რეალი მანჩესტერს გამოსავალს სთავაზობს

მანჩესტერ იუნაიტედის 24 წლის ვარსკვლავი უეინ რუნი ინგლისურმა პრესამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი კრახის გამო, ხოლო შემდეგ წითელ ეშმაკებში ცუდად დაწყებული სეზონის გამო. როგორც ჩანს ფლორენტინო პერესს სურს გამოიყენოს ეს მდგომარეობა და ინგლისელი ფორვარდი მადრიდში წამოიყვანოს.


აგრეთვე ბრიტანულ ჟურნალ გაზეთებში გამოჩნდა სურათები, სადაც უეინ რუნი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთად არის დაფიქსირებული, აგრეთვე პაპარაცის არ გამოპარვია, როგორ ეწევა რუნი. ამ ყველაფერმა ახალგაზრდა ფორვარდზე დიდი ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია და მისი თამაშის ხარისხიც შემცირდა. სწორედ ამიტომ პერესი სთავაზობს ფეხბურთელსაც და კლუბსაც საუკეთესო გამოსავალს, ინგლისის ნაკრების 10 ნომერი რეალში უნდა გადავიდეს, სწორედ ამ გზით შეწყდება ჟურნალისტების ზეწოლა ფეხბურთელზე.

რეალი მანჩესტერს გამოსავალს სთავაზობს


რუნის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა პერესი შეეცდება ფეხბურთელი ახლავე შეიძინოს და მოაგვაროს ის პრობლემა, რომელიც რეალს თავდასხმის ხაზში აქვს.

ჟოზე მოურინიოს პოზიცია ყველასათვის ცნობილია, მას არ აკმაყოფილებს იგუაინისა და ბენზემას დუეტი, რადგან ფეხბურთელები ვერ ახერხებენ მომენტების რეალიზებას. მან ერთხელ უკვე სთხოვა პერესს ახალი ფორვარდის მოყვანა, მაგრამ ზაფხულში ეს ვერ მოხერხდა.

ტრანსფერში შესაძლოა ბენზემაც ჩართონ, რომლის მიმართ ინტერესს ფერგუსონი უკვე დიდი ხანია იჩენს. მოურინიო კი ფრანგი ფეხბურთელის სამსახურით კმაყოფილი არ არის. ამ გარიგებაზე თანახმანი უნდა იყვნენ წითელი ეშმაკების მფლობელები - გლეიზერებიც, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ. რუნის ტრანსფერით კი მათი ვალი საგრძნობლად შემცირდება.

ინფორმაციის წყარო: Goal.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 10 სექტემბერი 2010
  • 2229
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)