მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა...


მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ ვალენსიის მე-10 საგამოძიებო სასამართლომ დღეს, 10 ივნისს, გამოსცა განაჩენი იმ სამ ახალგაზრდასთან დაკავშირებით, რომლებიც ბრალდებულნი არიან შეურაცხყოფაში, რასისტული შეძახილებისა და ჟესტების გამოყენებაში ვინისიუს ჟუნიორის შმიმართ. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა ლა ლიგის მატჩში, რომელიც გაიმართა 2023 წლის 21 მაისს, მესტალას სტადიონზე.

სამივე პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, რის გამოც მიესაჯათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საფეხბურთო სტადიონებზე შესვლის 2 წლით აკრძალვა.

დამნაშავეებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, გაითავისეს პასუხისმგებლობა და გამოთქვეს სინანული, ასევე მიმართეს საზოგადოებას რომ მსგავსი სახის ქმედებისგან თავი შეიკავონ და განდევნონ რასიზმი, როგორც ცხოვრებიდან, ასევე ფეხბურთიდან.

სამეფო კლუბი განაგრძობს მუშაობას იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც კლუბში არსებობს და აუცილებელია სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვისა და რასიზმის აღმოფხვრისთვის. dle 10.1

  • Hala
  • 10 ივნისი 2024
  • 3697
  • 2

1

10 ივნისი 2024 17:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 190
Ese moetkvneba deda kvela rasists

2

10 ივნისი 2024 17:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1220
ძალიან კარგი, რასიზმი უნდა ისჯებოდეს. მაგრამ ეს განაჩენი სულაც არ ნიშნავს იმას რომ "დაზარალებულს" უფლება ეძლევა მოედანზე იხულიგნოს. ამის მაგალითებს ვინისიუსი აშკარად ავლენს და ეს სწორედ ამგვარი განაჩენებით მისი წახალისებაა.
სხვათა შორის აქაც ხშირად წამიკითხავს, რო ვინისიუსს თავში აქვს ავარდნილი არა მარტო სპორტული მიღწევები, არამედ მისთვის ყველაფრის პატიებაც.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 24
2 სორლოტი 23
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 19

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2024 (4)
ივნისი 2024 (379)
მაისი 2024 (385)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)