კარვახალი:„ბარსას“ ვარსკვლავის შედარება ვინისიუსთან უადგილოა“

დანიელ კარვახალმა ესპანეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი მიმოიხილა.


„ოქროს ბურთი? არ მეგონა, რომ ამ კითხვას დამისვამდით. არა, არა, არავითარი შანსი არ მაქვს. მაშინ ევროპის ჩემპიონატზე 15 გოლი უნდა გავიტანო და საუკეთესო მოთამაშე გავხდე.“

„რას ვიტყვი მბაპეზე? ის არის ტოპ კლასის წინახაზელი, ძალიან დიდი შესაძლელობებით. მას კარგ ევროპის ჩემპიონატს ვუსურვებ, აგვისტოდან კი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს და ჩვენ დაგვეხმაროს.“

„ლამინე იამალი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მე მის ასაკში „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში ვიყავი და მხოლოდ იქაურ ტიტულებს ვზეიმობდი, ის კი ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზეა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. „ბარსელონას“ ფეხბურთელის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ დაცვაში არ მეხმარება (იცინის), თუმცა უდიდესი მომავალი აქვს.“

„ოქროს ბურთის მოგების უმთავრესი კანდიდატი ვინისიუს ჟუნიორია, მას სეზონში ჯამურად 3 თვე გაუცდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ გადამწყვეტი გოლები გაეტანა და დიდი წვლილი შეეტანა, როგორც ლა ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. ვინი ფასდაუდებელ შრომას წევს. ფავორიტების სიაში მეორე ადგილზე ჯუდ ბელინგემს გავიყვანდი, რომელსაც ასევე საოცარი სეზონი ჰქონდა? იამალი? ვფიქრობ, მისი ვინისიუსთან შედარება ამ ეტაპზე სრულიად უადგილოა.“

„როდესაც მოდრიჩს ვნახავ, ვეცდები ნაკრების მაისური გამოვართვა, ის ლეგენდარული ფეხბურთელია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლუკიტამ 2018 წელს ოქროს ბურთის მოგება შეძლო და ეს უდიდესი შედეგია.“

„ნაჩოს მომავალი? ესპანელი ფეხბურთელისთვის ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მე მის დარჩენას მივესალმები, თუმცა არ ვიცი რა მოხდება. როგორც ვიცი, ნაჩეტეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ამას უახლოეს კვირებშიგ გააკეთებს.“ dle 10.1


1

12 ივნისი 2024 16:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 27
ვინიციუს რო ადარებენ იმ სირ იამალს როგორ არ გინდა გაგეცინოს ვინის დონეს იამალი ვერასდროს ვერ დადებს ფატიზეც ეგრე ამბობდნენ მაგრამ ყველამ დავინახეთ რაც დაემართა იმედი მაქვს იამალს კიდებ ვარესი დაემართება ფატი იამალზე ბევრად უკეთესიც იყო თავიდან

2

12 ივნისი 2024 22:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2066
იამალი არა,შაბანა......🤣🤣🤣🤣
ნახეთ ჩვენი კილიანი რა გოლების ქარბორბალას დაატრიალებს პირველივე წელს რეალში.

3

13 ივნისი 2024 06:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 893
ციტატა: c.ronaldo
ვინიციუს რო ადარებენ იმ სირ იამალს როგორ არ გინდა გაგეცინოს ვინის დონეს იამალი ვერასდროს ვერ დადებს ფატიზეც ეგრე ამბობდნენ მაგრამ ყველამ დავინახეთ რაც დაემართა იმედი მაქვს იამალს კიდებ ვარესი დაემართება ფატი იამალზე ბევრად უკეთესიც იყო თავიდან

შენაირი აზრის ადამიანები არუნდა უყურებდნენ ფეხბირთს
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე🖤🖤🖤

4

14 ივნისი 2024 17:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 588
იამალის ერთადერთი ნაკლი ისაა რომ კულეა, მეტი არაფერი, უნიჭიერესია და თუ სწორად განვითარდა უდიდესი მომავალი აქ, აი ეგ კარლოს ხელში რომ იყოს გახდება ბომბი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)