ზაფხულს. მათ შემდეგ მოდის ბარსელონა, რომელსაც შესანიშნავი შეტევის ხაზი ჰყავს და ძნელად სავარაუდოა, რომ ისინი კვლავ გარისკავენ და გადაიხდიან დიდ თანხას ფორვარდში. იბრაჰიმოვიჩმა არ გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ რუნი უფრო ტექნიკური ფეხბურთელია ვიდრე ზლატანი, კატალონიელები უკიდურეს შემთხვევაში გადაწყვეტენ უეინის შეძენას. რაც შეეხება მილანს, იტალიელები უკვე საკმარისზე მეტად გაძლიერდნენ და თან მათ განზრახული აქვთ მარიო ბალოტელის შეძენა რამდენიმე წელში. ასე რომ მილანში რუნის ტრანსფერი ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ადგილს იკავებს მადრიდის რეალი, რომელსაც მოყვება ინტერი. ბარსელონა და მილანი კი რუნისთვის რბოლაში აუტსაიდერები არიან.

ინფორმაციის წყარო: Goal.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 10 სექტემბერი 2010
  • 2284
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)